Category: სლაიდერი

  • ბირთვული ენერგიიდან გამოსვლა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა იყო  – ფრიდრიხ მერცი

    ბირთვული ენერგიიდან გამოსვლა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა იყო – ფრიდრიხ მერცი

    “ბირთვული ენერგიიდან გამოსვლა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა იყო. თუ ამ ნაბიჯს დგამდი, მინიმუმ სამი წლის წინ გერმანიაში დარჩენილი ბოლო ატომური ელექტროსადგურები მაინც უნდა შეგვენარჩუნებინა ქსელში, რათა ელექტროენერგიის წარმოების იგივე სიმძლავრე გვქონოდა.

    ჩვენ ახლა ვახორციელებთ ყველაზე ძვირადღირებულ ენერგეტიკულ ტრანზიციას მთელ მსოფლიოში. მე არ მეგულება მეორე ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს საქმეს ისე გაურთულებდა და გაუძვირებდა, როგორც ამას გერმანია აკეთებს. ჩვენ დავისახეთ მიზანი, რომელიც ახლა უნდა შევასწოროთ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია ენერგიის წარმოების საკმარისი სიმძლავრე”.

    განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

  • აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს, ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა – ზელენსკი

    აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს, ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა – ზელენსკი

    „ნათელია, რომ აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს. ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა. ორივეს გვაქვს ინტერესი და გვესმის, რომ ხელმოწერის და ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთის მხრიდან მოდის“,

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას სწორედ რუსეთი აჭიანურებს.

  • თოვლი, ქარბუქი ნალექი – სააგენტოს გაფრთხილება

    თოვლი, ქარბუქი ნალექი – სააგენტოს გაფრთხილება

    17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.

    “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

  • რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დავაკავეთ, მათგან 10 არასრულწლოვანია- შსს

    რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დავაკავეთ, მათგან 10 არასრულწლოვანია- შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულთაგან 10 პირი არასრულწლოვანია.

    “სამართალდამცველების მიერ, თვეების განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

    დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.

    მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ეპრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

    მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

    აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის” – თქვა ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

  • შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია – ვოლსკი

    შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია – ვოლსკი

    „გარკვეულწილად სიტყვა „ახალგაზრდებს“ ისე ამბობთ, თითქოს, ის ამართლებდეს იმ ბოროტი გეგმის განხორციელებას, რაც საქართველოს მიმართ გააჩნიათ. საქართველო საკმაოდ სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას. როცა ამ პრობლემების და გამოწვევების რეალიზაციას კონკრეტული ადამიანი ახდენს, ახალგაზრდა იქნება ის შუა ხნის თუ ხანში შესული, რასაკვირველია, სულ სხვა სიტყვით უნდა განვიხილოთ და არა მარტო კოდექსით, რომლითაც ხელმძღვანელობს მოსამართლე ან ბრალმდებელი. თავად გამოდიან და აღიარებენ. აგერ ადვოკატი გამოვიდა და ამბობს, რომ ეს ადამიანები იბრძოდნენ დემოკრატიისათვის, თავისუფლებისათვის და რეალურად, არ უარყოფს იმას, რომ სწორედაც ძალისმიერი მეთოდებით იყო ბრძოლა განვითარებული. აგერ გუშინ თუ დღეს დილასაც მოვუსმინეთ ადვოკატებს, რომლებიც ამბობენ, დიახაც, ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ ეს დანაშაული არ არის, ვინაიდან ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ. ისინი იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ და რომ იბრძვიან ეს არის ფაქტი. მოსამართლისათვის ეს არის ამოსავალი წერტილი დააშავა თუ არა. ადვოკატები ამბობენ, დიახ, დააშავა, მაგრამ დააშავა იმისთვის რათა საქართველომ თავისუფლება მოიპოვოს, რაც აბსურდია. ძალიან ემოციური აზრი გამაჩნია, რაც აბსოლუტურად, შინაარსობრივად არ უკავშირდება იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა საქართველოსთან. მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, მით უმეტეს, თუ ის არც უარყოფს იმას რომ დანაშაული ჩაიდინა და არანაირი განცდა, არანაირი დარდი, წუხილი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით რომ საკუთარ ქვეყანას აზიანებს. თუკი ადამიანებს ასეთი განცდა არ გააჩნია, რასაკვირველია, აქ შეწყალებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუკი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, სწავლებებით, რასაკვირველია, შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამასთან დაკავშირებით წუხილს არ განიხდის, რასაკვირველია, ძალიან ძნელია შეწყალებაზე საუბარი,”

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ნათლსღებას დაგეგმილ შეწყალებასთან დაკავშირებით.

  • ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ –  შსს

    ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ – შსს

    ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი: 2004 წელს დაბადებული დ.თ. და 2004 წელს დაბადებული ნ.ფ. დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1985 წელს დაბადებული დ.ფ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება ბრალდებულ ნ.გ.-ს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე.

    სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს რაც, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ირანში საპროტესტო აქციებისას კანადის მოქალაქე მოკლა – კანადის საგარეო

    ირანში საპროტესტო აქციებისას კანადის მოქალაქე მოკლა – კანადის საგარეო

    ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს კანადის მოქალაქე “ხელისუფლების ხელით” დაიღუპა. ამის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა გაავრცელა.

    “ახლახან შევიტყვე, რომ კანადის მოქალაქე ირანში ირანის ხელისუფლების ხელით დაიღუპა. ჩვენი საკონსულო თანამშრომლები კანადაში დაღუპულის ოჯახთან კონტაქტში არიან” – დაწერა ანანდმა სოციალურ ქსელში.

  • ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება – ტუსკი

    ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება – ტუსკი

    ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

    „ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა. ეს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს დასასრული იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

  • რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ირანი ისრაელს აღიარებს! – რეზა ფეჰლევი

    რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ირანი ისრაელს აღიარებს! – რეზა ფეჰლევი

    ირანის ტახტის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ქვეყანა დაუყოვნებლივ აღიარებს ისრაელს, დაიწყებს აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებას.

    “შტატებთან ურთიერთობები ნორმალიზდება, ხოლო ჩვენი მეგობრობა ამერიკასთან და მის ხალხთან აღდგება.[…]ისრაელის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ვაღიარებთ. ჩვენ ვეცდებით ‘აბრაამის შეთანხმებების’ გაფართოებას ‘კიროსის შეთანხმებებამდე,’ რაც გააერთიანებს თავისუფალ ირანს, ისრაელსა და არაბულ სამყაროს.”-განაცხადა ფეჰლევმა.

  • საქართველო არაა ქვეყანა, სადაც გასაქცევად აქვთ საქმე – ქადაგიშვილი აშშ-ის ვიზებზე

    საქართველო არაა ქვეყანა, სადაც გასაქცევად აქვთ საქმე – ქადაგიშვილი აშშ-ის ვიზებზე

    საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო – მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები. მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.

    რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.