Category: სლაიდერი

  • მიუღებელია, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ყალბ რუსულ ნარატივს ნერგავენ – მდინარაძე

    “თქვენი რუსული რიტორიკა არის ცუდი. რუსული რაღაც რომ მოხდეს, რადგან ის არის ოკუპანტი, მიუღებელია – ასე უნდა გიპასუხოთ? ჩემთვის მიუღებელია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ყალბ რუსულ ნარატივს ნერგავენ. მიუღებელია თქვენი რუსული პროპაგანდის ელემენტები, ყველა სიტყვაში ამბობთ სიტყვა რუსულ იმხელა დავალება გაქვთ…

    არც ექსპანსია, არც ოკუპაცია, არც ამ ქვეყნის მტრობა არათუ მიუღებელია, არამედ არის ამაზრზენი, მათ შორის თქვენი რუსული პროპაგანდა”,

    ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ “მთავარი არხის” შეკითხვას საქართველოში რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე.

  • რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს – ილვესი ღარიბაშვილს

    “რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.

    სამწუხაროა. საკუთარი თავის შეურაცხყოფაა”.

    ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი, Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის პოსტს, რომელმაც ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.

  • რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა – განათლების სამინისტრო

    “როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

  • ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

    ”გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    საქმეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი განიხილავდა.

    დაკავებული სოსო მაისურაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    ცნობისთვის, 17 ივნისს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ – ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში ჰქონდა მიყენებული.

  • მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაცია იყო – უკრაინული მედია

    უკრაინული მედია Українська правда-ს საკუთარ  წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. წყაროს თქმით, მოსკოვს ყველა გაშვებულმა დრონმა მიაღწია.

    • “მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაცია გვაძლევს კარგ რეზულტატებს, გაგრძელება იქნება”. – თქვა მედის წყარომ, რომელიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობს.
  • არ მახსოვს, ამერიკულ და ევროპულ ინსტიტუტებზე კითხვა დაგესვათ – ნინო წილოსანი

    “ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადაიანის მოსაზრება. თუ აღბიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი.

    თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ.

    […] არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში”.

    ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

  • რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ, ყველა არჩევნებზე გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ – წილოსანი

    “არაერთგზის დადასტურდა, რომ ყოფილი “ნაციონალები” არ არსებობენ, შესაბამისად, გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან თავიანთ დედა პარტიას – “ნაციონალურ მოძრაობას”, არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს თვითონ პროცესს. შინაარსი არ იცვლება, “ფარას” დოკუმენტებმაც დაადასტურა, თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვისაც გაერთიანებულ თუ არაგაერთიანებულ ფორმატში იქნებიან ყველაზე რადიკალები და ეცდებიან დისკრედიტაცია გაუკეთონ ქვეყნის ინტერესებს.

    არაერთ მსგავს გაერთიანებას გავიხსენებ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ, ვერავინ მოთვლის, ყველა არჩევნებზე დიდწილად ერთიანდებოდნენ და ამ ფორმატით გამოდიოდნენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, თუმცა 3 მოწვევის საპარლამენტო და არაერთი შუალედური თუ თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებული არის “ქართული ოცნება”. შესაბამისად, ეს გაერთიანება მათ არაფერს აძლევთ, მით უფრო, როცა გაერთიანება ხდება “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ მობრუნდეს, არ დააბრუნებენ არანაირი ფორმატით, შეუერთდება თუ არა მას ვაშაძე.

    ჩვენი წინასაარჩევნო და პოლიტიკური აქცენტია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ქვეყნის ინტერესებზე. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს მიმართ ინტერესმა, რომ ჩართული იყოს საომარ პროცესებში და “ქართული ოცნების” ძალიან სწორმა პასუხმა ვფიქრობთ, გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, არა მხოლოდ ჩვენი დაკვეთილი, ოპოზიციური პარტიების და არხების კვლევებიც. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და გათვლა, რომ უმრავლესობით მოვა “ქართული ოცნება” და გათვლა გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ათვითცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა მოვიდეს 2024 წელსაც,”

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

  • ცუდად გვიცნობთ, თქვენ ვერ გაგვტეხთ, უფრო გაგვაბრაზებთ! – ოდესის მერი რუსებს

    ”რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერორს. რუსი ბარბაროსები მიზანმიმართულად ანადგურებენ კულტურას, მეცნიერებას და რელიგიას. უკრაინა აუცილებლად აღადგენს ყველაფერს, რასაც რუსული სამყაროს სისხლიანი ხელი მისწვდა.

    რამდენიმე სიტყვა რუსულად, სპეციალურად რუსებისთვის. რომ იცოდეთ, როგორ სძულხართ ოდესას. თქვენ ებრძვით პატარა ბავშვებს. მართლმადიდებლურ ეკლესიებს.  თქვენი რაკეტები სასაფლაოებსაც ანადგურებს. ოდესელებს თქვენ ძალიან ცუდად გვიცნობთ. თქვენ ვერ გაგვტეხთ, მხოლოდ უფრო გაგვაბრაზებთ. ჩვენი დამცველების სიძლიერე გამრავლებული უბრალო ხალხის ტკივილსა და ბრაზზე თქვენი სასჯელი გახდება”.

    ასე ეხმაურება ოდესის მერი , გენადი ტრუხანოვი, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმას.

  • რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინამ ყირიმს 17 დრონით შეუტია და ყველა მათგანი ჩამოაგდეს

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს,  უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე 17 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა “ტერორისტული შეტევა.” უწყება აცხადებს, ყველა დრონი ჩამოაგდეს.

    “14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან გამოყვანილ იქნა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, მათგან 11 შავი ზღვის აკვატორიაში ჩამოვარდა, სამი კი ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, “აღკვეთილ ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია”.

  • გასული კვირას უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე 12 კმ-ზე მეტი გაათავისუფლა – მალიარი

    “გასული კვირას უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე 12 კმ-ზე მეტი გაათავისუფლა” – ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით 4 კილომეტრით დაწინაურდნენ.

    “უკრაინის ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე შეტევის დროს გაათავისუფლეს 192 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია. […] უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით” – ნათქვამია ანა მალიარის განცხადებაში.