27 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე ჩართვა მექნება. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას, ჩემი ხმის დაბლოკვას მორიგ ჯერზე ნუ შეეცდება. თუ ლეპტოპით არ გამოგდით, ამის განხორციელება მობილური ტელეფონითაც უპრობლემოდ შეიძლება. რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებასა და ჩემთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით. რატომ ვერ შეძლებთ, პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.
მე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად გავწირე და ხალხი ყველაფერს ხედავს. დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ მომენტში თავის სიტყვას იტყვის. ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადებაა საჭირო. ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ.
Category: სლაიდერი
-

თავი ქართველების დასახმარებლად გავწირე და ხალხი ყველაფერს ხედავს – სააკაშვილი
-
ასეთ ტონს, რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, არ მივიღებთ! – პესკოვი ბაიდენზე
“არ მივიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ.[…] ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რიტორიკა შეეფერებოდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობიან ლიდერებს და არა მგონია, ის ჩვენთვისაც მისაღები იყოს”,
განაცხადა ამის შესახებ, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე ვლადიმირ პუტინსა და ჰამასზე.
-
ჰამასის დამარცხების შემდეგ, ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს – იოავ გალანტი
“ჩვენ პირველ ფაზაში ვართ, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია [საჰაერო თავდასხმებით] და მოგვიანებით [სახმელეთო] მანევრით, რომლის მიზანიც ტერორისტების განადგურება და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა ჰამასის დასამარცხებლად და გასანაგურებლად.[…] მესამე ნაბიჯი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ახალი უსაფრთხოების რეალობის შექმნა ისრაელისა და მისი მოქალაქეებისთვის.”
ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
-
წინა ომბუდსმენი იყო გურული, მე სვანი ვარ, ტემპერამენტში განსხვავება იქნება – ლევან იოსელიანი
”წინა სახალხო დამცველთან შემადარეთ ბატონო როსტომ (ჩხეიძე) და ტემპერამენტი დამიწუნეთ, როგორც თქვენი გამოსვლიდან გავიგეთ. არც ვიცი, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან ეს თქვენი მოსაზრება იყო, რომელიც ჩემს შესახებ თქვით. უბრალოდ, ალბათ, დრო რომ გავა, გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად გეტყვით, რომ წინა სახალხო დამცველი იყო გურული, მე ვარ სვანი, ბუნებრივია, ტემპერამენტში იქნება განსხვავება. ეს ხუმრობით, მაგრამ, ალბათ, დრო უკეთესად გამოაჩენს და შეიძლება, თქვენი წუხილები განქარვდეს უკვე შემდგომი ანგარიშების დროს”.
განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამოსვლისას.
-
რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან – ფონ დერ ლაიენი
“რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, ჰამასს კი ირანის მხარდაჭერით, სურს გაანადგუროს ისრაელი. ირანი ჰამასის მფარველია, ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი ირანისგან შეიარაღებას ყიდულობს და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან.[…] ტერორისტები, რომლებმაც მხარს უჭერებენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს გაჩერდებიან. შესაბამისად, ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ საშინელების წინაშე დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს – ჩვენ ისრაელის მხარეს ვართ”
აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
-
კარგი იქნება, თუ აშშ იმ შეზღუდვებს მოხსნის, რაც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა – პაპუაშვილი
“7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მოსამართლეებს ვგულისხმობ, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს მე მაფიქრებს, რომ ამ მოსამართლეების შემთხვევაში, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს […] აშშ-ს ახალ ელჩსა და მის მოღვაწეობას, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჩვენ იმედით ვუყურებთ. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს მოხსნიდა, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქის მიმართ დაწესებული აქვს. ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი იქნებოდა – იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს და არც საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით”
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
-
მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო – დანილოვი
“მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მერე იყო 2014 წლის თებერვალი. უბრალოდ, ეს [ომი] იყო “გაციებულ” მდგომარეობაში და ახლა ის აქტიურ ფაზაში შევიდა. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგია.
უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა… და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლო მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს”
აცხადებს ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი.
-
არ მგონია, გონივრული იყოს EU-ზე ვეტოს დადება-პაპუაშვილი “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე
“ვეტოსკენ მოწოდებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს მოიკითხოს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება. არ მგონია, რომ გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება. ეს ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ”.
თქვა პარლამნეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა “მაუწყებლობის შესახებ კანონში” შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
-

ქოცების მატარებელი ჩრდილოეთისკენ მიდის, ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე – ოქრიაშვილი
სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვები, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურასთან დაკავშირებით, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე საზოგადოებას და მათ შორის, მეც მეგონა. ლილუაშვილს ორი მთავარი მესიჯი ჰქონდა:
1. ფარცხალაძეს, რომელიც საქართველოს გენპროკურორი იყო, სულ ცოტა ხნის წინ რუსული პასპორტი არჩია ქართულს და მარტო ესეც საკმარისია, რომ რუსად ვაღიაროთ – სულაც არ მიიჩნევს აგენტად. ლილუაშვილი გვევლინება რუსეთის აგენტების მფარველად საქართველოში.
2. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეთ, ხელისუფლებაში ჩვენ უნდა დავრჩეთ, თუ გინდათ, რომ რეგიონში ატომური ბომბი არ აფეთქდესო. ჩვენ, “რუსმა ქოცებმა“ უნდა ვმართოთ და ვძარცვოთ ეს ქვეყანა, მაგრამ თან, თუ ბომბი მაინც აფეთქდა, ვერ დაგიცავთო. რისი და ვისი დამცველები არიან, ხომ ხედავთ, რუსულ პასპორტებს იმზადებენ და დედაბუდიანად რუსეთში გასაქცევად ემზადებიან. ისრაელმა ვერ დაიცვა თავი 500 მოიერიშე თავდამსხმელისგან და ესენი დაიცავენ ატომური ბომბისგან რეგიონს და საქართველოს?!
ორი მიმართვა მაქვს: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და საქართველო, უკრაინა და ნათელ მხარეს მდგომი მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს. და მეორე – მივმართავ “ქოცბანდაში“ დარჩენილებს და მათ მხარდამჭერებს: უკვე რამდენჯერ დამტკიცდა, რომ “ქოცების“ მატარებელი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის. ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე!
გამარჯვება ჩვენი იქნება!
-
ოჩამჩირეში მინიმუმ 3 წელი დასჭირდება, რომ პორტმა დიდი გემების მიღება შეძლოს- ლილუაშვილი
“ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე, თუმცა მინდა გითხრათ, ცოტა პატარა ისტორიას მოგიყვებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, კატარღებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე.
არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა დასჭირდება სულ მცირე 3 წელიწადი”,
აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.