რა თქმა უნდა, თუ ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, რადგან ჩვენ მიგვაჩინია, რომ ეს არის სწორი კანონი. ის პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც საქართველოს აქვს. თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალურ ჯგუფებში. ეს პროცესი ლუსტრაციაც იყო რადიკალური ჯგუფებისთვის.
Category: სლაიდერი
-
თუ ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს – პაპუაშვილი “კარვების კანონზე”
-
გვაცადეთ! სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება – კობახიძე რუსულ ბაზაზე
“გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი პოლიტიკით“ მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამდე და ათას უბედურამდე. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ. პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. კეთილი ინებონ და გვაცადო.[…] საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია – რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა”.
განაცხადა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
-
“გვაქვს მოლოდინები, რომ EU ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, მათ შორის, ოკუპაციას – ოკუპაციას” – პაპუაშვილი
“ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და, მათ შორის, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, დღემდე ოფიციალურ დოკუმენტებში ევროკავშირის ტერმინი ოკუპაცია არ არის… ტექტონიკური ძვრები, ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომლებიც მიდის რეგიონში და ამ ტექტონიკური ძვრების მონაწილე რამდენიმე არის და ძირითადი მონაწილე არის რუსეთი. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მეტი ყურადღება საქართველოზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა – სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ,”
ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არაა ნახსენები.
-
იმედია პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს – ბოკუჩავა კარვების კანონზე
იმედია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, არა იმისთვის, რომ ეს კანონი შეჩერდეს, იმიტომ, რომ ვეტოს, ბუნებრივია, დაძლევს მაინც ქართული ოცნება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად, საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების და მათ შორის პრეზიდენტის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის, ერთიანია და ყველა თანხმდება, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
-
გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, მიეცით ბიძგი! იყავით მკაფიო რეფორმების პროცესსა და პოლიტიკაში! – ლაიენი EU-ს სტატუსზე
ჩვენ შევაჯამეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ასე, რომ ჩემი მთავარი გზავნილია – გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, მიეცით ბიძგი. იყავით ძალიან მკაფიო რეფორმების პროცესსა და პოლიტიკაში, რომელზეც შევთანხმდით. ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირს უერთდებიან უნდა იყვნენ მზად ამისთვის.
განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ გრანადაში, ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
-
კარვების გაშლა არ იკრძალება – პოლიცია შეაფასებს როდის უნდა გაიშალოს და როდის არა – კობახიძე
“მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ.
ყველა თვალსაზრისით ეს კანონი არის სრულად თავსებადი როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი”,
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
-
საქართველოში მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ჩამოვა
საქართველოში მომავალ კვირაში საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვა.ამის შესახებ ორბანმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
- “მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში,” – განაცხადა ორბანმა.
-
“ფუჭი ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს” – პაპუაშვილი კარვების კანონზე
“რა თქმა უნდა, ფუჭი ვეტო იქნება. პარლამენტი დაძლევს ამას. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და, მათ შორის, პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. და თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან, ვინც არიან რადიკალური ჯგუფის ნაწილი ან წამხალისებლები. ამიტომ, ეს პროცესი, მათ შორისმ ლუსტრაციაც იყო ძალიან კარგი. მარტშიც ვიხილეთ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან, “კაგებეს”
სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკები, რომ მოახდინონ ბრენდირება რაღაც თემის.
სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მაშინ მოუმზადებელი იყო ამ პორპაგანდისთვის. ეხლა უკვე მომზადებულია,”აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
-
ცნობა, რომ რუსეთი აპირებს ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნას, შემაშფოთებელია – ჰერჩინსკი
“ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის მტკიცე და მკაფიო პოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნას, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ეს არის რუსეთის მხრიდან იმ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, რომელიც 2008 წელს იქნა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული და ნათელია, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება ძალიან შემაშფოთებელია“,
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
-
იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან – ხვიჩია
„მე მჯერა ჩემი კოლეგების, რომ საჯაროდ არ გადახტებიან [„ქართულ ოცნებაში“] და იმპიჩმენტი არ შედგება. ეს დისკუსია იმხელა დონეზე აიწია, რომ ჩემი ნებისმიერი კოლეგისთვის უხერხული იქნება იაფად „გაყიდვა“, „ქოცები“ კიდევ ძალიან ძვირს არ გადაიხდიან. საკმაოდ რთული იქნება ამხელა ყურადღების და ბულინგის ფონზე 12 დეპუტატი გადახტეს მათკენ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ, ეს დამოკიდებულია იმაზე, “ქოცები” რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას გუშინ სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან ბევრი ფული გადაიხადონ, შეიძლება ასეც ურჩევნიათ საქმის შენარჩუნება”,
ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.