Category: სლაიდერი

  • არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები – ბურჭულაძე

    ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერსა და სახელმწიფოს. ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები. არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, მერე სხვანაირად გამოიყენეთ, სამუხაროდ. დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს, ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, არატრადიციული ქორწინების მიმართ გვქონდეს ლიბერალური დამოკიდებულება, ეს ვიგულისხმე, თორემ, ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ. ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ თქვენ და დაინტერესებულხართ, როგორი იქნება 2050 წელს და ეს არ ეხება მარტო საქართველოს. ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას. იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი და არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში.

    განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
  • გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

    გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა – აეროპორტში მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. შოლცი უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში ჩავიდა.

    “ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას”. – თქვა კოენმა.

    კანცლერმა,  ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ. ამის შესახებ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბი ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აბანოს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან ერთად? – სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს

    არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აბანოს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან ერთად? – სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს

    “მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის, რომელიც 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ბიზნესი რუსეთის მოქალაქესთან ერთად და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი ვერ იშოვა თქვენმა შვილმა?

    მაინტერესებს ასევე განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა რომ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში მიითვისეთ უზარმაზარი მიწები 95 ლარად კვადრატული მეტრი. მაინტერესეს, რომ გაგვიზიაროთ ეს კომერციული ნიჭი, რომელიც თქვენ ოჯახს აქვს”

    პარტია “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს მისი ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართავს.

  • თურქეთი ”ჰამასთან” მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

    თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფება ჰამასთან მათ  მიერ მძევლად მყოფი უცხოელების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების გათავისუფლების შესახებ, იუწყება Reuters.

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, „ბევრმა ქვეყანამ“ თურქეთს ჰამასის მიერ დაკავებული მათი მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

    ორშაბათს ფიდანმა ეს საკითხიჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან განიხილა, განუცხადა როიტერს საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.

    ორშაბათს, ჰამასის ლიდერმა ხალედ მეშალმა თქვა, რომ ჯგუფს აქვს „ ყველაფერი, რაც საჭიროა“ ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელის გასათავისუფლებლად, რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც მძევლების ვაჭრობის საშუალებად გამოყენების სურვილი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

    ამ განცხადებიდან მალევე, ჯგუფის შეიარაღებულმა ფრთამ ცალკე განაცხადა, რომ მძევლად აყვანილი არა ისრაელის მოქალაქეები არიან “სტუმრები”, რომლებსაც გაათავისუფლებენ,  “როცა გარემოებები ამის საშუალებას მისცემს”.

  • “საკუთარ თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ” – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა თქვა,  რომ შეერთებული შტატები ისრაელთან მუშაობს „პრევენციულ რეჟიმში“ და ცალსახად განაცხადა,  რომ ქვეყანას არ სჭირდება პირდაპირი დახმარება ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    „ვფიქრობ, ამერიკის ჩართულობა ორიენტირებულია, დიახ, დახმარებაზე, ისრაელის დაცვაზე, მაგრამ ასევე სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებაზე. ისინი მუშაობენ პრევენციულ რეჟიმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კონრიკუსმა. „და ყველა ამერიკელისთვის, ვინც მე მომისმენს, მინდა ცალსახდ განვაცხადო:  ჩვენ ისრაელში არ ვითხოვთ და არ გვინდა, რომ ერთი თმაც კი ჩამოვარდეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თავიდან ისრაელის დაცვისას. საკუთარ თავს თვითო დავიცავთ“.

    კონრიკუსმა  ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დახმარების პირველი პარტია ისრაელს უკვე გადაეცა.

  • ეს ომი, ალბათ, წინასწარ დაგეგმილი იყო – ფრიდონ ინჯია ისრაელზე

    ჩემმა კოლეგებმა თქვეს ისრაელთან მიმართებაში და იმ ომზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. მე მიმაჩნია რომ ეს ომი, ალბათ, წინასწარ დაგეგმილი იყო და ძალიან რთულია იმაში გაერკვე. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ყურადღებას მიიქცევს. ეს ჩვენი ომი არ არის.

    რა თქმა უნდა, ვწუხვართ იმ უბედურებაზე. უპრეცედენტო რაღაცები მოხდა, დაიღუპა ოჯახები, სიცოცხლეს გამოასალმეს ათასობით ადამიანი – ეს უბედურებაა.

    თუ შეგვიძლია მივეხმაროთ ჰუმანიტარული გზით იმ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მაგრამ იქ რაც ხდება, ცდება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ რაღაცა ზემოქმედება გავაკეთოთ. ეს ძალიან საფრთხილო ომია.

    ეს ომი ჯერჯერობით შორს არის ჩვენთან, კიდევ კარგი მეზობლად არ არის, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმისათვის, რომ ეს არ გადაედოს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ პირობებში, რომ ამან რაიმე ზემოქმედება იქონიოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

    განაცხადა ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • ვაპირებთ, 2028 წლის არჩევნებშიც გავიმარჯვოთ – კობახიძე

    სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს. სინამდვილეში კი არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის. რადგან, ერთი, იცის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და მეორე, ოცნება შემდეგი 4-იც და იმის შემდეგი 4 წელიც მაგრად იქნება. ჩვენ არჩევნების მოგებას არა მარტო 2024 წელს ვაპირებთ, არამედ, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ.

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • ზურაბიშვილი ახლოებს თავის ქვეყანას EU-სთან, ის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ – კრამონი

    “საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 თვის წინ მტკიცედ იდგა აქ მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს: აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავისი ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ციტატა: “მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე. არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი”,

    ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტზე და მის იმპიჩმენტზე ისაუბრა.

  • ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო, ”ოცნებამ“ დასვა ეს ადამიანი პრეზიდენტად – ღარიბაშვილი

    „გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი როცა ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით. მე შევაფასე ეს ფაქტი და მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა ერთი მხრივ შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. გასაგებია, ის სამი მოსამართლე ალბათ მიკერძოებულია თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არიას ძალიან შემაწუხებელი და ძალიან რთული გამოწვევა არამხოლოდ იმ რეგიონის, არამედ მას მთელს მსოფლიოზე ექნება დიდი გავლენა. ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“,

    ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ როგორ გააგრძელებს ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი თუ როგორც პრეზიდენტი, ახლო მომავალში გადაწყდება.

  • თავს ნუ ისაწყლებს მარტო ჯდომით – კობახიძე ზურაბიშვილზე

    ასეთი რამ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, უფრო ძლიერ სურათისთვის მე მარტო დავრჩებიო, თქვენ გარეთ დარჩითო. ერთად დგამენ “კარწინკას”, ამ სიტყვას გამოვიყენებ, სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა. დავიდა ნაცმოძრაობამდე სალომე ზურაბიშვილი. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ სამარცხვინო ქმედებაა.

    მე მოვუწოდებ, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით, ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა არის პრაქტიკულად ნულის ტოლი. მან ხომ ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია კონსტიტუცია და, ბუნებრივია, ნაცმოძრაობა მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს.

    ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.