Category: სლაიდერი

  • ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ რუსული სამხედრო ხომალდები შესაძლოა წელს მიიღოს – სერგეი შამბა

    “სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემის დაკავების არანაირი შემთხვევა არ გვქონია, საზღვაო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც და ჩვენც ვასრულებთ მათ”

    ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა რითიც  დაადასტურა, რომ ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ შესაძლოა რუსული სამხედრო ხომალდები უკვე რამდენიმე თვეში მიიღოს.

  • დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია.. არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს – გოცირიძე

    „არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს, რადგან არჩევნებამდე უნდა იქნას შესრულებული ევროკავშირის ვალდებულებები, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თუ წინასაარჩევნო გარემო იქნება ისეთივე, როგორც წინა არჩევნების დროს, უკვე ნახევრადლეგალიზებული ივანიშვილი გამოჩენილია პოლიტიკურ არენაზე და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე დაეკისრება მას. არ არის გამორიცხული დასანქცირებული ვიხილოთ, სანამ მოსკოვში წავა, თუკი მართლა წავა. მას ვერდიქტი გამოუტანა ევროპარლამენტმა, როცა თავის რეზოლუციაში ვერდიქტი გამოუტანა და მოსთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება. მორჩა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ვერ წაშლი, ვერსად გადააგდებ. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი და დანიის ელჩი წარმოადგენს დანიის მთავრობას, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ივანიშვილისთვის. ეს არის გზავნილი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და ძალაუფლების მიტაცება 2024 წლის არჩევნებში, ამ 9 რეკომენდაციიდან ნომერ პირველი მოთხოვნა არის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, ეს არის პირდაპირი მინიშნება, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით. კულუარულად, ალბათ, მიდის მასთან ამაზე საუბარი. მას უახლოვდება სანქციები. სტატუსის მიღებამდე მისი დასანქცირება ნიშნავდა სტატუსის არ მიცემას ქვეყნისთვის, დღეს უკვე სხვა ვითარებაა, დღეს არ იქნება დანდობა, ლოიალური მიდგომა. სტატუსის ჩამორთმევის არც მექანიზმი არსებობს და არც პრაქტიკაში მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ევროკავშირი განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება ხელისუფლების და პერსონალურად ივანიშვილის მიმართ”,

    ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა დანიის ელჩის OpEd-თან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

  • მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

    13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

  • რუსეთის ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის – ბუდანოვი

    „რუსეთი დღეს სულაც არ შიმშილობს, მისი ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ადრე ყველა პირიქით ფიქრობდა.[…]  დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის. ისინი უნდა შეხებოდნენ რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს: ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთლიანად ფინანსურ სისტემას”

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

  • შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის – არქიმანდრიტი მჭედლიშვილი

    “მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

    ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან”

    აცხადებს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

  • გახარია ბასიანში თვითნებურად შევარდა, 20 ივნისს კი ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა – კობახიძე

    “გახარია ბასიანში თვითნებურად შევარდა, 20 ივნისს კი ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა” – ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ეხმაურება და მას რამდენიმე ბრალდებას უყენებს.

    “გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს “დებატები” გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით.

    გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი:

    ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად ბასიანში და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა და ენჯეოშნიკმა ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით – რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ პირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია ნაცმოძრაობასთან და რატომ ჩაყვა ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერმინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას პირდებოდა.

    არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

    შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან”.- ამბობს კობახიძე.

  • 2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი ვერ შევამჩნიე – მეუფე ნიკოლოზი

    2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი ვერ შევამჩნიე – მეუფე ნიკოლოზი

    2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი – რომელსაც, რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას ხედავ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ, თუ გაინტერესებს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო – რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოისახება, თუ თვითონ ცხოვრება არ იცი, სცენების მიხედვით, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.სტალინის ისტორია, რომ ის მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია […] ის, რაც ამას მოჰყვა, ნამდვილი ვანდალიზმია. ეს არ შეიძლება, ეს არ არის საუბრისა და ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და [სტალინის გამოსახულება] ვიღაცას გაეპარა, ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არაა  […] შემომწირველებმა თქვეს, რომ წაიღებენ. იმხელა ხატს ასე ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ.

    ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მატრონა მოსკოველის ხატზე.

  • პირველად ისტორიაში ქართველი წყვილი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

    ქართული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხა.

    ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ასეთ დიდ ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ სპორტულ წყვილებში ლიდერობდნენ. მეტელკინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა მიიღეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ბოლო  დღეს თავისუფალი პროგრამის დროს ყინულზე ბოლო ნომრად მთავარი ფავორიტების რანგში გავიდნენ თუმცა ბოლო გამოსვლაში შეცდომები დაუშვეს. მათ 2 კომპონენტი ჩაუვარდათ და მსაჯებისგან მხოლოდ 124.84 ქულა მიიღეს, ჯამური ქულებით კი  ჩემპიონატზე  მეორე ადგილი დაიკავეს.

    ნახეთ წყვილის ბოლო გამოსვლა:

  • “უფლებების დამცველი” ანტისემიტი აღმოჩნდა – ისრაელის საელჩო დეისაძეზე

    საქართველოში ისრაელის საელჩო  მომღერალ ერეკლე დეისაძის კომენტარებს ეხმაურება და მას “ამაყ ანტისემიტსა” და “სამარცხვინო პიროვნებას” უწოდებს.

    ”ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა… გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა.
    7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში – საკუთარი მოქლაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკლვით და გოგონების გაუპატიურებით.

    ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ.

    როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია „ჰამასის“ სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში.
    ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა „ჰამასს“, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს.

    მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი „ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური.

    ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი.”- ნათქვამია განცხადებაში.

    დეისაძემ სოცილური ქსელის,  ერთ-ერთ პოსტზე კომენტარებში დაწერა: “ისრაელი არის ოკუპანტი სახელმწიფო […] მე არ მაქვს მათ მიმართ თანაგრძნობა, ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს”.

  • ეს საკადრო გადაწყვეტყვეტილებაა – პაპუაშვილი კეკელიძეზე

    “გუშინ ბატონ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა მქონდა. მე მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას. ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებასა და კომენტარს არ ვაპირებ, ვინაიდან, საქმე საკადრო გადაწყვეტილებას ეხება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია […] ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ის უფრო მეტი და დიდია, ვიდრე თითოეული ჩვენგანი ვართ, თითქმის 200-წლიანი ისტორიით. ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, მნიშვნელოვანია. ამის უკან მისი დიდი კოლექტივი დგას, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე იმ სახით მოგვიტანა, როგორიც ის არის და ასევე, იმ მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს”.

    პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა.