Category: სლაიდერი

  • “ევროინტეგრაციას ხელს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ოცნება უშლის” – არახამია ღარიბაშვილს

    “საქართველოს პრემიერმინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა”,

    ასე ეხმაურება, უკრაინის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც “უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” და მას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

  • “ძაღლი სახლში არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო” – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე

    “ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, არ ასრულებს რეფორმებს და იგონებს ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ვინ დაიჯერებ იმას, რომ თუ ევროპარლამენტი და დეპუტატები იყიდებიან, მილიარდერმა ივანიშვილმა ვერ მოახერხა მათი ყიდვა? ეს ძალიან სასაცილო ბრალდებაა.
    ღარიბაშვილ, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის. სავალალოა რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის, როდესაც ასეთი პირი არის თანამდებობაზე გამწესებული”

    ამბობს “ლელოს” წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი თანაპარტიელების განცხადებებზე.

  • მსოფლიოში უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს – ბორელი მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე

    „რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს“,

    აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. მისი თქმით,  სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

  • შესაძლოა, რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს – თეთრი სახლი

    თეთრი სახლი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთი,  შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს თავს დაესხას თავს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ადამ ჰოჯის თქმით, აქვთ  ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა.

    • “ჩვენი რწმენით, ეს კოორდინირებული ძალისხმევაა, რათა შავ ზღვაში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმა გაამართლონ და ეს თავდასმები უკრაინას დააბრალონ” – განაცხადა ჰოჯმა
  • აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების გამო- Washington Post

    The Washington Post აშშ-ს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები ამზადებს ახალ სანქციებს ყირგიზეთის კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს აწვდიან საქონელს ევროპიდან და აზიიდან უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით.

    პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა, რომელთა ვინაობა არ სახელდება, გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიშკეკში რამდენიმე ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მიერ რამდენიმე თვის “უნაყოფო ვიზიტების” შემდეგ. ეკონომიკური ზომების მიღება შესაძლებელია უკვე ამ კვირაში, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით.

    „მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი სხვებთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მისი მაგალითი ნათლად აჩვენებს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც გამონაკლისის გარეშე ქმნის მიუღებლად ხელსაყრელ გარემოს სანქციების გვერდის ავლისთვის“, – ციტირებს გაზეთი მაღალჩინოსანს.

    ამერიკული მხარის ინფორმაციით, სანქცირებული საქონლის რეექსპორტში რუსული სპეცსამსახურები არიან ჩართული. ფირმები, რომლებიც იღებდნენ საქონელს ყირგიზეთიდან, იყვნენ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიმწოდებლები, აღნიშნავს Washington Post.

    ყირგიზეთის საელჩომ ვაშინგტონში, ამერიკული გაზეთის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის დაიცვას საერთაშორისო ნორმები და ებრძოლოს კონტრაბანდასა და სხვა უკანონო ვაჭრობას. საელჩომ მოსკოვთან ვაჭრობის ზრდა ახსნა საქონლის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნების ელექტრონული სისტემების გაუმჯობესებით.

    19 მაისს აშშ-ს ხელისუფლებამ უკვე დააწესა სანქციები ყირგიზეთში რეგისტრირებული Tro.Ya-ს წინააღმდეგ.

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ყირგიზეთის კომპანია 70 სხვა ფირმასთან ერთად შეიყვანა იურიდიული პირების სიაში, რომლებიც, ეხმარებიან რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სექტორებს. ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ Tro.Ya ეწევა ელექტრონული კომპონენტების და სანავიგაციო აღჭურვილობის მიწოდებას.

    The Washington Post ირწმუნება, რომ ყირგიზეთის საელჩომ ვაშინგტონში აღიარა ცნობები სანქციების თავიდან აცილების შესახებ. თუმცა, დიპლომატიურმა მისიამ აღნიშნა, რომ კრიტიკოსებმა არ გაითვალისწინეს ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „რეალური ეკონომიკური კონტექსტი“, რადგან ორივე ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია.

    ”ზოგადად, რუსეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი […] მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მუშაობს [ამ ქვეყანაში]”, – ციტირებს გაზეთი ყირგიზეთის საელჩოს განცხადებას.

    14 მაისს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა სახელმწიფო ტელეარხ Rossiya-1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიშკეკი გააგრძელებს მოსკოვთან თანამშრომლობას დასავლეთის მხრიდან  მეორადი სანქციების დაწესების მუქარის მიუხედავად.

    „ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, თანამშრომლობისთვის არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაძლო სანქციებზე საუბრობენ. მაგრამ ჩვენც ვიცავთ ჩვენს წესებს და პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მინისტრმა.

    თუმცა, 2 ივნისს, ცენტრალური აზია-ევროპის კავშირის სამიტზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის სანქციების განსახილველად.

    ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ „გაგებით“ ეკიდება ევროპელი პარტნიორების თხოვნას სანქციების შესრულების შესახებ.

    როგორ უვლის გვერდს რუსეთი სანქციებს ყაზახეთისა და ყირგიზეთის გავლით:

    აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე გაამახვილა ყურადღება  ინფორმაცაზე  ყაზახეთში ჩინური დრონების პარტიის  კონფისკაციის, რომელიც  ყირგიზეთიდან რუსეთში იგზავნებოდა,  ნათქვამია პუბლიკაციაში.

    ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის საბაჟოებმა ყირგიზეთის კომპანია Impulse-Invest-ს 14 DJI Agras T30 დრონი ჩამოართვეს, რადგან მას დრონების ექსპორტის ლიცენზია არ გააჩნდა. ეს დრონები განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, მაგრამ აქვთ ომში გამოყენების პოტენციალი, რადგან მათ შეუძლიათ 30 კგ-მდე ტვირთის გადატანა, იტყობინება გამოცემა. მოგვიანებით დრონები აუქციონზე გაიტანეს, მათი ღირებულება ყაზახეთის ხელისუფლებამ 83,6 მილიონი ტენგედ (193 ათასი დოლარი) შეაფასა.

    ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ვაშინგტონ პოსტისთვის კომენტარის გაკეთებაზე ჩინური დრონების რუსეთში ექსპორტის მცდელობის შესახებ.

    სანქცირებული საქონლის რეექსპორტის შესახებ ყაზახეთიდან ასევე იტყობინებიან გამომძიებელი ჟურნალისტები Important Stories–დან , OCCRP და ჟურნალი Spiegel. 20 მაისს, ამ გამოცემების ერთობლივი გამოძიების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ყიდულობს  მილიონობით დოლარის ღირებულების დრონებს და მიკროელექტრონულ ტექნიკას ყაზახეთის გავლით, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.

    ჟურნალისტების თქმით, ყაზახური კომპანია Da Group 22 ჩიპებს და სხვა კომპონენტებს აწვდის რუსულ კომპანია Stack-ს. “სტაკის” მთავარი შემსყიდველი არის კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს სპეციალურ აღჭურვილობას რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის.

    გამოძიების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთში დაარსებულმა სხვა კომპანიამ,“ ასპან არბამ“, რუსეთის “ციურ მექანიკას “ 500 დრონი მიაწოდა. დრონებს იმავე კომპანიისგან ყიდულობს შეიარაღებული კონფლიქტების ვეტერანთა ფედერაცია „ფოცხვერი“ და მოქმედი  რუსი სამხედროები, წერენ ავტორები.

    ყირგიზეთიდან რუსეთში იმპორტის მკვეთრი ზრდა

    რადიო Azattyk-ის( რომელიც რადიო თავისუფლების ყირგიზეთის და ყაზახეთის რედაქციაა)  გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების ფაქტები.

    ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ფირმები ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან რუსეთში ახორციელებენ მიკროჩიპების, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის და სხვა კომპონენტების ექსპორტს, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები პოულობენ რუსულ რაკეტებში, ტანკებში, ვერტმფრენებში, თვითმფრინავებსა და რადიო სისტემებში.

    გამომძიებელი ჟურნალისტები ეყრდნობიან ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურების მონაცემებს და კომპანიების კორპორატიულ ინფორმაციას, რომლებიც რუსეთში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების რეექსპორტს ახორციელებენ.

    გამოძიებას ასევე მოჰყავს გაეროს ვაჭრობის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ყირგიზეთს 2021 წელს თვითმფრინავების, ვერტმფრენების და დრონების არანაირი ნაწილების იმპორტი არ განუხორციელებია,  თუმცა, 2022 წელს ქვეყანამ 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატების  ნაწილები შემოიტანა და 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების რუსეთში გაიტანა.

    ამავე პერიოდში ყაზახეთმა 2000-ჯერ გაზარდა კომპიუტერების ექსპორტი რუსეთში. 2021 წელს ქვეყანამ 127 000 დოლარის ღირებულების კომპიუტერები მიაწოდა რუსეთს , 2022 წელს კი უკვე 296 მილიონი დოლარის ღირებულების.

  • თუ გაერთიანებას შინაარსი არ აქვს და ხალხისთვის არაფერს ცვლის, რა საჭიროა? – ჩერგოლეიშვილი

    ‘თუ გაერთიანებას შინაარსი არ აქვს და ხალხისთვის არაფერს ცვლის, რა საჭიროა? ” – აცხადებს ამის შესახებ, ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

    “ერთობა ძალიან კარგია – ევროპული მომავლის, ნაფიცი მსაჯულების, მტრის წინააღმდეგ ერთობას რა ჯობია, მაგრამ მას შინაარსი უნდა ჰქონდეს. ჩვენ პოლიტიკის სხვა პარტიებისგან განსხვავებული აღქმა გვაქვს, ძალიან ეგოცენტრულია მათი პოლიტიკა, მე ვერ ვხვდები, მე და სტრატეგია აღმაშენებელი ან მე და ლელო რომ გავერთიანდეთ, ეს ხალხისთვის რას ცვლის. სტრატეგიული ერთობა იქნება თუ შინაარსობრივი, მე მაინტერესებს, რას მოუტანს ის ამომრჩეველს. მე ვარ კონცენტრირებული ამომრჩევლის ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს, მაგალითად, გენოციდის აღიარების პროექტი – ამომრჩეველმა უკვე იცის, რომ ჩვენ თუ გვექნება გავლენა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე გენოციდად შეფასდეს ქართველების გენოციდი, ის დანაშაულები, რაც აფხაზეთში რუსეთმა ჩაიდინა. ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ეს მიგვაჩნია ხალხისთვის საინტერესო თემად.

    ევროპულ საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მართლმსაჯულება იყოს უკეთესი და ქართველმა ადამიანმა ცვლილებით ის მიიღოს, რომ სამართალს იპოვის სასამართლოში, არა კლანის პირობებში, არამედ სამართლიან, დაბალანსებულ სასამართლოში და ამისთვის ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რეფორმა გამზადებული. მზად ვართ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ველაპარაკოთ და ველაპარაკეთ კიდეც, ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული. გვინდა ერთიანობა იმაზე, რომ შევთანხმდეთ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გაფართოვდება და ყველაფერს მოიცავს, რომ მოსამართლეებს ძალაუფლება დავუბალანსოთ მოქალაქეებით და არ იყოს დანიშნული მოსამართლეების გადასაწყვეტი მოქალაქეების ბედი.[…] ჩვენ გვაქვს რესტიტუციის თემა და გვინდა, რომ ბოლშევიკების მიერ წართმეული ეკლესიები დავუბრუნოთ რელიგიურ უმცირესობებს. გვაინტერესებს ერთობა ამ საკითხის გარშემო, იმიტომ, რომ ვთვლით, თუ ჩვენ ამ თემას დავალაგებთ, მართლმადიდებელ მრევლთან და, მათ შორის, კათოლიკე იქნება ეს თუ სომხური ეკლესიის მრევლი, ეცოდინება, ჩვენი გეგმა რა არის, საკუთარ თავს დაინახავს ჩვენს დღის წესრიგში. დემოკრატიამ და არჩევნებმა რომ იმუშავოს, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში. ნაყიდმა ხალხმმა კი არა, ანთებულმა ადამიანებმა, რომლებიც თვითინტერესს იცავენ”.-ამბობს ჩერგოლეიშვილი.

     

  • “ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე” – სააკაშვილი

    “ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე” – სააკაშვილი

    ”დედაჩემს ვივამედთან ტვ “ნადეჟდას” და მოპარული ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები ,,ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას.

    თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ, ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით.

    მთელს მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება.
    საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა ეს ალბათ, საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე”,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და სამთავრობო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ “ვივა მედთან” გიული ალასანიასთვის დასმულ შეკითხვებს ეხმაურება.

  • 20 ივლისის 00:00 საათიდან, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად – რუსეთი

    „2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად.

    ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“

    აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.

  • რაც ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება – პრიგოჟინი

    “ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით. […]ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, დ ა ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ”

    ამის შესახებ “ვაგნერის”დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

  • გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება დროს კარგავს კრიმინალზე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ თქვენ… მინდა გავიმეორო, რამდენიმე დღის წინ კითხვად დავსვი უბრალოდ, საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი ტყუილი, ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს და ა.შ. საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა საჯაროდ – ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ, ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს თუნდაც მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის მიმართ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ. 

    მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება და ამას ამყარებს ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და მტკიცებულებები, რომლებიც მოიპოვა გამოძიებამ იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი. უკრაინაშიც ანალოგიურად, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის უკანონოდ კვეთა ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირების მოხდენა? მეტიც, არა თუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას თუ არ ვცდები მრჩეველია ის უკრაინის პრეზიდენტის“,

    ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის რადაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ მიმართვაზე განაცხადა.