Category: სლაიდერი

  • 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით – გახარია

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება პარტიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი”. – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პუტინი თავს ესხმის არამხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესრიგს – ბერბოკი

    რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ხაზს უსვამს, რომ ის თავს ესხმის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესრიგს. ის არ წყვეტს მარცვლეულის და სამოქალაქო გემების იარაღად გამოყენებას. მთელმა მსოფლიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მიუღებელია, ამიტომ ხორციელდება ძლიერი ზეწოლა. გაეროს გენერალურმა მდივანმა გარკვევით თქვა: ვერ დაგვაშანტაჟებენ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხორბალი საწყობებში არ გაფუჭდეს.

    განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

  • “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“–გახარიას პარტია

    “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“– ეს განცხადება პარტია “საქართველოსთვის” სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვისთან აპირებს გაერთიანებას გახარიას გუნდი, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანების შესახებ გამოცხადდა, ოპოზიციაში კი მოსალოდნელ გაერთიანებებზე დაიწყო საუბარი.

  • მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ენმ-ზე და “სტრატეგია აღმაშენებელზე”

    როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე – მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება.

    განაცხადა სპორტისა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

  • მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას საინტერესო ლიდერებით – სააკაშვილი

    “მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული

    მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც.

    თან არ დაგვავიწყდეს, რომ ,,ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა ქვეყნის მომავლისთვის.

    განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი.

    შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე.

    მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება.

    რა თქმა უნდა, ამ წლებში ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებას ეხმაურება.

  • დღევანდელი პოლონეთის დასავლეთი, სტალინის საჩუქარია, დაავიწყდათ ეს ვარშავაში ჩვენს მეგობრებს? შევახსენებთ – პუტინი

    მსურს შეგახსენოთ, ასეთი აგრესიული პოლიტიკა პოლონეთისთვის როგორ დასრულდა. დასრულდა 1939 წლის ეროვნული ტრაგედიით, როცა პოლონეთი დასავლელმა მოკავშირეებმა მიაგდეს გერმანული საომარი მანქანის მიერ “შესაჭმელად” და ფაქტობრივად დათმო თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის წყალობით აღდგა. და სწორედ საბჭოთა კავშირის წყალობით, სტალინის პოზიციის წყალობით, პოლონეთმა დასავლეთით მნიშვნელოვანი მიწები მიიღო, გერმანიის მიწები. ეს სწორედ ასეა, დღევანდელი პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიები არის სტალინის საჩუქარი პოლონელებისთვის. ჩვენს მეგობრებს ვარშავაში ეს დაავიწყდათ? შევახსენებთ.

    ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე

  • რუსეთში ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი დააკავეს

    რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად სამხედრო კომენტატორი იგორ სტრელკოვი (გირკინი) დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციასგამოცემა RBC.RU უსაფრთხოების სამსახურის ორ თანამშრომელზე და გირკინის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც ცნობილია,  გირკინი საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავება კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნით მოხდა.

    მოგვიანებით გირკინის Telegram არხზე მისი ცოლის წერილიც გამოჩნდა, რომელმაც დაკავება დაადასტურა.  როგორც ის წერს, მომხდარის დროს ის სახლში არ იმყოფებდა.

    “მეგობრებისგან მოვახერხე გამეგო, რომ ჩემი ქმარი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი),” – წერს გირკინის ცოლი.

    გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის უკანასკნელი წარუმატებლობის გამო, მან აქტიურად დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკა.

  • არის ნიშნები, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს – CNN

    სავარაუდოდ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს.ამის შესახებ CNN–ს საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკაში ემანუელ ბონმა განუცხადა.

    ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია სამხედრო ტექნიკაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში იყენებს.

    “დიახ, არის ნიშნები იმისა, რომ ისინი (ჩინეთი) აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვამჯობინებდით, რომ არ გაეკეთებინათ. რამდენადაც ვიცით, ჩინეთი აწვდის მნიშვნელოვან სამხედრო სიმძლავრეებს რუსეთს”, – უპასუხა მრჩეველმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მტკიცებულებები ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის შესახებ.

    ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ ბონი გულისხმობდა ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიას და არალეტალურ დახმარებას , როგორიცაა ჩაფხუტები და ჯავშანი.

    “ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ჩინეთმა თავი შეიკავოს ამისგან. მათ გაიგონ, რომ უკრაინის ომი არის კონფლიქტი გლობალური მასშტაბით და რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევთავაზოთ ქვეყანას წაგება არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ ძალიან ოპერატიული მიზეზების გამო. ეს ეხება არა მხოლოდ სუვერენიტეტს, არამედ სტაბილურობას მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ბონმა.

  • გახარიას აქვს რესურსი, შექმნას მნიშვნელოვანი პროცესი – ეკა ბესელია

    გახარიას აქვს რესურსი, შექმნას მნიშვნელოვანი პროცესი – ეკა ბესელია

    “გიორგი გახარიას უდაოდ აქვს ის რესურსი, რომ მისი გამოცდილებით, თუ თავისის შესაძლებლობებით შექმნას ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მასთან ერთად და უფრო ფართოდ დავინახავდი ამ კონფიგურაციას. მათ შორის [ყოფილი მინისტრები შეიძლება ვნახოთ] რატომაც არა. ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო მთავრობაში, რომლის რესურსი გამოსაყენებელია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ჩვენ ევროპული ოჯახი ძალიან გვჭირდება”,

    “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს მმართველი პარტიის ყოფილი წევრების, მათ შორის გიორგი გახარიასთან გაერთიანებას.

  • ორი პარტიის გაერთიანება ჰგავს „ძალა ერთობაშია 2“-ს, რომელიც შეგვიძლია ვიკამათოთ, რამდენად წარმატებული იყო – ხვიჩია

    “დავიწყებ იმით, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს “ძალა ერთობაშია 2”- ს. “ძალა ერთობაშია” რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. თუ თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა წარმატება იყო, წარმატებული იყო, თუ “ქართული ოცნების” შეცვლა იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, “ძალა ერთობაშიასგან” განსხვავებით აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას,”

    ამის შესახებ, ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნან.