Category: სლაიდერი

  • საქართველოს გაუმართლა, ისტორიის ამ ეტაპზე ”ოცნება” რომ არის ხელისუფლებაში – პაპუაშვილი

    ბოლო ერთმა წელმა, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, თუმცა ალბათ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კრისტალიზირდა და ფაქტობრივად, ვნახეთ, ერთ მხარეს როგორ შეიკრიბნენ ის პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი პრინციპი. ეს პრინციპია, რომ მათთვის ამოსავალი არის არა საქართელოს ეროვნული ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესები და ლიდერების მოწოდებები.

    ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღეს უყურებენ არა ქართველ ხალხს, ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს და მოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების ინტერესებით.

    ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს, იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ ქართულ ოცნებასა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო საერთოდ არ არის არანაირი ღირებულება. სულ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში, აჩვენეს ეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, თავიდანვე აჩვენეს. გახსოვთ, რას მოითხოვა ოპოზიცია. მოითხოვდა, საქართველოს სამხედროები გაგვეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, შემდეგ უარყოფდა, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა,  ეს ყველა ნაბიჯი იყო ნაბიჯი ომში ჩართვისკენ.

    ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ქართულმა ოცნებამ არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი.

    ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს

    უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება, რათა მტრის ლოგისტიკა გაანადგურონ. [ყირიმის ხიდზე თავდასხმები] შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ რუსების ბრძოლის შესაძლებლობებს და უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს…

    ნორმალურია ტაქტიკაა – გაანადგურო მტრის ლოგისტიკუტი ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების და ა.შ. მიღება. ამიტომ ჩვენ მათ [რუსების] წინააღმდეგ ამ ტაქტიკას გამოვიყენებთ”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • როცა უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო – კობახიძე მარგველაშვილზე

    „მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა. აქედან კარგად ჩანს მისი სახე. არ შეიძლება ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იყვნენ. ის ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია თქვენი ინტერესია, მოგიწოდებთ ჩახუროთ – კობახიძე რუსულ უნივერსიტეტზე

    “ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია მითუმეტეს, რომ საფუძველი არ აქვს ასეთ თემებს, არის უბრალოდ არასწორი, მე თქვენ მინდა ეს გითხრათ, ამიტომ მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ეს არ არის ჩემი ინტერესი”,

    აცხადებსც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსული უნივერსიტეტზე.

  • სასაცილო გახდა ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება – პაპუაშვილი

    “ამაზე გაკეთდა გუშინ განმარტება, მათ შორის განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ ეს არის დეზინფორმაცია და კიდევ ერთხელ არის თემა იმისთვის, რომ სიტყვა რუსული, რაც შეიძლება ბევრჯერ ჟღერდეს ქართულ მედიასივრცეში. თუ მაინც და მაინც იმაზეა საუბარი, რომ რუსული რუსული იყოს, კი ბატონო, შეგვიძლია ბევრჯერ გავიმეოროთ რუსული, რუსული, მაგრამ ეს ხომ ჩანს უკვე, საერთო ჯამში, სასაცილო გახდა უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება”.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

  • “თავს იქ ვხედავ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი” – მარგველაშვილი

    “მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არის ჩემი პოლიტიკური ძალა. ჩემი იმ თვალსაზრისით, რომ არ არის ჩემი გემოვნების პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, კოორდინაცია პოლიტიკური ოპოზიციის, მიმაჩნია ადეკვატურად. მე არ ვიცი კონკრეტულად რა თქვა, ამ შემთხვევაში, ხაბეიშვილმა. მე, იცით, რაშია საქმე, ვხედავ ჩემ თავს იქ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი”

    აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

  • პუტინი უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებას ვერ შეძლებს! – კულება

    “პუტინის მცდელობები, რომ კიევსა და ვარშავას შორის ურთიერობა გააფუჭოს, ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში. რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთი და უკრაინა მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ”,

    ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

  • “ისევ იმას ვამტკიცებთ, რომ ამათ [ოცნებას] სტატუსი უნდათ? აქეთ რომ გვითხრან უარი, იმას ჩალიჩობენ და წარმატებითაც” – გვარამია

    “ისევ იმას ვამტკიცებთ, რომ ამათ [ოცნებას] სტატუსი უნდათ? აქეთ რომ გვითხრან უარი, იმას ჩალიჩობენ და წარმატებითაც” – გვარამია

    და ახლა ისევ იმას ვამტკიცებთ, რომ ამათ სტატუსი უნდათ? თუნდაც “რაღაცის სანაცვლოდ”, “ბიძინა ევაჭრება”, “დათქმების გარეშე უნდათ” თუ სხვა ჩვენს მიერვე მოგონილი ვარაუდებით და ფორმულირებებით?

    ყველაფერს იზამენ, რომ შემთხვევით ემანდ მართლა არ მივიღოთ. როგორც აქამდე აკეთებდნენ – როგორც კი შანსი გაჩნდებოდა და გაიჟღერებდა ევროსტრუქტურებში, მაინც მივცეთ მიუხედავად ყველაფრისაო, ყველა ასეთ შემთხვევაში მორიგი ანტიევროპული კატასტროფით კლავდნენ ამგვარ შესაძლებლობებს. ესეც მორიგი საბოტაჟია: პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რუსული კანონი, რუსეთთან ფრენების აღდგენა, ახლა კიდევ ეს. კიდევ იზამენ, უარესსაც.

    უნდა დავიჯეროთ ბოლობოლო, რომ არ უნდათ სტატუსი მიიღოს საქართველომ და სამწუხაროდ მიაღწევენ კიდევაც ამას. იანუკოვიჩივით ღიად უარს არ ამბობენ, უბრალოდ, ახსოვთ ის ამბები როგორ შემოუბრუნდა იანუკოვიჩს. ამიტომ აქეთ რომ გვითხრან უარი, იმას ჩალიჩობენ და წარმატებითაც.

    რა ვიცი, მგონი ზედაპირზეა ეგ ამბავი და ვერ ვხვდები, რა არის ამაში დაუჯერებელი. არ შეიძლება ასე ცუდად იცნობდე მოწინააღმდეგეს, ვერასდროს ვერ დაამარცხებ

    ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და “ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

  • გამარჯვების პლატფორმის პრემიერობის კანდიდატს გამარჯვების შემდეგ დავასახელებთ – ვაშაძე

    გამარჯვების პლატფორმის პრემიერობის კანდიდატს გამარჯვების შემდეგ დავასახელებთ – ვაშაძე

    “აბსოლუტურად მესმის, რომ ამ გამარჯვების პლატფორმიდან ელოდებიან პრემიერობის კანდიდატს და არა მხოლოდ. საკვანძო პოზიციებზე დავასახელებთ ხალხს, როცა გავიმარჯვებთ. რაც იქნება ხალხის დაკვეთა, იმ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, ამიტომ ვერთიანდებით, ხალხის დაკვეთა ხომ ეს არის, ნაბიჯი გადავდგით. რაც შეხება სხვა პარტიებს, რაც მეტი ერთიანობისკენ ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვამბობ მაინც და მაინც ჩვენთან, მით უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებაში ყველანი ერთად ვიქნებით”.

    აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

  • ვაგნერს არ გააჩნია საკმარისი ძალა, რომ პოლონეთს საფრთხე შეუქმნას – უკრაინის დაზვერვა

    ვაგნერს არ გააჩნია საკმარისი ძალა, რომ პოლონეთს საფრთხე შეუქმნას – ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი აცხადებს.

    “ვაგნერელთა ჯგუფს არ გააჩნია საკმარისი ძალა და საშუალება, რომ რეალურად, საფრთხე შეუქმნას პოლონეთს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

    გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლებს “დასავლეთით უნდათ წასვლა”. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.