Category: სლაიდერი

  • 8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს – პაპუაშვილი

    რაც შეეხება თავად ამ სტატუსის საკითხს, ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ, მათ შორის თანამედროვე ევროპულობის გაგება გვაქვს, ქართული ევროპულობის გაგება გვაქვს, მე იმედი მაქვს, 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება.

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი ორის ეთერში კანდიდატის სტატუსზე.

  • ფარსი ნარატივი, თითქოს საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს – კობახიძე რუსების შემოსვლაზე

    ამ ენაზე, სხვათაშორის, ძალიან ბევრი, ათასობით და ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე საუბრობს, ესეც რომ იცოდეს სალომე ზურაბიშვილმა. ეს ერთი. ანუ ენა რა შუაშია, მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოში. ყალბი ნარატივი იყო, რომ თითქოს ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას და ასე შემდეგ. იყო სამი ტალღა შარშან ამ ქსენოფობიური კამპანიის, წელსაც იყო ერთი ტალღა ამ ქსენოფობიური კამპანიის. სინამდვილეში ხომ გაირკვა, რომ სრული ფარსი იყო საუბარი ამ საფრთხეებთან დაკავშირებით.

    ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხებოდა.

  • არესტოვიჩი უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს. ინფორმაცია ამის შესახებ მან გამოცემა Interfax უკრაინას დაუდასტურა. არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა.

    “სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – ამბობს არესტოვიჩი.

    ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული, არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა

  • არანაირი არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი – კალაძე

    „თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიცით რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამის გამოყენება.

    მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ყველაფერი ზედმიწევნით გაკეთებულია, გარდა ამისა იყო დამატებითი მოთხოვნები და ესეც შესრულებულია. დარწმუნებული ვარ და გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. შეიძლება რამე განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსის თემა ისეთ დონეზე აწიეს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა

  • მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ბერაიას ენით მაფრთხილებენ.. არ ვაპირებ გაჩუმებას, არ იმუშავებს შანტაჟი – აქუბარდია

    “პირად ცხოვრებაზე აქცენტი მისი მხრიდან, ასეთი ბინძური მეთოდები, ეს ხომ სუს-ის მეთოდია. დიდი ბოდიშით, მაგრამ სუს-ის ე.წ. კრებსები ვინმეს დაავიწყდა? დაზარალებულის სტატუსიც კი აქვთ პროკურატურიდან ჟურნალისტებს მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატებზე, პოლიტიკოსებსა თუ სასულიერო პირებზე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ეს იყო გაფრთხილება, რომ თუ არ გაჩუმდები, რაღაც ფაბრიკაციებს, სავარაუდოდ, ფიქრობენ.

    მე არ ვმუშაობ განათლების კომიტეტში, მე ვმუშაობ თავდაცვის უშიშროების კომიტეტში და მე მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ იმდენად რთული მოცემულობის მოადგილე ვარ, რომ არ შეიძლება გაკავება ჩემი, გაბედონ და ჩამომართვან დაშვება საიდუმლოებაზე. ამ შემთხვევაში, სუს მაძლევს ამ დაშვებას და არა – ირაკლი ბერაია. მაგრამ, როდესაც ირაკლი ბერაიას ენით მაფრთხილებენ, მე არ ვაპირებ გაჩუმებას და ეს არის ჩემი გაფრთხილება, მათ შორის თუ რამე გეგმა არსებობს დამატებით, რომ გამაჩუმონ, არ იმუშავებს ეს ფორმა მათი არც შანტაჟი, არც ზეწოლა”,

    ამის შესახებ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ფორმულას დღეში განაცხადა.

  • “მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ” – ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

    გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს”,

    ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს და ავერსის კლინიკიდან გაქქცეულ სამ პატიმარს მიმართავს.

  • უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული – ხაზარაძე

    “საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს  ტრადიციებს,  ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის  ღირსების მცველი იყო.
    ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს  ხდის ქალებზე  სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს.
    გუშინდელ ინციდენტს შეესწრო არაერთი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან.  როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად ასეთ დროს?
    უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული.”

    აცხადებს  “ლელო- საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების დეპუტატი კაცების მხრიდან, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასა და მათი მისამართით უცენზურო გამონათქვამებზე.

  • ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, გამოვიდა, მოიბოდიშა – მდინარაძე

    ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, გამოვიდა, მოიბოდიშა – მდინარაძე

    “როდესაც ადამიანს აღმოაჩნდება იმდენი ვაჟკაცობა, რომ მიხვდება ძალიან გადააჭარბა, ამას არ ვდავობ, არ შეიძლება იმის თქმა, რაც თქვა გუშინ, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად ასეთი ნათქვამისა, მას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა, არ არის მარტივი ამბავი. ისე რომ გამწარდები და ემოციურად იმ დონეზე მიხვალ ისეთ რაღაცას იტყვი, რაც თქვა, რომელსაც არაფერი ამართლებს, მაგრამ გამოხვალ შემდეგ და ბოდიშს მოიხდი. მეორე მხრიდან ამ დროს, ათასჯერ უარეს შეურაცხყოფაზე ბოდიშის მოხდა კი არა სინანულის ნატამალიც არ გვინახავს, მათგან მორალის კითხვას ვერ მივიღებთ”.

    თქვა “ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და ირაკლი იბერაიაზე.

  • სააკაშვილის შეწყალება თანამზრახველობა იქნება, პასუხისმგებლობას გაიზიარებს – მდინარაძე ზურაბიშვილზე

    სააკაშვილის შეწყალება არის თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში აკეთა და არა მხოლოდ 2003-2012 წლებში, იქ ფიზიკურად შეეხო და რასაც აკეთებდა, უბრალოდ გამეორებაც აღარ მინდა. და მას შემდეგ რასაც აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, დამატებული, ამაზეც პასუხისმგებლობის აღება იქნება. თუ ეს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, მაშინ, ალბათ, შეიწყალებს კიდევაც, თუმცა გაკვირვებით აღარაფერი აღარ გაგვაკვირვებს, გამორიცხულია.

    რაც მოვისმინეთ ბოლო დღეებში, ამ ტრიბუნიდან და ა.შ. და ამდენი დღეა უკვე გასული, ქალს, პრეზიდენტს, ჩვენს მიერ მხარდაჭერილს, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილს ვერ წამოვაცდენინეთ საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ახლა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და ვიმარჩიელოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას? უპროგნოზო ამბავია. ყოველ შემთხვევაში, უნდა იცოდეს, რომ ის პასუხისმგებლობას აიღებს და გაიზიარებს სააკაშვილის 3-12 წლებში და მას შემდეგაც ჩადენილ მავნებლობებზე, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ.

    ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე

  • იმპიჩმენტს ძლივს გაქცეულ პრეზიდენტს საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებენ – კარასინი

    ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

    ”ზურაბიშვილი ისევ რუსეთის თემაზე პარაზიტირებს. ახლა, იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც “მტრის ენაზე საუბრობენ“. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის. მსგავს საჯარო გამონათქვამებს ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებ. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისშიც ესმით”. -აცხადებს კარასინი.

    ცნობისთვის, ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”.