Category: სლაიდერი

  • სუს-მა დაგვიდასტურა, რომ გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელია – მშვილდაძე თავდასხმაზე

    ჩემ საქმეზე დაგააფდეითებთ – პიროვნება რომელიც დვაინდენტიფიცირეთ როგორც სუსის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე, სუსმა დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად მისი თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა – სპეციალური მეთვალყურეობის რაღაცა დეპარტამენტისბდაზვერვების განყოფილების მზვერავი (ფარული) – ასე ეწერა იქაც ფრჩხილებში – ჰოდა ეს გიორგი მუმლაძე თავის ჩვენებაში ყვება, რომ საიდუმლო დავალებაზე იყვნენ იმ დროს იქ სრულიად შემთხვევით და უთვალთვალებდნენ ვიღაც საერთოდ სხვას და მე თუ თავს დამესხნენ არც გაუგიათ – რაც ამ ნაწილში რომ ტყუილია, კადრებშიც ნანახი გაქვთ და საგამოძიებო ექსპერიმენტითაც დადასტურდება, რომ ტყუილია და მთლიანად ტყუილია, თავიდან ბოლომდე ამ კაცის ჩვენება – ყვება იმას, ყველა მეგობარმა, ვინც ამ დღეებში ან შეხვედრისას ან მეისჯით ვერსია გამოთქვით, რო ეხა ეგენი იმას იტყვიანო რო სხვა ოპერაციაზე იყვნენო – და მეც რომ გეუბნებოდით, რომ მეც ეგ ვერსია მაქვს აბა სხვა რა უნდა თქვან-თქო – ზუუუსტად ის თქვეს.

    ამავდროულად, ჯერ კიდევ არ დაიდენტიფიცირებულა ორი ოპერატიული ბეემვე, რომლებიც კადრებში ჯერ ჩასაფრებულები არიან და ჩემი გამოჩენისთანავე ამოძრავდებიან და წრეებს ურტყამენ კვარტალს, საიდანაც ჩამოსხამენ ჯიპისის კუთხეში ჩემზე ოთხ თავდამსხმელს, იდენტიფიცირებისთვის კი 112 კამერის ჩანაწერებია ამოსაღები ბევრპიქსელიანია და ყველაფერი გამოჩნდება მანდ, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე არ ამოღებულა, ასეთი ინერცია გამოძიების მხრიდან მაშფოთებს მაგრამ ამ პარასკევს კვლავ მივალ გამომძიებელთან და იმედი მაქვს ამოღებული დამხვდება და გავეცნობი.
    More to come
    მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი”

    აცხადებს “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე.

  • უკრაინელები დონეცკის ოლქში 750 მეტრით დაწინაურდნენ

    უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების წარმომადგენლის, ვალერი შერშენის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ სტარომაიორსკში 750 მეტრით დაწინაურება შეძლეს.

    “შეტევითი მოქმედებების შედეგად უკრაინულ ჯარებს ნაკლები დანაკარგი აქვთ პერსონალსა და სამხედრო აღჭურვილობაში, საოკუპაციო არმიას კი მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები,” – ამბობს შერშენი.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებაზე ვითარება არ შეცვლილა. უკრაინელი დამცველები მიღწეულ პოზიციებზე დგანან და მტრის სამიზნეებს ურტყამენ.

  • მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე – ოქრიაშვილი

    მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე – ოქრიაშვილი

    “ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე  რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა.
    მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!  ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“ მარგველაშვილს, – თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.
    გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, – ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუ არ ვიმსახურებთ და თუ არ ვართ  მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე !”

    აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით.

  • სააკაშვილს ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან, ღიაა პროცესი მისი კვების, მშობელთა კრების – ოდიშარია

    “სააკაშვილი არის ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, რომელიც საქართველოშია, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან, ის როგორ ექცევა კი ხედავთ. და დანარჩენი რას აკვირდებიან ვერ გავიგე, კი ბატონო დაკვირვებას ახლა ვინ დაუშლის, ღია არის პრაქტიკულად პროცესი მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის”.

    თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

  • აჯანყებაზე, პუტინმა წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო – Washington Post

    რუსეთში მომხდარ აჯანყებაზე, პუტინმა წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Washington Post-ი სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ არეულობის დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი  ფაქტობრივად “პარალიზებული” იყო და ვერ შეძლო გადამწყვეტი მოქმედებების მიღება. გამოცემა სტატიას უკრაინელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გამოცემასთან საუბარში, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ  არეულობის დღის უმეტეს ნაწილში კრემლიდან ბრძანებები არ გაცემულა.

    ამასთანავე გამოცემის ცნობით, უშიშროების სამსახურებმა პუტინი რამდენიმე  დღით ადრე გააფრთხილეს, რომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი შესაძლო აჯანყებას აპირებდა. გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლშიც, სადაც გაიზარდა საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი და გაიგზავნა მეტი იარაღი, თუმცა აჯანყების დღეს არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.

    • “ვლადიმერ პუტინს ჰქონდა დრო, მიეღო გადაწყვეტილება აჯანყებულების ლიკვიდაციისა და ორგანიზატორების დაპატიმრების შესახებ. როცა აჯანყება დაიწყო მოხდა პარალიზება ყველა დონეზე…იყო შეშფოთება და დაბნეულობა. დიდი ხნის განმავლობაში, მათ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ”, – უთხრა გამოცემას ევროპიდან უშიშროების წარმომადგენელმა.

    ამავე წყაროს განცხადებით, მკაფიო ბრძანებების გარეშე, ადგილობრივმა სამხედროებმა და უშიშროების ხელმძღვანელებმა დამოუკიდებლად  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეეჩერებინათ ვაგნერელები.

    • “ადგილობრივი ხელისუფლება არ იღებდა ბრძანებებს ხელმძღვანელობისგან. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი რუსეთის შიგნით არსებული არაჯანსაღი მდგომარეობისა. ავტორიტარული სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, რომ ხელმძღვანელობის მკაფიო ბრძანების გარეშე ხალხი არაფერს აკეთებს. როდესაც ხელმძღვანელობაში არეულობაა, იგივე სიტუაციაა ადგილობრივ დონეზე და კიდევ უფრო უარესი”, – ამბობს გამოცემასთან უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი.
  • ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოდანაა

    ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვლევის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ.

    საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა, ნიგერია, ბოტსვანა, უკრაინა, ეგვიპტე, ბანგლადეში და ა.შ.

    16 ივლისის სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში იმყოფება საქართველოს 3473 მოქალაქე. შემდეგ მოდიან ნიგერია – 2872, ალჟირი – 2612, სომალი – 2150, ზიმბაბვე – 1963 და ა.შ.

  • კაცი პატიმარია, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არაა – კობახიძე სააკაშვილზე

    “თქვენ ნახეთ იმავე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და, საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს, როდესაც დამატებითი მინიშნებები კეთდება, უბრალოდ, არასწორია, არაეთიკურიცაა. ეს შემიძლია გითხრათ. კაცი პატიმარია, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არაა. კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს, უბრალოდ, არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან”

    აცხადებს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • რუსეთზე ზეწოლა გზაა ომის დასასრულებლად, ამას ველით ყველა პარტნიორისგან – ჰერჩინსკი

    ევროკავშირმა კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ შეგვეზღუდა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება, მასზე ზეწოლის მოხდენა. გვინდა, რუსეთმა გადაიხადოს ფასი აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღე ვხედავ, რა დანაშაულებს და უბედურებას სჩადიან და ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომ, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ, როგორც შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება არის ერთადერთი გზა, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ამას ველით ყველა პარტნიორისგან, განსაკუთრებით იმ პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა.

    განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

  • სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია – მილერი

    “სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის პასუხად განაცხადა.

    • კითხვა: კიდევ ერთი საქართველოს შესახებ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. აშშ-ის ყოფილი ელჩების ჯგუფმა, ხუთმა ელჩმა საქართველოში, გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა დაუშვას. მხარს უჭერთ ამ მოწოდებებს?

     

    • მეთიუ მილერი: ვიტყვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონ სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა. როგორც საჯაროდ და პირადად არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რომ დაცული იყოს მისი უფლებები. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე დაკვირვებას.
  • როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

    როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

    26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურამ 27 ივლისს შესაძლოა,  +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

    აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

    თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი იქნება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.