Category: სლაიდერი

  • სიცრუეა, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები  – პენიტენციური ელისაშვილზე

    სიცრუეა, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები  – პენიტენციური ელისაშვილზე

    “სიცრუეა, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები ” – სპეციალური პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბრალდებულ ალეკო ელისაშვილი მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

    „ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.

    ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.

    2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.

    პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი).

    სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მეტი სიბინძურის ამოყრა  არ იქნებოდა სასურველი – წილოსანი ღარიბაშვილზე

    მეტი სიბინძურის ამოყრა არ იქნებოდა სასურველი – წილოსანი ღარიბაშვილზე

    რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები იქნებიან ნაწყენები და ეს ბუნებრივია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან…

    რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის არ იქნებოდა სასურველი. მათ შორის, სასამართლო პროცესები ალბათ სწორედ ამას უზრუნველყოფს, ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, უამრავი ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება… დეტალები თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა.

  • ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, რეჟიმმა საპროტესტო აქციებზე 2 000 ადამიანი მოკლა – Reuters

    ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, რეჟიმმა საპროტესტო აქციებზე 2 000 ადამიანი მოკლა – Reuters

    ირანის რეჟიმმა, საპროტესტო აქციებზე  დაახლოებით 2 000 დემონსტრანტი მოკლა და დახოცილი ხალხისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების რაოდენობა “ტერორისტებს” დააბრალა.აღნიშნულ ინფორმაციას, Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო და ორი კვირაა გრძელდება.

  • ალეკო ელისაშვილი  პატიმრობაში დატოვეს

    ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვეს

    მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა, დღევანდელ სხდომაზე კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

    მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა. ელისაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ მის გათავისუფლებას თუნდაც გირაოს ან რაიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების სახით.

    საქმეზე მომდევნო პროცესი 9 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

  • ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს და მშრალ შიმშილობას აანონსებს

    ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს და მშრალ შიმშილობას აანონსებს

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა აქტივისტმა ნანა სანდერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ციხეში არასათანადო მოპყრობაზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და ასევე  მშრალი შიმშილობის დაწყებაც დააანონსა, იმ შემთხვევაში, თუ არ გაათავისუფლებენ.

    “შარშან 24 ნოემბერს ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის დასაცავად. ამომრჩევლებს, ემიგრანტებს არ მიეცათ ხმის უფლება, არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც პარლამენტი და ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ჩამოვედი საქართველოში ხმის დასაცავად, 28-ში ვიცავდი საქართველოს ევროპულ მომავალს, ვიდექი ნოემბერ-დეკემბრის სისხლიან აქციებზე. პოლიციელებმა, ფორმიანებმა ჯგუფურად იძალადეს, წელში ჩამარტყეს. ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რასაც ტელევიზორიდან ვისმენ, ზუსტად ეგ სიმპტომები მაქვს. მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, დ ვიტამინის ნაკლებობა მაქვს უკვე 4 თვეა და დ ვიტამინიც არ მიმიღია, რა მკურნალობაზეა საუბარი. უამრავი დაავადება მაქვს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები… თუ არ გამათავისუფლებთ პატიმრობიდან, დღესვე ვიწყებ შიმშილობას, მშრალ შიმშილობას”, – თქვა მან პროცესზე.

    ნანა სანდერს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. თავდაპირველად მას მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდნენ – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 13 ნოემბერს კი მას ბრალი დაუმატეს და ასევე ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას – სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 3-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ – გაზპრომი

    2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ – გაზპრომი

    2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება – 40.4%-ით გაზარდეს. ინფორმაციას, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი ავრცელებს.

    გაზპრომმა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით გაზარდა. კომპანია აღნიშნავს, რომ “განაგრძობს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას”. 2025 წელს გაზპრომმა ისტორიაში პირველად ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას.

    რუსული ენერგოკომპანია გაზპრომი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება – ის სანქცირებულია როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.

  • ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ – გერმანიის კანცლერი

    ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ – გერმანიის კანცლერი

    „თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ.[…] ებისმიერ შემთხვევაში, რეჟიმს არჩევნების გზით ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა“,

    ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.

  • საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – ზურაბივილი

    საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – ზურაბივილი

    საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

  • მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა – იუკნევიჩიანე

    მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა – იუკნევიჩიანე

    „მზია ამაღლობელი, რომელიც ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას!“

    ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.

  • ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს

    ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს

    “ოცნების” ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს.

    პროკურატურა ყოფილ პრემიერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

    “ოცნების” პრემიერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც, მას 5-წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.