Category: სლაიდერი

  • ღაზა აღარასდროს იქნება ის, რაც იყო! გადავდივართ სრულ შეტევაზე – ისრაელი

    “ღაზა აღარასდროს იქნება ის, რაც იყო! გადავდივართ სრულ შეტევაზე” – ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

    “მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას.ჰამასს სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ელოდნენ… ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს არ დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

     

  • ბავშვებს მოაჭრეს თავები, ჰამასმა უდანაშაულო ადამიანები გააუპატიურა ამოწყვიტა ! – ისრაელის ელჩი

    “ღაზის სექტორთან ახლოს 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ, 1000-კაციანი კიბუცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი, ასეთ რამეს არ წავწყდომივართ უკანასკნელი წლების განმავლობაში”,

    აცხადებს ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადა მეიცადი ფორმულას გადაცემაში, ღამის კომენტარში.

  • ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ის, ვინც მათ მხარს უჭერს-რუსეთი მათგან ერთ-ერთია – ზელენსკი

    “ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ – მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება.

    ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას”,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ­ ბუქარესტში რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ლიკვიდირებულია ჰამასის “ეკონომიკის მინისტრი” – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ლიკვიდირებულია ჰამასის “ეკონომიკის მინისტრი”, ჯავად აბუ შამალა – შესაბამის ინფორმაციას,  ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი Twitter-ზე, ავრცელებს.

    მისი თქმით, დღეს 10 ოქტომბერს IDF-ის ავიაციის იერიშის შედეგად ჯავად აბუ შამალა მოკლეს. იგი ჰამასის ეკონომიკის საკითხებს განაგებდა და ღაზის სექტორსა და მის გარეთ ტერორისტული საქმიანობისთვის ფინანსების გამოყოფას უზრუნველყოფდა.

    ჯავად აბუ შამალა ისრაელის სახელმწიფოში მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას ემსახურებოდა.

  • გაერო: ღაზას სექტორის სრული ბლოკადა საერთაშორისო სამართალს არღვევს

    გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ყველა სახელმწიფოს მიმართა, ვისაც რეგიონში გავლენა აქვს და თხოვა მიიღონ ზომები დანაღმული კასრის განსამუხტად ისრაელში და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.

    მან ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები ნებისმიერ ვითარებაში დაცული უნდა იყოს.

    საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს ადამიანების მათი გადარჩენისთვის აუცილებელი საჭიროებები წაართვა– განაცხადა ტიურკმა.

    “ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, ტოვებს მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გარეშე აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტ არული სამართლით“– განაცხადა მან:

    ადამიანების და საქონლის გადაადგილების ნებისმიერ შეზღუდვა ბლოკადის განხორციელების მიზნით გამართლებული უნდა იყოს სამხედრო აუცილებლობით, სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება კოლექტიურ დასჯას გაუთანაბრდეს.

    კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდახსმა სამოქალაქო პირებზე და თავდასხმები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიწვევს არაპროპორციულად დიდ დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობას სამოქალაქო პირებში, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას – განაცხადა ტიურკმა.
    მოვუწოდებ პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფებებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა სამოქალაქო პირი, რომლებიც ტყვედ აიყვანეს და ჯერ კიდევ დატყვევებული ჰყავთ. მძევლების აყვანა აკრძალულია საერთაშორისო სამართლით– თქვა უმაღლესმა კომისარმა.

  • ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის მაგალითია – პუტინი ისრაელზე

    “უკრაინის კრიზისი გრძელდება და სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია.[…][აშშ] კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდა, მაგრამ არ ზრუნავდა ორივე მხარისთვის კომპრომისების პოვნაზე, პირიქით, საკუთარ წარმოდგენას ავრცელებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ორივე მხარეზე ზეწოლას ახდენდა”,

    ასე გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს.

  • ნიშანდობლივია, რომ ასეთი ხალხი იჩენს სიახლოვეს რეჟიმის მიმართ – ბოკერია ორბანზე

    ნიშანდობლივია, რომ ასეთი ხალხი იჩენს სიახლოვეს რეჟიმის მიმართ – ბოკერია ორბანზე

    რა თქმა უნდა, ისიც ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპატიებს გამოხატავს და ამბობს, რომ ყველაფრის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი მიეცითო, არის – მაგალითად, ირლანდიის პარლამენტში ორი პუტინისტი, მემარცხენე ექსტრემისტი, რომელსაც უკრაინის საწინააღმდეგო და ანტიდასავლური განწყობები აქვს. ასევე, არის ბატონი ორბანი, რომელივ გამოირჩევა პუტინის რუსეთის მიმართ დაახლოებული პოზიციებით, თუნდაც NATO-ს გაფართოებაზე. სამწუხაროდ, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების საპირისპირო პოზიცია აქვს და ასეთი ხალხი რომ სიახლოვეს იჩენს რეჟიმის მიმართ, ეს ნიშანდობლივია. მეორე მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც, ასეთ ხალხთან რა არის ჩვენი გზავნილი. იმის ნაცვლად, ასეთ ხალხთან შეხვედრას იყენებდე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამყარებისთვის, ამის ნაცვლად, ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.

    ასე ეხმაურება, ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს.

  • ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

    ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. წულაძემ სამინისტროს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა. გათავისუფლების ბრძანება კი დღეს – 10 ოქტომბერს გამოიცა.

    “ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე – საზღვარგარეთ”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

    ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრს 18 წელი ხელმძღვანელობდა. იგი პოზიციაზე ახალი – 4-წლიანი ვადით 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა.

  • ისრაელი სამოქალაქო ჯგუფებს იარაღით მოამარაგებს

    ისრაელი სამოქალაქო ჯგუფებს იარაღით მოამარაგებს – ამის შესახებ, ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, ირამარ ბენ გვირიმ განაცხადა. მისი თქმით,  ამგვარი ჯგუფების ძირითადი დანიშნულება საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქების, ასევე ებრაულ-არაბული ქალაქებისა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებების დაცვაა.

    მინისტრის თქმით, 4000 ერთეული იარაღი უკვე შეძენილია და “მიმდინარეობს მათი გაცემის პროცესი.” გარდა ამისა, სამოქალაქო ჯგუფებს ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტებიც დაურიგდებათ.

    • „ჩვენ სამყაროს თავდაყირა ამოვატრიალებთ, რათა ქალაქები დაცული იყოს. მე გავეცი მითითებები სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების მასიურად შეიარაღების შესახებ“, – ამბობს ბენ გვირი.
  • ბრძოლის დასრულებამდე მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკებები არ იქნება – ჰამასი

    “ჩვენ ვაცნობეთ ყველა მხარეს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ მტრის მძევლებთან დაკავშირებით, ეს საქმე ბრძოლის დასრულებამდე არ გაიხსნება. და ეს იქნება მხოლოდ იმ ფასად, რომელსაც წინააღმდეგობა მიიღებს”

    აცხადებს ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანია.