Category: სლაიდერი

  • ხაშურში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

    ხაშურში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს ცხედარი კორპუსის ეზოში, მაცხოვრებლებმა იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, გოგო უკვე გარდაცვლილი იყო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ჰამასი უნდა განადგურდეს! თუმცა ღაზის ოკუპაცია შეცდომა იქნება – ბაიდენი

    “ისრაელი დევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბარბაროსობაში, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს, ისინი უნდა წავიდნენ ჰამასის წინააღმდეგ, ჰამასი იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მათ თავიანთი შტაბ-ბინები იქ განათავსეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

    ჰამასი და ჰამასის ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელს პალესტინელ ხალხს, მე ვფიქრობ, შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია, მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება ეს აუცილებელი მოთხოვნაა”,

    აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი გაათავისუფლეს

    23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვნების მიცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გათავისუფლდა. სერგო შუბითიძემ ბრალდება აღიარა.

    “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ის სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

    “ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით“, – უთხრა ინტერპრესნიუსს ადვოკატმა.

    სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. მან განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.სერგო შუბითიძე აცხადებდა რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გაყალბდა

     

  • ღაზის ჩრდილოეთი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – IDF

    ევაკუაციის გაფრთხილების გამოცხადების შემდეგ, ღაზის ჩრდილოეთი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი აცხადებს.

    ისრაელის თავდაცვის ძალები ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლის დროსაც იქნება უფრო მეტი დარტყმა და “მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციები”. სამხრეთ ღაზა იბრძვის ხალხის ნაკადის დასაკმაყოფილებლად.

  • ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ერთ–ერთი მეთაურის მკვლელობის შესახებ გამოაცხადეს

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰამასის სამხრეთ ეროვნული უსაფრთხოების ოლქის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ისრაელის პოლიციის ექვივალენტი. განცხადების მიხედვით, მოკლული მეთაურის სახელია მატაზ ეიდი.

    „გარდა ამისა, განადგურდა ათობით სამხედრო შტაბი, რიგი სადამკვირვებლო პუნქტები, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის რამდენიმე სარაკეტო პოზიცია“, – ნათქვამია ცაჰალის განცხადებაში, რომელიც  მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    კვირას ისრაელის თავდაცვის არმიის  ძალებმა მრავალი შეტევა მიიტანეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ჯამში 250 სამიზნე გაანადგურეს.

  • ეგვიპტის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გაიხსნება–ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

    აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს განაცხადა, რომ ღაზასა და ეგვიპტეს შორის საკონტროლო–გამშვები პუნქტი, რაფაჰი გაიხსნება. ეს განცხადება ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფათაჰ ას–სისისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

    “რაფაჰი გაიხსნება. გაეროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან ერთობლივად ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება დახმარების მიღება და მათი იმ ადამიანებისთვის მიწოდება, ვისაც ეს ჭირდება.“– თქვა ბლინკენმა.

    ისრაელმა ღაზასთან ორი საკონტროლო–სასაზღვრო პუნქტი დაკეტა და ტერიტორიის სრული ბლოკადა დააწესა. შედეგად, რაფაჰის საკონტროლო–გამშვები პუნქტი ერთადერთ და რეალურ გზად რჩება ღაზას ანკლავიდან ხალხის გასაყვანად და იქ ტვირთების შესატანად. თუმცა ამ დრომდე ისიც შეზღუდულად მუშაობს.

    მოლაპარაკებებში იმის შესახებ, როდის და რა მაშტაბით  გაიხსნება საკონტრლო პუნქტი, რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

    ბლინკენმა დღეს ასევე განაცხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თურქეთში აშშ–ს ყოფილი ელჩის, დევიდ სატერფილდის დანიშვნის შესახებ დახმარების აღმოსაჩენად ძალისხმევის კოორდინაციის ხელმძღვანელად. ბლინკენმა განაცხადა, რომ სატერფილდი ისრაელში ორშაბათს ჩავა და საკითხების კოორდინირებას დაიწყებს.

    ბლინკენი, რომელიც ამ დღეებში რეგიონულ ლიდერებს, მათ შორის საუდის არაბეთის, ბაჰრეინის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ლიდერებს შეხვდა, ამბობს, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა როგორც ეგვიპტის ლიდერთან, ასევე საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბენ სალმანთან.

    მან დასძინა,რომ ყველა ქვეყანა, ვისაც ის ესაუბრა იზიარებს აშშ–ს ადმინისტრაციის მიზანს – ესკალაციის პრევენციას და სამოქალაქო პირებისთვის დახმარებას.

    ბლინკენის განცხადებით აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა იმედი აქვს, რომ ისრაელის რეაგირება იმგვარი იქნება, რომელიც დაადასტურებს საერთო ფასეულობებს, რაც მათ აქვთ ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებასთან მიმართებაში.

    “მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას ისრაელი. მან ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ დაადასტუროს ჩვენი ერთობლივი ფასეულობები ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემასთან დაკავშირებით და სიფრთხილის ყველა ზომა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანი. სამოქალაქო პირები არ უნდა იტანჯებოდნენ ჰამასის სიმხეცის გამო.“–თქვა ბლინკენმა.

    აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ იქნება ისრაელის გვერდით “დღეს, ხვალ, და ყოველდღე.“

    ბლინკენი ირწმუნება, რომ აშშ–ს მოიერიშე ჯგუფების მიზანი,  რომლებიც რეგიონში არიან მობილიზებული, არ არის რაიმეს პროვოცირება. ისინი უბრალოდ მკაფიო სიგნალს გზავნიან შეკავებისთვის, რომ არავინ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამ კონფლიქტს გააფართოებს ან ხელს შეუწყობს ისრაელის წინააღმდეგ აგრესიას ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან:

    “არავინ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ცეცხლზე ნავთს დაასხამდა ნებისმიერ სხვა ადგილზე. მგონი ეს სრულიად ცხადია“–დასძინა მან.

  • ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღადგინა

    აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ როგორც მას ისრაელელმა კოლეგებმა მიაწოდეს ინფორმაცია, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში წყლის მიწოდება აღდგენილია.

    გამოცემა The Times of Israel–ის წყარომ სამთავრობო წრეებიდან ეს ინფორმაცია დაადასტურა.

    ამგვარად, ისრაელმა შეამსუბუქა ღაზას სექტორის ბლოკადა, რომელიც 8 ოქტომბერს შემოიღო.

    როგორც BBC წერს, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს სამოქალაქო მოსახლეობისთვის უსაფრთხო სექტორად ამზადებენ.

  • ისრაელის ქალაქ სდეროტში მოსახლეობის სრული ევაკუაცია მიმდინარეობს

    ისრაელის ქალაქ სდეროტს მოსახლეობა ტოვებს. ეს ქალაქი 30 ათასიანი მოსახლეობით ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ის 1950–იანი წლების დასაწყისში აშენდა ნეგევის უდაბნოს ათვისების ფარგლებში და ღაზას სექტორის ჩრდილოეთ საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

    ქალაქის მერის მოადგილე, ელად კალიმი მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსახლეობის ორი მესამედი უკვე ევაკუირებულია, კიდევ რამდენიმე ათასი ქალაქს ახლო მომავალში დატოვებს.

    7 ოქტომბრიდან ამ ქალაქს ღაზას სექტორის მხრიდან 75 რაკეტა ესროლეს. ერთ–ერთი რაკეტა სდეროტში დღეს აფეთქდა.

    ისრაელის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთელი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროცესი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სდეროტელები თელ–ავივის, იერუსალიმის და აილათის სასტუმროებში გადაყავთ.

    ვიცე–მერის თქმით, ევაკუაციაზე უარს ამბობს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 3 ათასი ადამიანი.

    “ბევრი ადამიანი ისეთივე განცდებშია, როგორც მე პირადად, ამბობენ, რომ ვერაფრით ვერ გამოვიყვანთ საკუთარი სახლებიდან. თანაც, ამბობენ, სად უნდა წავიდეთ? თელ–ავივში? ბოევიკები ხომ იქაც აპირებენ მოსვლას“– ამბობს ვიცე მერი.

  • ისრაელის არმია აცხადებს, რომ “ომის შემდეგი საფეხურისთვის“ ემზადება

    ისრაელის არმია აცხადებს, რომ ის ჰამასის წინააღმდეგ “ომის შემდეგი საფეხურისთვის“ ემზადება,  რომელიც  კომბინირებული იქნება – საჰარო, საზღვაო და სახმელეთო შეტევებით, და “მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციებით“.

    ომის ახალ საფეხურზე ჩაერთვება ასობით ათასი მობილიზებული რეზერვისტი, რომლებიც “ოპერატიული შეტევითი გეგმების ფართო სპექტრს მოიცავენ“–ნათქვამია ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “კომბინირებულ და კოორდინირებულ დარტყმებთან“ ერთად ისრაელის სახმელეთო ჯარები და სამხედრო ზურგის სამსახურის ხელმძღვანელობა ცაჰალის მებრძოლებს “საბრძოლო მოქმედებების ფართო არენისთვის“ ამზადებენ.

    შესაბამისმა ძალებმა ბოლო დღეებში მიიღეს ბრძოლის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა – აცხადებენ სამხედროები.

    “ცაჰალის ბატალიონები და ჯარისკაცები, რომლებიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი, და იმაღლებენ ოპერატიულ მზადყოფნას ომის შემდეგი ეტაპებისთვის, აქცენტს აკეთებენ მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციებზე“– ნათქვამია განცადებაში.

    მთელი კვირის განმავლობაში იკვეთებოდა იმის ნიშნები, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ამ მჭიდროდ დასახლებულ ანკლავზე შეტევა ისრაელის არმიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ჰამასის დაჯგუფება ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და 1300 მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკად მოკლა.

    ისრაელის არმიამ უკვე მოახდინა 300 000-ზე მეტი რეზერვისტის მობილიზაცია ღაზას სექტორში შეჭრისთვის, რომელიც სავარაუდოდ უპრეცედენტო იქნება.

  • “აი, რა მოგივათ თუ ღაზაში შემოხვალთ“–ჰამასი ისრაელის არმიას ემუქრება

    ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომლის სახელწოდებაა: “აი რა გელოდებათ, თუ ღაზაში შემოხვალთ“. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება და მასზე გათამაშებულია ისრაელის ტანკის განეიტრალება, ტანკისტის ტყვედ აყვანა და ჰამასის გვირაბში ჩაყვანა.

    შეგახსენებთ, ისრაელის არმია ღაზაში სახმელეთო ოპერაციას იწყებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ უკვე განახორციელეს რამდენიმე რეიდი. პარალელურად კვლავ მიმდინარეობს ღაზას სექტორის დაბომბვა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისრაელის არმიის მოთხოვნას დაემორჩილა, ტერიტორია დატოვა და ღაზას სექტორის სამხრეთით გადავიდა.