Category: სლაიდერი

  • გამოგვეცხადა პავლიკ მოროზოვად, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე – კობახიძე ზურაბიშვილზე

    მისი გამოსვლის ტექსტი არა მარტო ინსტიტუტების მიმართ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ, ისეთ პასაჟებს შეიცავდა, რაც ზრდილობის ზღვარს მიღმა გადიოდა. განსაკუთრებით მძიმე ის პასაჟი იყო, რომელიც შვილების თემას უკავშირდებოდა. ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, მაგრამ ეს დაწერილი ტექსტი იყო – ზურაბიშვილს ქაღალდზე პავლიკ მოროზოვის ტექსტი ჰქონდა დაწერილი და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით, გუშინ სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკ მოროზოვი, რომელმაც ნიკო ნიკოლაძე გაყიდა. ეს ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება იყო.

    ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტის განხილვის დროს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

  • თუ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის – დეკანოიძე

    „ეს არის გაფრთხილება, რომელიც მას მისცა კობახიძემ. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის.[…] ივანიშვილის მითოლოგიზაცია არის ძალიან საშიში. ის არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და დაკავებულია საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებით, ამიტომ მას არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი. მმართველი პარტია, რომელიც ასევე დაკავებულია რუსული გავლენების გაძლიერებით, არის მისი სახე. ყველაფერს გამოაჩენს დრო, მე არ შემიძლია წინასწარმეტყველება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ იმპიჩმენტი იყო პროცესი პროცესისთვის, რომლითაც მმართველი პარტია შეეცადა, გადაეფარა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ეხება ფარცხალაძის დასანქცირებას, ღარიბაშვილის კორუფციას და ა.შ.”

    ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს”.

  • ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს – ლავროვი

    „ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, რომ ყველაფერი ირანს დააბრალონ, რაც საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. მე მჯერა, რომ ირანის ხელმძღვანელობა საკმაოდ პასუხისმგებლიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და ცდილობს არ დაუშვას კონფლიქტის რეგიონში გავრცელება.[..]ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფხენიანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი – შამბა

    “ჩვენ ისეთი ურთიერთობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროზეა მორგებული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი”,

    აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შამბა.

  • “დემოკრატიული ინსტიტუტები ოლიგარქზე მდგრადები აღმოჩნდნენ” – კრამონი იმპიჩმენტზე

    “დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ, ვიდრე ოლიგარქი. ვულოცავ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას. ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი დეკემბერში”,

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტის ჩავარდნას ეხმაურება.

  • ვიდრე სააკაშვილს არ შეიწყალებს, ზურაბიშვილით აღფრთოვანება პოლიტიკური ფარისევლობაა – მანჯგალაძე

    „იმპიჩმენტის ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სიამოვნება შედეგის გარეშე, დანარჩენი საკითხები რომ გადაიფარა თემები, კანდიდატის სტატუსს შეუქმნეს პრობლემა, კიდევ უფრო დააზიანეს ეს პროცესი და ეს სახეზეა, ამაზე მეტყველებს პარტნიორების განცხადებები, რომლებიც ევროპული ვიზიტების გამო იმპიჩმენტს განიხილავენ როგორც ხელშემშლელ ფაქტორს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის ნამდვილად ასე. ეს არის რუსული საქმე, როცა ფორმალურად სჯიან პრეზიდენტს იმის გამო, რომ ევროპაში ცდილობდა პარტნიორებთან კონტაქტს. ჩვენ ასევე ვიცავდით არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ ინსტიტუციას, გვინდა რომ არაფორმალური მმართველობა არ იყოს, ქვეყანას არ ჰყავდეს ჯიბის პრეზიდენტი, ჯიბის სასამართლო, ჯიბის მთავრობა და პარლამენტი, მაგრამ კითხვის ნიშნები სალომე ზურაბიშვილის მისამართით არ მოხსნილა, ის არ საუბრობს იმაზე, რომ ყველაფრის დირიჟორი იყო ივანიშვილი და როცა საუბრობს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ფარცხალაძეს შეუწყვიტა მოქალაქეობა, ფარცხალაძის კადრები მართავენ პროკურატურას დღესაც და მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო ტყვე რეჟიმის, ამიტომ ვიდრე ის არ იწყალებს სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანება არის პოლიტიკური ფარისევლობა”,

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

  • აბსოლუტურად სიმბოლურად მივაჭირე ხელი წითელ ღილაკს – ელისაშვილი

    აბსოლუტურად სიმბოლურად, ჟურნალისტების დასანახადაც დემონსტრაციულად მივაჭირე ხელი წითელ ღილაკს. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის თეატრის მოწინააღმდეგე ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ეს იყო გაუგებარი აბსურდის თეატრი. რას ემსახურებოდა, რატომ დაიწყო, რატომ დამთავრდა ასე, რა გააკეთა ამით ქართულმა ოცნებამ, ვერ ვხვდები, სიმართლე გითხრათ.

    დღეს, ჩემი აღქმით, ამ საქმიდან გამარჯვებული გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვერ გადააყენეს. სამი კვირა რატომ წვალობდა ქართული ოცნება, სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში თითქოს არ გვქონდეს. აბსურდის თეატრი იყო და ამ აბსურდის თეატრში მინდოდა, ჩემი პოზიცია მეჩვენებინა

    განაცხადა მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა,  რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

  • პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

    პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

    საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. “ქართულმა ოცნებამ, საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა და  იმპიჩმენტი ჩავარდა.

    საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

  • ბოლნისში მე-8 კლასელმა გოგონამ იმშობიარა

    ბოლნისში მე-8 კლასელმა გოგონამ იმშობიარა

    ბოლნისში მე-8 კლასელმა გოგონამ იმშობიარა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

    პო­ლი­ცი­ის­თვის ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და, რაც არას­რულ­წლო­ვან­მა იმ­შო­ბი­ა­რა.

  • ნეტა, პატარა კაცები იყვნენ – რუსეთის აგენტურა მართავს ქვეყანას – ოქრიაშვილი “ოცნებაზე”

    ნეტა, პატარა კაცები იყვნენ – რუსეთის აგენტურა მართავს ქვეყანას – ოქრიაშვილი “ოცნებაზე”

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “რუსული ოცნების“ მენეჯმენტს “პატარა კაცები“ უწოდა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, ჩვენ გაგხადეთ პრეზიდენტი და არ ვართ პატარა კაცებიო.

    რა პატარა კაცები ?! მტერი, რუსეთის აგენტურა შემოგვეპარა ხელისუფლებაში. ნეტა, პატარა კაცები იყვნენ – ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურა გვიზის და მართავს ქვეყანას.

    მალე ქართველი ხალხი ამ აგენტებს ბოლოს მოუღებს!

    აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.