Category: სლაიდერი

  • უკრაინა უკვე აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომელიც პორტებს რუსეთისგან დაიცავს – დანილოვი

    “რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება”,

    აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი  ოლექსი დანილოვი.

  • კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა – კალაძე სააკაშვილზე

    დღეს ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ “კვდებოდა” სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ. ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, დაამხონ ხელისუფლება.

    ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

  • “ორი ლუზერის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება”- კალაძე ენმ-ის და ვაშაძის გაერთიანებაზე

    “ზოგადად ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ოპოზიციის მხარესაა, ესაა ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, რომ დაინახონ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები ან ანალიზს არ აკეთებენ. არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი ვერ შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე”

    თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ისა და სტრატეგია აღმაშენებლის მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ეხმაურება.

  • ორი პარტიის ურთიერთსასარგებლო ნაბიჯია, არაფერი საერთო არ აქვს ხელისუფლების დამარცხებასთან – ზაქარეიშვილი

    „პრაქტიკულად, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა ინტელექტუალური ძალა გავიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერჩა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია და ავტორიტეტი, სხვა არაფერი. აშკარად ჩანს, რომ ხაბეიშვილმა მოახდინა დისკრედიტაცია. ლაპარაკი არ შეუძლია, ვერ გაიგებ, რა უნდა. მხოლოდ გაიძახის ერთი და იგივე სიტყვებს – „რუსული ოცნება“, „რუსული ოცნება“. გავიგეთ „რუსული ოცნება“, მაგრამ თვითონ ვინ არიან, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის, არ ჩანს. რას სთავაზობენ საზოგადოებას, როგორ სთავაზობენ სიღარიბის დაძლევას, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, არაფერზე არ ლაპარაკობს ხაბეიშვილი. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვაშაძე გამოირჩევა თავისი გამართული, ლოგიკური, დამაჯერებელი რიტორიკით და შესაბამისად, სერიოზული ინტელექტუალური შენაძენია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რა თქმა უნდა, ცალსახად და მკაფიოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამით მიემატა უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომელიც ილაპარაკებს უფრო ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ეს, რა თქმა უნდა, გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე შეეძინა დადებითი ვაშაძეს. ვაშაძე მარტო თავისი პარტიით ვერ გადალახავდა 5%-ს, ვერც იმ გაერთიანებით, რაც იყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ერთად, ამიტომ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მისი რამდენიმე თანაგუნდელი ალბათ, მოხვდება წამყვან სიაში და პარლამენტში. ამიტომ ეს არის ორი პარტიის ურთიერთსასარგებლო ნაბიჯი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს გამარჯვებასთან და „ქართული ოცნების“ დამარცხებასთან. ეს არის შიგნით „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება ისე, რომ თან გაძლიერდა ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა ნამდვილად. მე ამაში დარწმუნებული ვარ,“

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ორი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება შეაფასა.

  • რუსულმა მხარემ უკრაინაში 240 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 680 ჯარისკაცი, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა 4 ტანკი გაანადგურეს.

    უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 240 690-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს.

    უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 133 ტანკს, 8 080 ჯავშანტექნიკას, 4 610 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 7 145 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 933 უპილოტო საფრენ აპარატს, 686 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 298 ფრთოსან რაკეტას.

  • უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას – ჯონ კირბი

    “უკრაინელებისგან პირველადი გამოხმაურება მივიღეთ და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას”,

    აცხადებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი.

  • “უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად” ზელენსკი

    “ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივიღოთ დამატებითი საჰაერო სისტემები, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჩვენს ოდესაში, სხვა ქალაქებში და მთლიანად  ჩვენს ქვეყანაში.[…]უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად”

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • აშშ–მ სანქციები დაუწესა ყირგიზეთს რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების გამო

    შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოთხ ყირგიზულ კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, მონაწილეობდნენ რუსეთის მცდელობებში, გვერდი აევლო უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისთვის. მანამდე ყირგიზეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა სანქცირებული საქონლის რუსეთში რეექსპორტის თავიდან ასაცილებლად.

    „უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკაში მდებარე საწარმოები ხშირად ახორციელებენ კონტროლირებადი ელექტრონული კომპონენტების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. ზოგიერთი მიწოდება  მოიცავდა ორმაგი დანიშნულების მგრძნობიარე ნივთებს რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის“, – აცხადებენ აშშ-ს ხაზინაში.

    აშშ–ს ამ განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების  ოფიციალურად გამოცხადებამდე წერდა ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიშკეკში  ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მიერ რამდენიმე თვის “უნაყოფო ვიზიტების” შემდეგ.

    ვრცლად ვაშინგტონ პოსტის მასალა ნახეთ აქ

    აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების გამო- Washington Post

  • ენმ-ი სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

    ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

    “დღეიდან, ხალხის დაკვეთით, სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების”, – თქვა ხაბეიშვილმა.

    სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.

    “დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა”, – თქვა ვაშაძემ.

  • არ ვაპირებთ ენმ-თან ერთად საერთო საარჩევნო სუბიექტი ვიყოთ – ცოტნე კობერიძე

    “ჩვენ არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრობასთან ერთად საერთო საარჩევნო სუბიექტი ვიყოთ, თუ იქნება საუბარი რაიმე მესამე ძალაზე, მესამე ცენტრზე, რომელიც მოახერხებს ამ ორი დიდი სუბიექტის დაბალანსებას, ამასთან მიმართებაში მიმღებლობა გაგვაჩნია. ჩვენი მოტივაციაა, რომ არც ერთი პროდასავლური ხმა არ დაიკარგოს. მე მჯერა, რომ გირჩს დამოუკიდებლადაც აქვს პოტენციალი იბრძოლოს 5%-იანი ბარიერის გადასალახად, მაგრამ რისკიც ძაან დიდია, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ გვექნება საუბარი “ლელოსთან” და სხვა პროდასავლურ პარტიებთან”

    აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე “სტრატეგია აღმაშენებლის,” დროასა” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” გაერთიანების შესახებ