Category: სლაიდერი

  • ჰამასის ტერორისტულ ობიექტებზე ფართომასშტაბიან შეტევას ვახორციელებთ – ისრაელი

    ისრაელი ღაზის სექტორში, ჰამასის ტერორისტულ ობიექტებზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს. შესაბამის ინფორმაციას, ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

    ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები ინტენსიურად ესხმიან თავს სამიზნეებს, მათ შორის ღაზის სექტორში განთავსებულ სამხედრო კომპლექსებსა და იარაღის საწყობებს.

    7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

    სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

  • მოწმე პოლიციელს არ ახსოვს თვითონ სად იდგა, ლაზარე სად იდგა, სამაგიეროდ დეტალებში ახსოვს ლაზარეს თვალები – ჯაფარიძე

    “ლაზარეს პროცესზე, მოწმე პოლიციელს:
    – არ ახსოვს თვითონ სად იდგა
    – არ ახსოვს სად იდგა ლაზარე
    – არ ახსოვს რა ‘პოლიციური საშუალებები’ გამოიყენა პოლიციამ (თუმცა ახსოვს რომ გამოიყენა)
    – არ იცის რა შემაღლებულ ადგილზე იდგა ლაზარე (მეორე პოლოციელმა თქვა)
    – არ ახსოვს ზუსტად რამდენი ფოტო აჩვენეს, რომლებიდანაც ლაზარე ამოიცნო
    – არ ახსოვს არცერთი სხვა ადამიანი ვინც, როგორც ამბობს, ისროდა მოლოტოვს (თუმცა ახსოვს რომ ბევრი ისროდა)
    – სხვაც არაფერი ახსოვს ან იცის
    სამაგიეროდ დეტალებში ახსოვს:
    – ლაზარეს თვალები, ცხვირი და ლოყები
    – შარვლის და ჰუდის ფერი
    – რამდენ მეტრში იდგა მისგან ლაზარე
    – როგორ დაინახა მისი სახე როცა ლაზარემ პირბადე ჩამოიწია ნიკაპამდე
    ვერ აბამენ ამ ბიჭს მოლოტოვს და ისევ პოლიციელების სტანდარტულ ცრუ ჩვენებებს მიადგნენ”

    წერს ამის შესახებ, ”გირჩი მეტი თავისუფლების”, ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

  • ისრაელის სამხედროები ღაზას სექტორში ოპერაციებისთვის ემზადებიან

    ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები “აშენებენ ინფრასტრუქტურას მომავალი ოპერაციებისთვის”.

    მისი თქმით, ღაზას სექტორის საზღვარზე 35 ბატალიონი იქნება განლაგებული (ბატალიონი, როგორც წესი, 100 ჯარისკაცისგან შედგება).

    ისრაელი სავარაუდოდ ღაზას სექტორში დიდ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს შაბათის შეჭრისა და სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ.

    გუშინ საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნისადმი მიმართვაში თქვა, რომ ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები “მხოლოდ დასაწყისია”.

    ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით ღაზას სექტორში ჰამასის მებრძოლების და სხვა დაჯგუფებების  200 სამიზნეს დაარტყეს,  შაბათს ისრაელში შეჭრაზე საპასუხოთ. ისრაელის მხარეს დაახლოებით 900 ადამიანი დაიღუპა.

    ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შაბათიდან ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმებს 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

  • კახეთში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

    სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.

  • Times of Israel: ისრაელის სამხედროები აღარ გააფრთხილებენ ღაზას მოსახლეობას მოსალოდნელი დარტყმების შესახებ

    პორტალი Times of Israel რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს.

    კერძოდ, გამოცემის ცნობით, ჩინოვნიკმა ქნესეტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელი თავდასხმამდე აღარ ისვრის ბომბებების მულაჟებს სამიზნე შენობებზე (ადრე ასე აფრთხილებდნენ სამოქალაქო პირებს გაქცევის აუცილებლობის შესახებ).

    სხვა წყარომ დაადასტურა, რომ ტაქტიკა “სახურავზე დაკაკუნება”, რომლითაც ისრაელის არმია მოსახლეობას ატყობინებდა მოსალოდნელი დარტყმის შესახებ,  ახორციელებდა ზარებს ან არაასაფეთქებელ ბომბებს ყრიდა სახლების სახურავზე,  რათა გააფრთხილა მოსახლეობა თავდასხმების წინ, აღარ გამოიყენება.

    მისი თქმით, ამ ტაქტიკაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამთ, მაგრამ ამ დროისთვის ღაზას მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია „ტერორისტების მიერ ოკუპირებული ცენტრალური ტერიტორიებიდან“ ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ.

    გარდა ამისა, Times of Israel-ის ცნობით, ისრაელი მზადაა დაარტყას ღაზას, თუნდაც მძევლებს ზიანი მიაყენოს. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თუ არმიას ექნება სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, თუ სად არიან მძევლები, ისინი არ დაარტყავენ ამ შენობას. თუმცა, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, ყველა ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჰამასთან, შეტევის სამიზნეა.

    ჰამასი დღეს დაიმუქრა, რომ დაიწყებდა მძევლების სიკვდილით დასჯას, თუ ისრაელი არ შეწყვეტდა გაფრთხილების გარეშე თავდასხმას სახლებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

  • ისრაელის ნებისმიერი შეტევის საპასუხოდ, ტყვეებს პირდაპირ ეთერში დავხოცავთ! – ჰამასის სპიკერი

    ჰამასის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი იმუქრება, აბუ აბეიდა და აცხადებს, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს გაფრთხილების გარეშე მიიტანს, აყვანილ მძევლებს საჯაროდ სიკვდილით დასჯიან.

    “ამ წუთიდან, ისრაელის ნებისმიერ შეტევის პასუხად, სახალხოდ სიკვდილით ტყვედ აყვანილ ისრაელის მოქალაქეებს და ამას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ”.-განაცხადა ჰამასის პრეს-სპიკერმა აბუ აბეიდა.

  • მოქმედებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ! მტკიცედ დადექით, ჩვენ ახლო აღმოსავლეთს შევცვლით – ნეთანიაჰუ საზღვრისპირა რეგიონის ლიდერებს

    “მოქმედებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ! მტკიცედ დადექით, ჩვენ ახლო აღმოსავლეთს შევცვლით” – ამის შესახებ, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს და  ქვეყნის საზღვრისპირა სამხრეთის ადგილობრივ და რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს მიმართავს.

    ”ჩვენ ახლა სპეცოპერაციის შუაგულში ვართ. მე ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი განსაცდელი გადაიტანეთ. რასაც ჰამასი განიცდის ისიც მძიმე და საშინელი იქნება; ჩვენ უკვე ამ ოპერაციაში ვართ და მხოლოდ ეხლაღა ვიწყებთ მოქმედებას. თქვენი ხელმძღვანელობა ამ რთულ დღეებში ძალიან ძლიერი იყო. სახელმწიფო ყველა თქვენგანის დასახმარებლად არც ერთ ქვას არ დატოვებს გადაუბრუნებელს. გთხოვთ მტკიცედ დადგეთ, რადგან ჩვენ ახლო აღმოსავლეთს შევცვლით. გეხვევით. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და მათ ერთობლივი ძალით დავამარცხებთ”. – ამბობს ნეთანიაჰუ.

  • ევროკავშირმა პალესტინას ფულადი დახმარება შეუჩერა – ვარჰეი

    ევროკომისიამ, რომელიც პალესტინელების უმსხვილესი დონორი იყო, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაფინანსება შეწყვიტა.

    საქმე ეხება ყველა გადახდის დაუყოვნებლივ შეჩერებას და ყველა დაწყებული პროექტის გადახედვას, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებული იყო.

    ”ტერორისა და სისასტიკის მაშტაბი ისრაელის და მისი ხალხის წინააღმდეგ შემობრუნების მომენტი გახდა. ევროკომისია გადახედავს საკუთარ პორტფელს, რომელიც განვითარებისთვის იყო განკუთვნილი და 691 მილიონ ევროს შეადგენდა”. – განაცხადა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

    ევროკავშირი პალესტინის მთავარი დონორი იყო. ბლოკმა პირობა დადო, რომ 2021–2024 წლებში 1.18 მილიარდ ევროს გამოყოფდა ფინანსური დახმარების სახით დასავლეთ სანაპიროს და ღაზას ერთობლივი პროგრამებისთვის. ამ ფულით არსებობდა პალესტინის ხელისუფლება. ევროკომისიაში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გამოყოფილი დახმარება ჰამასის დასაფინანსებლად ან ბოევიკების რომელიმე სხვა დაჯგუფების დასაფინანსებლად არ მიდიოდა.

  • პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის ყველაზე სანდო გზაა – ლავროვი

    “პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა” – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრმა, სერგეი ლავროვმა, არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივან, აჰმედ აბულ გეითთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

    “პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ისრაელის გვერდით იქნება, არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სანდო გზა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ უსაფრთხოების დამყარება მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით არის შესაძლებელი”. – ამბობს ლავროვი.

  • ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება – ზელენსკი

    “ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, როდესაც ის Shahed-ებს რუსებზე ყიდის. ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ჰამასს მხარს უჭერენ”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.