Category: სლაიდერი

  • მდინარაძის თქმით, კობახიძემ “იხუმრა”, როცა თქვა, რომ კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

    მდინარაძის თქმით, კობახიძემ “იხუმრა”, როცა თქვა, რომ კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

    “რასაც მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ზუსტად ანალოგიური როგორც კი თქვა, ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხო ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია და რომ ნახეს რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავს მე იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ნახევარსაათიანი ხუმრობით ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი”

    აცხადებს ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ კარვების კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

  • საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი  2 თვეა რაც  ცოლად მოიყვანა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.

    სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

    შსს-მ გამოძიება  გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, გაანადგურებს სახელმწიფოს – სააკაშვილი

    “სპეციალურად დაგეგმეს “საკონსტიტუციოს” სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები.
    ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც “უცხოელი აგენტების” კანონი. ასევე ელექტრონული ხმის მიცემის ივანიშვილისეული სისტემა ზუსტად იმეორებს პუტინის რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემას – ის, ფაქტობრივად, აუქმებს არჩევნებს, ამიტომაც მომავალი წლის ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოს.”

    აცხადებს ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

  • პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში – კობახიძე კარვების კანონზე

    „გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“,

    ამის შესახებ,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი  კობახიძემ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.

  • ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას! უკანონოა, საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს! – EU-ის წარმომადგენლობა რუსულ ბაზაზე

    “ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ ნათქვამია,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

    “ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.

    რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.

    თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის.

    ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში

  • მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები – სახ.დეპი

    მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები – სახ.დეპი

    “შეერთებული შტატები რჩება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქემ – განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა – შეძლოს თავისი ხმის გამოყენება, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”,

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მიღებულ გამკაცრებულ ცვლილებებს ეხმაურება.

  • საქართველოში ჩემმა ვიზიტმა ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას – ბორელი

    საქართველოში ჩემი ვიზიტი კარგი იყო, ამან ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ათ კანდიდატს უნდა შევხვდეთ და ვესაუბროთ. არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან კანდიდატები, ისინიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის რეცეპტი ევროპული საზოგადოების.

    განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

  • მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება! – პრეზიდენტი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

    ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

    მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით.

  • პუტინთან შეხვედრაზე სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე ვისაუბრეთ – ბჟანია

    „რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩვეულებრივ ხდება აფხაზეთთან დაკავშირებით, ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულება გამოიჩინა ყველა საკითხის მიმართ. მან მხარდაჭერის პირობა დადო თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა.[…] ამ კუთხით, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომელთა ინიცირებასაც რუსეთის ფედერაცია ახდენს, ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ“,

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა „მეგობრულ, სანდო ატმოსფეროში“ გაიმართა.

  • საპატრიარქოს დაფინანსება მარტო 25 მილიონია, დღეს მართლა ძალიან ცოტაა – სოზარ სუბარი

    “მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებას. ოც წელზე მეტია მარტო 25 მილიონია [დაფინანსება] და ამას დაემატა ჩვენს პერიოდში ასევე დაფინანსება, რომელსაც იღებენ სხვა ტრადიციული რელიგიები. თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს მართლა ძალიან ცოტაა, მით უმეტეს, მე უკეთ ვიცი საპატრიარქოში რაში იხარჯება თანხა, მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში. 100% ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებას.

    კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა, ნუ აღარ ვამბობ რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სჭირდება სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას, კომუნალურებს და ხელფასებიც, ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და ამ დროს მინიმალური ანაზღაურება აქვთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება ამ მიმართულებით გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. მართლა, გაორმაგებაც კი არაფერი არ არის, იმდენად ცოტა თანხაა”

    ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.