Category: სლაიდერი

  • ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება – სუს

    ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ვებ – გვერდზე გაზპრომთან გარიგების დეტალების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო.

    ქართული ოცნება თითქმის 10 წელია გაზპრომთან გარიგების დეტალებს მალავს.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
    სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.

    13 იანვარს რუსულმა სამთავრობო ენერგეტიკულმა კომპანია გაზპრომმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს.

  • იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი – აშშ-ის საელჩო საქართველოში საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

    იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი – აშშ-ის საელჩო საქართველოში საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

    აშშ-ს საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების საკითხზე.

    “პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.
    2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი”- ნათქვამია განცხადებაში.

    ხშირად დასმული შეკითხვები:

    რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?

    საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

    არსებობს თუ არა გამონაკლისები?

    ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

    ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?

    არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

    ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?

    არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია.

  • „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ  – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის და სიკვდილით დასჯის გეგმები არ აქვს.

    „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას… ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, – თქვა არაღჩიმ.

    აბას არაღჩიმ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.

    „როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული ჯგუფები.ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.

    უნდა ავხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით“, – თქვა არაღჩიმ.

  • რიკოთზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარეგანათების კაბელები მოიპარეს – გზებს დეპარტამენტი

    რიკოთზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარეგანათების კაბელები მოიპარეს – გზებს დეპარტამენტი

    გუშინ 13 იანვარს, რიკოთზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს. გზებს დეპარტამენტის ცნობით, ქურდობის შესახებ შსს-ს შეატობინეს.

    “აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

    ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

    გუშინ, 13 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

    მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს”. – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

  • აშშ ახლო აღმოსავლეთის ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს – Reuters

    აშშ ახლო აღმოსავლეთის ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს – Reuters

    აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალის გაყვანას იწყებს. Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, ანონიმურობის პირობის დაცვით.მანამდე, Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის პერსონალის ნაწილს ქვეყნის დატოვება ოთხშაბათს საღამომდე ურჩიეს.

    ალ-უდეიდი აშშ-ის უდიდესი ბაზაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაახლოებით 10 ათასი სამხედროა დისლოცირებული.

    სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე ირაკლის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელებს მიმართა: “ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც”.

  • 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

    18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

    18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

    თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +1, +3 გრადუსი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -7, დღისით +2, +4 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი.

  • ირანის ხელისუფლების მიერ, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, SpaceX-მა Starlink ირანში უფასო გახადა

    ირანის ხელისუფლების მიერ, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, SpaceX-მა Starlink ირანში უფასო გახადა

    ირანის ხელისუფლების მიერ, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, SpaceX-მა Starlink ირანში უფასო გახადა.

    მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ ირანში ინტერნეტი სრულად გათიშა, “სტარლინკი” ირანელებისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან საშუალებად იქცა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.

    მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასშტაბით ათიათასობით Starlink-ის ტერმინალი და ანტენაა განთავსებული, მომხმარებლები სააბონენტო გადასახადის გადახდისას სირთულეებს აწყდებოდნენ. Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.

  • მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით – ფეჰლევი ირანელ ხალხს

    მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით – ფეჰლევი ირანელ ხალხს

    “მსოფლიომ გაიგო თქვენი ხმა და ის ახლა პასუხობს!დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით” – ასე მიმართა, ირანის ყოფილმა შაჰის შვილმა რეზა ფეჰლევმა ირანელ ხალხს.

    „ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა – ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

    ფეჰლევმა, ირანის არმიის წევრებს საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

    „ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე“, – აცხადებს ფეჰლევი.

  • ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

    ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს.

    „როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ – და ახლა თქვენ ჩამოახრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა CBS News-ს.

    14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგეების, სიკვდილით დასჯას გეგმავს.

  • ირანში მომუშავე ექიმის თქმით, საავადმყოფოებში მოთავსებული დემონსტრანტები ჩაცხრილეს

    ირანში მომუშავე ექიმის თქმით, საავადმყოფოებში მოთავსებული დემონსტრანტები ჩაცხრილეს

    სამხრეთ ირანში, უსაფრთხოების ძალები შტურმით შეიჭრნენ საავადმყოფოებში და იქ მოთავსებული დაჭრილი პროტესტანტები ჩაცხრილეს.  ამის შესახებ ინფორმაციას, ირანში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს, რადიო ფარდას უყვება. 

    ექიმის თქმით,უსაფრთხოების ძალებმა „ბოლო მოუღეს“ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამედიცინო დახმარების მისაღებად იყვნენ შეყვანილნი.

    „ბევრი მოკლეს, ბევრი დააკავეს, ბევრი კი გაქცეულია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა ექიმმა მედიას.