Category: სლაიდერი

  • დამასანქცირებენ თუ არა, ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ – კალაძე

    ნუ მანერვიულებთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ. ვიცი, რომ თქვენ ჩემზე ძალიან განიცდით, ძალიან ნერვიულობთ. მინდა დაგამშვიდოთ და ამ შემთხვევაში არ ინერვიულოთ, მე თავად არ ვნერვიულობ სანქციებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მე მგულშემატკივრობთ. ვიცი, ისედაც ბევრია ქვეყანაში სანერვიულო, შეიძლება თქვენც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ამიტომ გთხოვთ, რომ ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იფიქროთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ.

    ხომ გთხოვეთ, რომ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს. მეტი პასუხი რა გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ მაინტერესებს, არის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ქვეყანაში. ხედავთ მსოფლიოში რა ხდება? რამხელა უბედურება ხდება ყველგან, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, ამიტომ თქვენც ნუ ინერვიულებთ მაგაზე, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ჟურნალისტმა თბილისის მერს ჰკითხა რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინა მის დასანქცირებას გეგმავს.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

    რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

    რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ  საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

    “ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები – ზურაბიშვილიჰბბ

    [contact-form][contact-field label=”Name” type=”name” required=”true” /][contact-field label=”Email” type=”email” required=”true” /][contact-field label=”Website” type=”url” /][contact-field label=”Message” type=”textarea” /][/contact-form]

    იუივჰ

    [contact-form][contact-field label=”Name” type=”name” required=”true” /][contact-field label=”Email” type=”email” required=”true” /][contact-field label=”Website” type=”url” /][contact-field label=”Message” type=”textarea” /][/contact-form]

    თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თვქენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

    რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი,იჰიიიი რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე.

    მიმართა პარლამენტში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს.

  • ბილბორდებზე ჩაგენაცვლეთ, რადგან არავის უნდოდით – კობახიძე ზურაბიშვილს

    თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, რატომ? იმიტომ, რომ არავის უნდოდით პპრეზიდენტად არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში

    ასე მიმართა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში.

  • ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. მას ბენ გურიონის აეროპორტში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი დახვდნენ.

    აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ამერიკელების ოჯახებს, რომელთა ნათესავებიც ჰამასს მძევლებად ჰყავს აყვანილი.

    ბაიდენს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები არაბ ლიდერებთანაც ამანში, თუმცა ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოში წუხელ მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამ მოგზაურობის მეორე ნაწილი უკვე გაუქმებულია.

  • კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნით და პატივისცემით, არ ვიქნებით – ნაცვლიშვილი

    კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნით და პატივისცემით, არ ვიქნებით – ნაცვლიშვილი

    ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის თხოვნა, რომელსაც უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების დროს აქვს სურვილი, რომ იყოს მარტო ქართულ ოცნებასთან. ამ ვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნით და პატივისცემით, არ ვიქნებით. რაც შეეხება დებატებს და მანამდე პოლიტიკურ პროცესს, ეს ცოცხალი პროცესია და ვნახავთ.

    აცხადებს ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

  • მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაში – წითლიძე

    ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია გვქონდა ამასთან დაკავშირებით თავიდანვე, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთოდ არ ვაპირებთ [მონაწილეობის მიღებას]. ეს პროცესი, როგორც კი დადგება დღის წესრიგში, დღეს სხვა საკითხებიც არის, გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სხვა საკითხებში, ცხადია, დღის წესრიგი რომ დამტკიცდება, ვიქნებით სხდომათა დარბაზში, თუმცა, რეალურად, მაშინ, როდესაც ამ საკითხის განხილვა დაიწყება, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაზე. ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია რეალურად გვაქვს, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისი, რომ ახლა საქართველოს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით, ჭირდებოდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. არ არსებობს მიზეზი, სამართლებრივ მიზეზს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რის გამოც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყეს. თუ ვინმე არღვევს ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, არღვევს ქართული ოცნება, რომელიც უკარგავს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანას მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

    მეტი რა უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის თავს, რომ მან გაბედოს და ეს თქვას… მე არ მგონია სალომე ზურაბიშვილი იმდენად გულუბრყვილო იყოს, ეგონოს, რომ მხოლოდ კობახიძე და მდინარაძე არიან იმპიჩმენტის შემოქმედი და ბიძინა ივანიშვილმა არაფერი არ იცის ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკოს ღიად იმაზე, ჰგონია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ჰგონია, თუ არა, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კობახიძე კი არა, ბიძინა ივანიშვილია.

    ამბობს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე მთავარ არხთან საუბარში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით.

  • ვერ გაიაზრა, რომ ეს არაა მისი სასახლე, იქ ვინც უნდა, ის მიიწვიოს – ზარქუა პრეზიდენტზე

    ქალბატონმა პრეზიდენტმა  ვერ გაიაზრა, მოვიდა ახლა აქ და გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები. კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე, იქ ვინც უნდა, ის შეუძლია მოიწვიოს. ორი დღეა გვევაჭრება. უნდა რაღაც სტუმრები და შოუ რომ დადგას. ოპოზიციასაც მიმართა, გარეთ დამელოდეთო. საგიჟეთში ვცხოვრობთ. პარლამენტში უნდა, რომ ადვოკატებით მოვიდეს? ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ერთ-ერთი რიგითი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს, მისი მოვალეობები, კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ და თუ გაიგებს, გაიგებს.

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.

  • ისრაელის არმია: ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაზე “ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით  ალ აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმა პალესტინელი ბოევიკების სარაკეტო თავდასხმის შედეგი იყო.

    „ისრაელის არმიის  ოპერატიული სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტერორისტებმა ღაზას სექტორში რაკეტები გაისროლეს, რაკეტები დაფრინავდნენ ღაზას სექტორში ალ-აჰლის ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში, როდესაც საავადმყოფოზე დარტყმა მოხდა. სადაზვერვო მონაცემები  მრავალი წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ ისლამური ჯიჰადი პასუხისმგებელია ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალზე წარუმატებლად გაშვებული რაკეტის დაცემის გამო“.–ნათქვამია განცხადებაში.

    ღაზაში მდებარ ალ–აჰლის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა გვიან საღამოს მოხდა. ღაზას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაიცვალა ასეულობით ადამიანი, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია. ჰამასის ინფორმაციით დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი.

    ალ–აჰლის ბაბტისტური საავადმყოფო ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჰამასი აცხადებს, რომ ნანგრევებში შეიძლება უამრავი მსხვერპლი იყოს.

    ბრიტანელ–პალესტინელი ქირურგი, პროფესორი ჰასან აბუ სიტა ამბობს, რომ ის ოპერაციას ატარებდა, როცა საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა და საავადმყოფოს ნაწილს ცეცხლი მოედო.

    ისრაელის არმიამ აფეთქებისთანავე განაცხადა, რომ მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და ისრაელის არმიის სამიზნე ღაზას საავადმყოფო არ ყოფილა.

    ჰამასი საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.

  • ATACMS-ის რაკეტები უკრაინაშია – უკრაინელებმა რუსეთის პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანეს

    გასულ ღამეს, ოკუპირებულ ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი რაკეტები.

    რუსული წყაროების მიხედვით, ეს იყო ყველაზე მძლავრი დაბომბვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

    უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამერიკული ATACMS-ის რაკეტები უკვე უკრაინაშია და მათი მეშვებოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.

    • “ATACMS-ები უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის ტექნიკას მათი მეშვეობით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! რუსები უკვე ფოტოებს აქვეყნებენ”. – წერს გონჩარენკო.

    უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე დარტყმების შედეგად, დაზიანდა რუსების ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.

    ATACMS-ის ტიპის რაკეტები აშშ-მა უკრაინას ცოტა ხნის წინ გადასცა. რაკეტის მოქმედების მანძილი 160-დან 300 კმ-მდეა და იმის გამო, რომ რაკეტა ბალისტიკურია, მისი ფრენის სიჩქარე ბევრად აღემატება Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს.

    ”გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.

    • რაკეტა შეიარაღებაში 1998 წელს შევიდა, სიგრძე 3,96 მეტრი
    • დიამეტრი 610 მმ
    • მასა 1320 კგ
    • ქობინის მასა – 160 კგ
    • ქობინის შემადგენლობა – 275 ცალი M-74 ელემენტი.
    • ფრენის მანძილი – 300 კმ
    • დამინების სისტემა – GPS/INS
    • სიზუსტე – 100 მეტრი.ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან. ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.”- აცხადებს შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი.

    უცნობია თუ რა რაოდენობის Atacms-ის რაკეტები მიაწოდა ამერიკამ უკრაინას.