Category: სლაიდერი

  • პირადად ვარ შეურაცხყოფილი იმით, რაც მოხდა, უნდა გადადგე – ელისაშვილი ბერაიაზე

    მე პირადად ვარ შეურაცხყოფილი იმით, რაც მოხდა გუშინ, ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი… ირაკლი, ნუ აჯანჯლებ ამ ამბავს. იმ სფეროს აყენებ შეურაცხყოფას, რომლის კომიტეტის თავმჯდომარეც ხარ. უნდა გადადგე თანამდებობიდან, მორჩა და გათავდა. არ შეიძლება ამის გაჯანჯლება… ჯერ კაცები და ქალები ვართ, არ დავბადებულვართ დეპუტატებად.

    ასე  მიმართა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ბერაიას.

  • არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ, მიიღეთ პასუხი?! – პაპუაშვილი

    “არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს. მიიღეთ პასუხი?! დაკმაყოფილდით?! იჯექით ასე”.

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი .

  • დატოვოს თანამდებობა! – თეონა აქუბარდია ბერაიაზე

    ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით – ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, ის არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ მაგრამ დისკრედიტაცია მან რაც წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ, ეს მოუბრუნდა მას და ამით მან დაამთავრა როგორც თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე არ მგონია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. თქვენთვისვეა უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს და მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა”

     

    აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

  • ბერაიამ ბოდიში მოიხადა, ველოდებით ბოდიშს ოპოზიციონერი კოლეგებისგან – სამხარაძე

    “ბატონმა ბერაიამ ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა უკვე. შესაბამისად, მისი მხრიდან მან თვითონვე აღიარა, რომ ზედმეტი მოუვიდა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ბოდიშს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან იმ ეპითეტები გამო, რომელსაც ისინი თვეების განმავლობაში ქართული ოცნების დეპუტატებს, მათ შორის, ქალ დეპუტატებს ეუბნებიან ხოლმე და აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ არასოდეს მათგან ბოდიში არ მოგვისმენია.”

    აცხადებს  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი ბერაიას უცენზურო და შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით.

  • პარიზში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ბურკაში გამოწყობილ ქალს, რომელიც მატარებლის მგზავრებს ემუქრებოდა

    საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარიზში ანტიტერორისტულმა პოლიციელებმა ბურკაში გამოწყობილ ქალს ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც მატარებლის მგზავრებს ემუქრებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა პოლიციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა. მის მიმართ 8 გასროლა მოხდა და ქალი დაიჭრა.

    როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი შეიარაღებული არ იყო.

    განგაში სამგზავრო მატარებლის მგზავრებმა პარიზის მე-13 ოლქში გამოაცხადეს. საქმეში პოლიცია ფრანსუა მიტერანის ბიბლიოთეკის სადგურზე ჩაერია..

    კონკრეტულად როგორ დაემუქრა ქალი მგზავრებს, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ის ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ (ანუ „ალაჰი დიდია!“).

    პოლიციის ცნობით, ოფიცრებს შეეშინდათ მათი და მგზავრების უსაფრთხოების გამო, და ამიტომ ქალს ცეცხლი გაუხსნეს. ქალს ჭრილობა მუცელში აქვს მიყენებული და ახლა მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

    პარიზის პრეფექტის, ლორან ნუნესის თქმით, ეს შეიძლება იყოს იგივე ქალი, რომელიც 2021 წელს უკვე დაემუქრა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იცავენ მნიშვნელოვან ობიექტებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისგან.

    შემდეგ ეს ქალი ფსიქიკური მდგომარეობის გამო გარკვეული დროით იზოლირებული იყო.

    როგორც მთავრობის სპიკერმა ოლივიე ვერანმა აღნიშნა, პოლიციელებს, რომლებმაც ეჭვმიტანილს ესროდნენ, დამაგრებული ჰქონდათ ვიდეოკამერები, რაც ხელს შეუწყობს ინციდენტის ზუსტი გარემოებების გარკვევას, რაზეც ერთდროულად ორი გამოძიება დაიწყო. ერთი ეხება თავად ეჭვმიტანილის ქმედებებს, მეორე გამიზნულია იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამართლებული იყო იარაღის გამოყენება.

    ინციდენტი მოხდა საფრანგეთში დაძაბულობის ფონზე, რომელიც  ისრაელსა და ჰამასს შორის ომით არის გამოწვეული.

    ამ თვის დასაწყისში ქვეყნის სამხრეთით სკოლის მასწავლებელი მოკლეს და ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, თავდამსხმელი ასევე ყვიროდა „ალაჰ აკბარ“. ამ ინციდენტის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული განგაშის უმაღლესი დონე შემოიღეს.

    საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ანტისემიტიზმის ზრდის გამო
    ბოლო დღეებში ასევე მოხდა რამდენიმე ანტისემიტური ინციდენტი პარიზში და მის გარშემო. ზოგიერთ რაიონში დავითის ვარსკვლავები კედლებზეა დახატული, როგორც ეს ერთ დროს ნაცისტურ გერმანიაში იყო.

    ზოგადად, შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერალდ დარმანინის თქმით, 7 ოქტომბრიდან, როცა ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, 850-ზე მეტი ასეთი აქტი დაფიქსირდა.

    „ვტირი, რადგან ისევ ვხედავ იმავე სიძულვილს, რომლითაც ბავშვობაში გვეპყრობოდნენ და ამის გაგება არ შემიძლია“, განუცხადა BFMTV-ს იმ სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც დავითის ვარსკვლავი გამოჩნდა.

    როგორც ამ ტელეარხის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ანტისემიტური გამოხტომები ქვეყნის მოსახლეობის 83%-ს აშფოთებს.

    პარიზის ერთ-ერთი ჩრდილოეთ გარეუბნის მერმა, კარიმ ბუმრანმა მოითხოვა „ანტისემიტური და რასისტული“ გრაფიტის ავტორების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.

    პარიზის მერის მოადგილემ, ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ კედლებზე დახატული დავითის ყველა ვარსკვლავი გადაიღებება და ამ ინციდენტებზე გამოძიება ჩატარდება.

  • ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს – ნინო ლომჯარია

    რუსეთის შეკვეთით ნახევარი საქართველოს აგენტებად რეგისტრაციას და დევნას რომ კაცები მხარს დაუჭერენ, იმათგან რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს გუშინ ირაკლი ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს.

    თეონა აქუბარდია, ანა წითლიძე – საკუთარ თავზე მეტი თქვეს, ვიდრე თქვენზე. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ!

    განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

  • ნიკა გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

    “ჩემთვის ქივორდი, ანუ ამოსავალი სიტყვა, არის ახალი, ახალი შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოხდება ძველი კონფიგურაციების ფარგლებში, ეს მოხდა ახალი კონფიგურაციების მეშვეობით, თუ როგორ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება და უნდა იყოს ახალი. მე მთელი ცხოვრება ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 15 წელი ნამდვილად, გავხსნა ახალი შესაძლებლობები, გავხსნა და შესაძლებლობა მივცე ახალ ხალხს, 2024 წელი, ეს იქნება ან ახალი საქართველოს გამარჯვება და ახალი საქართველოს, ასე ვთქვათ, აღმოჩენა, დაფუძნება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან იქნება საქართველოს დასასრული, დამარცხება.

    კობახიძე ალაპარაკდა ოპოზიციაზე და ჩემზე მათ შორის, როგორც ცალკე სუბიექტზე და დღეს მამუკა მდინარაძეც, ამას მე ავხსნი. [თქვენ ხართ ერთ-ერთი ვინც დასახელებულია სტატუსის წინააღმდეგ მუშაობაში შემჩნეულებს შორის] ესეც შეუძლიათ დადონ ეს ჩანაწერები, იმიტომ, რომ მე ამას ღია დისკუსიებში ვლაპარაკობ, მე არაფერს არ ვმალავ, ჩემი ძლიერი მხარეც ეს არის და სუსტი მხარეც ეს არის, პირდაპირი ადამიანი ვარ, ბევრს ვიგებ ამის გამო და ბევრს ვაგებ კიდევაც, მაგრამ ასეთი ვარ და არ ვაპირებ შევიცვალო”,

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

  • Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია – ილონ მასკი

    Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას ამის შესახებ,  ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი X-ზე (Twitter-ზე) წერს.

    Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!”. – წერრს ილონ მასკი საკუთარ X-ზე.

    ინტერნეტის მიმღები დანადგარის ღირებულება საქართველოში 1 780 ლარის, ხოლო სერვისის ყოველთვიური საფასური 160 ლარი იქნება.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    მიწიქსვეშა ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • “მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაა” – დავითაშვილის პირველი კომენტარი პუტინთან ვახშმის შემდეგ

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი  პეკინში გამართული ბანკეტის შემდეგ რომელსაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა,  პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “მასპინძელი ქვეყნის მიმართ პატივისცემას” უწოდებს. მისი თქმით, ბანკეტზე მონაწილეობა “იმ პატივისცემიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც საქართველოს აქვს ჩინეთის მიმართ”.

    ჩვენ ვიყავით მოწვეული პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, პრეზიდენტის მოწვევა იყო პირადად დელეგაციების წარმომადგენლების და ხელმძღვანელების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მასპინძელი მხარე როდესაც გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, როდესაც ვიღებთ ამ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ ფორუმის. ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი-მ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები და ასევე, სახელმწიფო მეთაურების განლაგება, მათ შორის დელეგაციების, იყო გამიჯნული. […] ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლის დაცვა. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რაიმე ტიპის სხვა ჟესტი“, – აცხადებს დავითაშვილი.