Category: სლაიდერი

  • “ჰამასი” და რუსეთი ერთი და იგივე ბოროტებაა – ზელენსკი

    “იგივე ბოროტებაა და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთია”,

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ჰამასის” ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.

  • არანაირი საკვები, დენი და საწვავი – ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

    “ბრძანება გავეცი, რომ ღაზას სექტორი სრულ ალყაში მოვაქციოთ. არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველ ადამიანებს და შესაბამისად ვმოქმედებთ”. – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

  • Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

    Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

    Wizz Air-ი ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

    “ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით,” – ამბობენ კომპანიაში.

    ისრაელიდან და ​ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

  • 48 საათში, ისრაელმა ჯამში 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო

    48 საათში, ისრაელმა ჯამში 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო – ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორთან მდებარე ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

    ჰაგარის თქმით, საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15 ევაკუირებულია, ხოლო იმ ქალაქებს, რომლებშიც ღაზის სექტორიდან ტერორისტებმა შეღწევა შეძლეს, ისრაელი ტანკებითა და ავიაციით დაიცავს.

    ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ცნობით, “ასე სწრაფად ამ რაოდენობის რეზერვისტების მობილიზება ამ დრომდე არასდროს მომხდარა” – უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ისრაელმა 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო.

  • ”ჰამასი ამას ვერ გააკეთებდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელსაც ირანისგან წლების მანძილზე იღებდა” – ბლინკენი

    ირანი ჰამასის ისრაელზე თავდასხმაში მის როლს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები მისი მისამართით უსაფუძვლოა. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, პალესტინელებს აქვთ საჭირო პოტენციალი და ნება თავისი ნაციის დასაცავად და საკუთარი უფლებების აღსადგენად თეირანის მხრიდან რაიმე მხარდაჭერის გარეშე.

    გუშინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ჰამასს ისრაელზე შეტევის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა. გამოცემა ჰამასის მაღალჩინოსან წარმომადგენელზე და ირანის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი დაჯგუფების – ჰესბოლას წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ ჰამასს შაბათის მოულოდნელი თავდასხმის მომზადებაში და ამ თავდასხმას მწვანე შუქი აუნთეს წინა კვირას ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე.

    გამოცემის ინფორმაციით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კურპუსის ოფიცრები აგვისტოში მუშაობდნენ ჰამასთან საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო შეჭრის გეგმის შესამუშავებლად.

    ამასთან, ამერიკელი ოფიალური პირები ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით არ გააჩნიათ ჰამასის გეგმასთან თეირანის კავშირის მტკიცებულებები. სიენენთან ინტერვიუში აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა:

    • ”ირანსა და ჰამასს შორის დიდი ხანია ურთიერთობები არსებობს და ჰამასი ამას ვერ გააკეთებდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელსაც ირანისგან წლების მანძილზე იღებდა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ხელმძღვანელობდა ან იდგა ამ კონკრეტული შეტევის უკან. თუმცა, მათ შორის არის ხანგრძლივი კავშირი, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ადმინისტრაცია ბოლო წლებში იღებს ზომებს ირანის წინააღმდეგ და ტერორისტებისთვის მისი მხარდაჭერის წინააღმდეგ. ჩვენ დავასანქცირეთ 400–ზე მეტი ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირი სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჰამასის მაგვარ ძალებს ეხმარებიან”. – განაცხადა ბლინკენმა.
  • აშშ-ის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის მხარდასაჭერად და “ჰამასის” თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები გაგზავნა.

    ასევე, ამერიკა  ისრაელს დაეხმარება დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.

     

  • დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ისრაელის დასახმარებლად – რიში სუნაკი

    “ჰამასი და მისი მხარდამჭერები არიან სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე”,

    აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი.

  • არაბეთის გაერთიანებული საამიროები ჰამასის თავდასხმებს გმობს

    არაბეთის გაერთიანებული საამიროებმა ჰამასის ტერორისტული აქტები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგმო. განცხადება ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

    “სამოქალაქო პირვებს ორივე მხარეს სრულად უნდა იცავდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არ უნდა გახდნენ კონფლიქტის სამიზნეები” – თქვა არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • საქართველოს მოქალაქის დაკარგვაზე ან დაშავებაზე ინფორმაცია არ შემოსულა – საქართველოს ელჩი

    საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა, დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე იქ დაშავებული ან გატაცებული, ყოველ შემთხვევაში, ორი დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.

    დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი, ჩვენი ნაწილია ესეც… პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ახალგაზრდა კაცი, რომელიც შეტაკებების დროს დაიღუპა.

    საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, TV იმედის ეთერში.

  • ისრაელში მუსიკალური ფესტივალის ადგილზე ჰამასის მიერ მოკლული 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს

    ისრაელის სამაშველო სამსახურის Zaka-ს ცნობით, სულ მცირე 260 ცხედარი იპოვეს ისრაელის მუსიკალური ფესტივალის ადგილზე შაბათს ჰამასის თავდასხმის შემდეგ.

    სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ჰამასის შეიარაღებული მებრძოლები  ესროდნენ გაქცეულ ადამიანებს, ზოგი კი  მძევლად აიყვანეს. ფესტივალი ღაზა-ისრაელის საზღვრის მახლობლად სოფლის ტიპის დასახლებაში ტარდებოდა.

    ეს შემზარავი თავდასხმა ერთ–ერთი იყო შაბათს დილით ჰამასის მებრძოლების მიერ განხორციელებულ თავდასხმების სერიას შორის, რომელიც ჰამასის მიერ  ისრაელის ტერიტორიაზე ოდესმე განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე ხანგრძლივი და კოორდინირებული იყო.

    მედიის ინფორმაციით დასავლეთ სანაპიროზე ვითარება დაძაბულია.  შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მეორე დღეა გრძელდება.

    გუშინ დილიდან ისრაელის არმიამ განალაგა დიდი რაოდენობით სამხედრო საგუშაგოები და გაზარდა უსაფრთხოების ზომები, რის შედეგადაც დასავლეთ სანაპიროზე მყოფი პალესტინელები პრაქტიკულად ვერ ახერხებენ გადაადგილებას დასახლებულ პუნქტებს შორის.

    ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ისრაელმა „ქალაქებისა და სოფლების სამხედრო ბლოკადა“ მოახდინა.

    რამალას ცენტრში ყველა მაღაზია დაკეტილია. ამის მიზეზი გაფიცვაა, რომელიც დღეს დილიდან დასავლეთ სანაპიროზე გავრცელდა.

    გაფიცვა სხვადასხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმა დაიწყეს, რათა , მათი “გამოეხატათ „ისრაელის აგრესიის  გამო აღშფოთება “, რომელიც, მათი თქმით, გუშინ დილით დაიწყო და ღაზას სექტორის მაცხოვრებლებისკენ არის მიმართული.

    ხელისუფლებამ ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქ სდეროტის მოსახლეობას ურჩია, არ დაეტოვებინათ სახლები, შესაძლო ტერორისტული მოქმედებების გამო.

    არმიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი კვლავ ისრაელის მიწაზე იმყოფება.