Category: სლაიდერი

  • საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს – ინაშვილი

    საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს – ინაშვილი

    საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს –  ასე ეხმაურება, პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული საპატრიარქოს განცხადებას.

    “სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს! – წერს ინაშვილი.

    ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”.  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

  • აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა! – საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიან ხატზე

    აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა! – საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიან ხატზე

    მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სადაც სტალინიცაა გამოსახული, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატზე, კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება  დახატული იყოს  როგორც წმინდანი, ისე მწვალებლებიც.

    „წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

    საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

    ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

    მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • “რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, მსოფლიოში კი მეხუთე” – პუტინი

    “რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, გაუსწრო გერმანიას, ხოლო მსოფლიოში მეხუთე – ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთისა და იაპონიის შემდეგ. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვეცადოთ ერთ სულ მოსახლეზე. ამიტომ, არის რაღაც სამუშაო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ეს არის არა მოსახლეობა მშპ-სთვის, არამედ მშპ მოსახლეობისთვის”.

    აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

  • ძაღლზე ძალადობისთვის ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური – ბადრი გრიგალაშვილი

    ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე.

    თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.

    პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა.

    ასე ეხმაურება, პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი  მარნეულში მარნეულში მომხდარ ფაქტს, სადაც მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა და ცემით მოკლა.

    ძაღლზე მოძალადე გალიფ გოიუშოვს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

  • 11 თვის მონაცემებით, მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

    გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „2023 წლის 1- ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.- ნათქვამია განცხადებაში.

  • აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ

    აქტივისტ ნატა ფერაძესთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

    “აქციის დაშლის შემდეგ ალტ-ინფოელები დაესხნენ. ლორენას ორჯერ დაარტყეს. ერთ ბიჭს ოთხი ალტინფოელი დაესხა, ჩხუბის დროს მიწაზეც წააქციეს.[…] ალტინფოელების თავდასხმის შემდეგ ლორენა სასწრაფო ეკიპაჟმა შეამოწმა”. – წერს მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილი სოციალურ ქსელში.

    აქტივისტები ნატა ფერაძის სახლთან მის მხარდასაჭერად მივიდნენ, ისინი ამბობენ, რომ მათ მოძალადეებს ძალიან ახლოს ჩაუარეს, რა დროსაც მათ აგრესიის გამოხატვა დაიწყეს. “იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ მიერ, მივბრუნდი, ვკითხე ვის შეაგინე-თქო და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება”, – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

  • პუტინი ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ მას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    „ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.

    რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით თუ ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ…

    მათ [რუსებმა] ფინეთზე დაიწყეს ლაპარაკი, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

    ხვალ, 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია  თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მეორე ხეივნის, კრწანისის, გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • ”ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა” – დავითულიანი კუბილიუსზე

    ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი დაემსგავსა ლევან ხაბეიშვილს და რატომ უნდა ჩაიგდოს ამ ასაკის კაცმა, რომელსაც ევროპარლამენტარი ჰქვია, თავი ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები. თუმცა ეს მისი პრობლემაა. მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ – იოცნებონ და იყვნენ.

    ოლიგარქიის განსაზღვრებას აქვს თავისი კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით, [ივანიშვილი ოლიგარქი] რა თქმა უნდა, არ არის.

    განაცხადა ამის შესახებ,  ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსზე

  • ”ალტ-ინფო მოდის საცემად” – ნატა ფერაძის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა [ვიდეო] 

    ”ალტ-ინფო მოდის საცემად” –  ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომელსაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

    ამ წუთებში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა ნატა ფერაძის სახლთან სადაც, როგორც თვითონ აცხადებს “ალტ ინფოს” მხარდამჭერები მიემართებიან.

    ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო სამების ტაძრიდან, რომელშიც ჩანს, იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს, აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

    პოლიციამ აღნიშნულზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.