Category: სლაიდერი

  • ბელორუსი და ვაგნერი პოლონეთის საზღვართან წვრთნებს ატარებენ

    ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი სპეცრაზმისა და ვაგნერის წევრების ერთობლივი წვრთნები ბრესტის პოლიგონზე, პოლონეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარეობს. განცხადება სამინისტროს ოფიციალურ Telegram-ზე გამოქვეყნდა სადაც აღნიშნულია, რომ  ბელორუსის უსაფრთხოების ძალები ვაგნერელებთან წვრთნებს გააგრძელებენ.

    • “ბელარუსის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ერთობლივ წვრთნებს კსკ ვაგნერის მებრძოლებთან ერთად. კვირის განმავლობაში სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაამუშავებენ სასწავლო-საბრძოლო დავალებებს ბრესტის პოლიგონზე”. – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

     

  • ბახმუტის დასაბრუნებლად ყველა პირობა არსებობს ! – გენერალი სირსკი

    უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტის დასაბრუნებლად ყველა პირობა არსებობს. ამის შესახებ მან BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტში საოკუპაციო ძალები ნახევარალყის მდგომარეობაში იმყოფებიან და უკრაინელები ისარგებლებენ ამ მომენტით. ამასთანავე გენერალი აღნიშნავს, რომ უკრაინელებ ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესების მიზნით შეტევებს აწარმოებენ – მიზანი ოკუპანტების გარნიზონის ფლანგებიდან ჩაჭრაა.

    • “რუსეთის ჯარების მდგომარეობა ბახმუტში შეგვიძლია ისრის წვერს შევადაროთ, ისინი ნახევარალყაში იმყოფებიან. ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ამ მდგომარეობით არ ვისარგებლოთ”,- ამბობს გენერალი.
  • რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ყველა მიმავალ გემს, სამხედრო ტვირთის გადამზიდად განვიხილავთ! – უკრაინა რუსეთს პასუხობს 

    ”2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან,  რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ყველა მიმავალ გემს, სამხედრო ტვირთის გადამზიდად განვიხილავთ!” – ასე პასუხობს, რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

    • უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს და ახსენებს რუსეთს “კრეისერ მოსკვას” ინციდენტს: კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად”.

    “უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად.

    გარდა ამისა, 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია. მეზღვაურებისთვის შესაბამისი სანავიგაციო ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია : ”20 ივლისის 00:00 საათიდან, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად”.

  • ვაშაძე ენმ-სთან ხედავს თავის თავს, დროა – არა, ჩვენი საარჩევნო განაცხადი გვექნება – ხოშტარია

    ”სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.

    ცალკე მინდა ვთქვა, რომ Zurab Girchi Japaridze Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე სთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

    ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, ‘დროა’ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიირგისაც და ნქციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

    ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს”.

    აცხადებს, ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია. დღეს, 20:00 ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი სამომავლო გეგმებზე ბრიფინგის გამართავენ.

  • ის ამტკიცებს, რომ უკრაინამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, ეს „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელებაა – სააკაშვილი ღარიბაშვილზე

    ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. საქართველოში ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე ჩამოვედი – ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, ეს „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელებაა ,- წერს ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი

    „რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი:

    1. ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება;
    2. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ: სააკაშვილის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, „მეორე ფრონტი“ გაიხსნებოდა. ეს იაფფასიანი ტყუილია. დაასახელოს ოფიციალური პირის ერთი გვარი მაინც, რომელიც ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, ასეთი არ არსებობს;
    3. ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა;
    4. უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის რეფერენდუმისა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე. პრემიერმა ისიც არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მათ ჩემს პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი, არ ირტყმევა.

    ის, რომ საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან უტყუარად მტკიცდება მათი გართულებით გენერალ ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით. გია არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი და ძალიან ბევრ ოპერაციას ხელმძღვანელობს რუსების წინააღმდეგ და რამდენადაც ვიცი, უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს, რა თქმა უნდა, ის რუსებს და „ქოცრუსებს“ ნერვებს უშლის“, – წერს ამის შესახებ, სააკაშვილი.

  • მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა, ამდენს „ხალხის ძალაც“ კი არ ვამბობდით – მაჭარაშვილი

    “მას შემდეგ, რაც ჯერ საქართველოში ჩუმად შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და “ვივამედიდან” იმდენი სისულელე ჩაიდინა, იმდენი ანტიქართული განცხადებები აკეთა – ხან ქართველობაზე თქვა უნარი, ხან უცხოელებს დააბრალა: – რაღაცებს ვიტყვი, თუ აქედან არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, სიმართლე თქვას. ჩვენ “ხალხის ძალა” ამდენსაც არ ვამბობდით. თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება მოეფიქრებინა, ეს ჩვენც არ გვეგონა. იმდენს არც ვამბობდით, რაც FARA-ს კონტრაქტშია ჩამოთვლილი. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, “გლობალური ომის პარტია” არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ, მაგრამ ის, რომ ამის გარდა, იმაშიც გადაიხდიდნენ, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი უნდა დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ და მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ… თურმე ამ ყველაფერში მილიონები ყოფილა გადახდილი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯოზეფ ბაიდენი, ევროპელი ლიდერები იმით უნდა დაკავებულიყვნენ, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას აქ ვინმე აწამებდა.თუ ვინმე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აწამებს, არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც “წყალ-წყალა” სუპი შეაქვთ”,

    ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

  • არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩავიდა – მორგოშია სანქციებზე

    “არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩავიდა” – ასე ეხმაურება, ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია, ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფის მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც ისინი Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხოვენ.

    ”ევროპაში ხშირად დავდივარ და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს დროებითი იქნება. საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩავიდა. ამიტომ, მეც მოვიფიქრებ რამეს […] როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელი იყო და არის. არ ვიცი, კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება იქნება, მაგრამ ბიზნესის მიმართულებით მე არაფერი პრობლემა არ და ვერ მექნება. ამაზე ვიზრუნე და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის. თუ მოგზაურობაზეა საუბარი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კარგი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ. რა პრობლემაა”.-ამბობს მორგოშია.

  • უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა – პაპუაშვილი

    “სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი. ჩვენ დიდი ხანია ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ გარემოებას და იცით რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს ფაქტობრივად უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ ერთი წამყვანი პირია, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველო ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი…

    სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს.

    უკრაინის ხელისუფლებას აქვს იმის უპირატესობა, რომ მორალური პედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირის თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც სამი ომი გამოიარა”.

    ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

  • ლელო ალტერნატიულ ცენტრს შექმნის – ენმ-ს გარშემო გადაჯგუფება წაგების ფორმულაა – კუპრაძე

    “ლელო ალტერნატიულ ცენტრს აუცილებლად შექმნის, ეს გარდაუვალი იქნება. ეს ალტერნატიული ცენტრი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის პროცესში მთავარ, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. რა თქმა უნდა, ამ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრში არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა არ განიხილება, რადგან ეს ორი პარტია თავად არის პოლუსის ნაწილი […] გიორგი ვაშაძესა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ ტიპის გაერთიანება ლელოსთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობის გარშემო სრული გადაჯგუფება არის წაგების ფორმულა, რაც არაერთ არჩევნებზე ჩვენ გვინახავს”.

    პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

  • ვერ ვიხილეთ ბოდიშის, წუხილის გამომხატველი სიტყვები – ბრეგაძე პოლონეთის საგარეოზე

    “სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით უფრო მეტს და, რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამოხატვის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, და აქ საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გადატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი.[…] ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მივეცით ექიმებს საკუთარი პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, რა თქმა უნდა დავფიქრდებით შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე”.

    ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.