Category: სლაიდერი

  • მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე – დაუთი

    მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე – დაუთი

    საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის.

    გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

    ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე.

    განაცხადა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ

  • სახალხო დამცველმა აქციების კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

    სახალხო დამცველმა აქციების კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

    სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

    “სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებისთვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.

    შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.

    ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს – ამაღლობელის ძმა

    მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს – ამაღლობელის ძმა

    “მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს” –  ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა განაცხადა.

    „არაფერი უთქვამთ [შეწყალებასთან დაკავშირებით] არც გუშინ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს. თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის. როგორც მას არ აქვს ინფორმაცია, ისე არ გვაქვს ჩვენც.თქვა, რომ „ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“, მანამდე არავითარი მოლოდინი არ აქვს.ჩვენ, ყოველ შემთხვევაში დაველოდებით. მზია თუ არა შესაძლოა სხვა პატიმარი გამოვიდეს“,- განაცხადა მალხაზ ამაღლობელმა.

  • გაზსადენის დაზიანების გამო, გლდანში გაზმომარაგება ავარიულად 3300 აბონენტს შეუწყდა

    გაზსადენის დაზიანების გამო, გლდანში გაზმომარაგება ავარიულად 3300 აბონენტს შეუწყდა

    კომპანია თბილისი ენერჯის ცნობით, გაზსადენის დაზიანების გამო, 20 იანვარს, 06:30 საათიდან გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3300 აბონენტს შეუწყდა.

    მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 10:00 საათიდან დაიწყო და 16:00 საათამდე დასრულდება.

    “გაზმომარაგება შეუწყდათ: გლდანის III მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე III-ა მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 3, 3ა-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

    ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:

    ცხელი ხაზი: +995 32 2404004
    სწრაფი რეაგირების სამსახური 114” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

  • მაგთი ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს – AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას

    მაგთი ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს – AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას

    მაგთი ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს – AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას

    მაგთი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ეტაპზე გადადის.

    12 იანვრიდან აბონენტებს მაგთიკომის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი – AI მაგთი
    ჩატი ემსახურება.

    ის შექმნილია იმისთვის, რომ აბონენტებმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სწრაფად და
    მარტივად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და პასუხები თავიანთ კითხვებზე.

    AI მაგთი ჩატი არ ანაცვლებს ოპერატორს. ის ოპერატორის დამხმარეა. ეს ამარტივებს
    პროცესებს, ამცირებს მოლოდინის დროს და ზრდის მომსახურების ეფექტიანობას.

    აბონენტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ მაგთის ოპერატორებს, რომლებიც
    ყოველდღიურად მზად არიან დაეხმარონ მათ ნებისმიერ საკითხში.

    AI მაგთი ჩატის მთავარი უპირატესობებია:
     სწრაფი რეაგირება
     ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს
     მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება

    AI მაგთი ჩატის მომსახურება სრულად შეესაბამება მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების
    მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან მაგთისთვის კონფიდენციალურობა და
    მომხმარებლის ნდობა უმნიშვნელოვანესია.

    მაგთი, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, პირველია ქართულ სატელეკომუნიკაციო
    სფეროში, რომელმაც წინა ხაზის მომსახურებაში AI მაგთი ჩატი დანერგა.
    AI მაგთი ჩატის მომსახურება ხელმისაწვდომია მაგთიკომის ვებგვერდზე
    www.magticom.ge და აპლიკაციაში MyMagti

  • ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ – მერცი დანიას და გრენლანდიას

    ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ – მერცი დანიას და გრენლანდიას

    “ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ” – გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა გრენლანდიისა და დანიის მიმართ.

    „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აშშ-სთან მოლაპარაკებებს, თუმცა ამ მოლაპარაკებების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები.[…]სატარიფო მუქარები არათუ გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, არამედ დაასუსტებს მათ და დააზიანებს ორივე მხარის ეკონომიკას.” – განაცხადა მან.

  • ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს – კალაძე

    ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს – კალაძე

    “ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს” – განაცხადა კახა კალაძემ.

    „ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია. როგორც კერძო ავტომობილები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადაადგილდება შეუფერხებლად. ინტენსიური თოვის გამო, გვაქვს გარკვეული პრობლემები. შემოერთებულ ტერიტორიებზე არის ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. რასაკვირველია, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, თუმცა პარალელურად მიდის შიდა გზების წმენდაც. სამუშაოები ისევ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მადლობა “თბილსერვისის” თანამშრომლებს, გამგეობებს, კონტრაქტორ კომპანიებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ს და ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა მერმა.

    მანვე მოუწოდა ავტომობილების მძღოლებს, თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.

     

  • რუსეთს ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს

    რუსეთს ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს

    რუსეთი განიხილავს საერთაშორისო კრუიზების აღდგენას აზოვის ზღვაზე, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ სრულად აკონტროლებს. ეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის დოკუმენტშია მოცემული, რომელსაც რუსული სამთავრობო Ria Novosty ავრცელებს.

    “შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების აღდგენა. მანამდე არსებობდა საკრუიზო მარშრუტი – მარიუპოლსა და ბათუმს შორის. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

    დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეისებისთვის შესაძელებელია გემი Мустай Карим-ის გამოყენება, რომელსაც გეგმურ ტექნიკურ და კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ.

  • დავოსი არაა ის ფორუმი, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი წყდება – მახაშვილი

    დავოსი არაა ის ფორუმი, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი წყდება – მახაშვილი

    თითოეული პლატფორმა ჩვენთვის უნდა იყოს რაღაც შედეგის მომტანი და არა რომ რომელიმე წითელ ხალიჩაზე გაიაროს ამა თუ იმ ხელმძღვანელმა პირმა ჩვენი ხელისუფლების. ამიტომ, მოდი, ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგები არის ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ევროპაშიც. ამიტომ, ამით, მგონი, ყველაფერი ნათელია. დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი.

    ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი.

     

  • გზების ჩამონათვალი, სადაც უამინდობის გამო მოძრაობა შეზღუდულია

    გზების ჩამონათვალი, სადაც უამინდობის გამო მოძრაობა შეზღუდულია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

    ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

    • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე
    • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე
    • ნაქერალას უღელტეხილზე
    • საჩხერე-რაჭის გზაზე
    • ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე
    • მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე
    • ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
    • ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
    • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე

    ამასთან, დეპარტამენტი წერს, რომ ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:

    • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე
    • ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე
    • კორშა-შატილის მონაკვეთზე
    • უშგული-ლასდილის მონაკვეთზე

    “მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე.

    საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.