Category: სლაიდერი

  • “ქოცების მიერ მის დამცირებაზე ერთადერთი პასუხი პრეზიდენტის მხრიდან, სააკაშვილის გათავისუფლება იქნებოდა” – გვარამია

    “სხვათა შორის, “არა და არასდროს” არ დაუმცირებიათ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი ისე, რომ კონსტიტუციის დამრღვევად ოფიციალურად ეცნოთ და ღია ეთერში მოწყობილ საჩვენებელ პროცესზე მასზე “გადაეჯლიგინებია” ხელისუფლების საპარამენტო “ბედაურებს” (სხვა საკითხია, რომ ზურაბიშვილს რეალურად კონსტიტუცია არც დაურღვევია).

    ჰოდა, ქოცების მიერ მის ღია და მძიმე დამცირებაზე ერთადერთი პროპორციული და ადეკვატური პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

    ლაპარაკიც არ უნდა, რომ ყველაფერი დანარჩენი ბოდიალი და ბოლია”

    წერს სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

  • დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ – თალაკვაძე

    დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში.[…] ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა ინსტიტუტმა თავის საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება”,

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

  • კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ოცნებამ“, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა – გოცირიძე

    „ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია: თავის ბოღმა დაიკმაყოფილა, თავის ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე კვლავ დაუმტკიცა ერთგულება რუსეთს და შეუზღუდა პოლიტიკური საგარეო საქმიანობა ზურაბიშვილს ვინაიდან, ეშინიათ, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში და არ გააკეთოს ანტირუსული განცხადებები. თუმცა, იმპიჩმენტი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და ის პოლიტიკურად პარლამენტში ვერ დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს გააგრძელოს თავის საქმიანობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეწეოდა და რაც გახდა იმპიჩმენტის ინიცირების საბაბი. შედეგი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა და გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, “

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

  • იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები – მორჩა კინო – ლომჯარია

    „საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ – „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“,

    ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

  • საკონსტიტუციომ დიდი დარტმა მიაყენა საქართველოს შანსს, მიიღოს სტატუსი – დეკანოიძე

    არ ვიცი, იყიდა თუ არა ივანიშვილმა პარლამენტში საკმარისი ხმები პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად – გამოჩნდება. რაც დანამდვილებით ვიცი, მისი დავალების შესრულებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დიდი დარტმა მიაყენა საქართველოს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღოს მიმდინარე წელს. მორიგი რუსული დავალება.

    აცხადებს ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

  • შერჩენილი რომ ჰქონდეს ელემენტარული ღირსება, გადადგებოდა – კობახიძე ზურაბიშვილზე

    “სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურეს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. საქართველოს პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდგომ ის მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, თუმცა ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ”,

    აცხადებს, “ქართული ოცნების” თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი – ზარქუა

    „მთელმა საქართველომ, უმრავლესობამ, ოპოზიციამ და თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. იმ სამი დღის განმავლობაში კობახიძე ლექციას უტარებდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს ანაბანაზე საკმაოდ შთამბეჭდავად, მგონი მოსამართლეებიც დარწმუნდნენ, რომ კონსტიტუცია იქნა დარღვეული და დღეს იქნება გადაწყვეტილება გამოცხადებული. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ვინ ხარ, თუ დაარღვევ კონსტიტუციას, ამაზე იქნება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მან ეს უნდა იცოდეს. ის რადიკალები, ვინც ქალბატონ სალომეს მოღალატეს, რუსეთის აგენტს, ჩანერგილს ეძახდნენ, დღეს მის დამცველად მოგვევლინა, რადგან იმ ქაოსში ეტყობა ეწერება მისი გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადებები, მათ შორის სტატუსზე. ორჯერ თქვა საჯაროდ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს – არაფერს აკეთებენ, მაგრამ მაინც უნდა მისცეთო. ასეთ განცხადებას რომ აკეთებ პრეზიდენტი, როცა მიზანი გაქვს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასწიო, ხომ არაადეკვატურობაა?! ამიტომ ეს ნარატივი ჯდება რადიკალების გეგმებში, რომელსაც არეულობა უნდათ, ასეთებისგან მხარდაჭერა არ ექნება ბუნებრივია, იმპიჩმენტს. ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი, ჩვენ ვთქვით, რომ ვინც დაადგინა კონსტიტუცია, ჩვენ უნდა დავადგინოთ და ოქმის სახით იქნას ეს დადებული,”

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

  • „ჰამასის“ ტყვეობაში 199 მძევალია.. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია ადგილსამყოფლის შესახებ – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 199 ისრაელელია მძევლად აყვანილი.  აქამდე ცნობილი იყო დაახლოებით 155 მძევალზე.  ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. მისივე თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია “ჰამასის” მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ.

    • “ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
  • ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – ისრაელის პრეზიდენტი

    ლიკვიდირებულ ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – შესაბამისი განცხადება,  ამის შესახებ, CNN-თან ინტერვიუში,  ისრაელის პრეზიდენტმა  იცხაკ ჰერცოგმა გააკეთა. გაკეთებული განცხადების დასტურად პრეზიდენტმა, პირდაპირ ეთერში ტერორისტის წიგნი აჩვენა, რომელშიც ახსნილია, თუ  როგორ უნდა შეიჭრას ისრაელში. წიგნში ასევე მოცემულია მოსახლეობის მოტაცებისა და წამების ინსტრუქციები.

    “საქმე ეხება არა ისრაელისა და პალესტინელების დაპირისპირებას, არც იუდაიზმისა და ისლამის დაპირისპირებას, არამედ საქმე ეხება კაცობრიობას – ბოროტები ვართ, თუ კეთილები”. – თქვა ჰერცოგმა ინტერვიუში.

  • “არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო” – TV იმედს ჟურნალისტი ტოვებს

    “არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო” – ტელეკომპანია “იმედს” ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს.  ქეთი ფარცხალაძე იმედის კვირაში კულტურის ამბებს აშუქებდა.

    ”საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა. მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ – შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის… გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!
    P.S. წარმატებას თუ მისურვებთ. გთხოვთ, სხვა შინაარსის კომენტარებიდან თავი შეიკავოთ”.