Category: სლაიდერი

  • როგორც ჩანს, ივანიშვილი არ ენდობა მოქმედ პრემიერს და არც მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს – თეონა აქუბარდია

    „ამ მოცემულობაში, როცა თავად ივანიშვილი ამბობს, რომ 3 კაცთან საუბარი საკმარისი აღარ არის და მან ასევე კორუფციის რისკებზე ისაუბრა და იმ შიშებზე, რის გამოც მობრუნდა პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარის სახით, ეს ყველაფერი თეორიულად უშვებს შესაძლებლობას, რომ არ ენდობა მოქმედ პრემიერს და მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ (როგორც თავად თქვა ივანიშვილმა), მის მიერ შექმნილი სისტემის შესანარჩუნებლად, შესაბამისად, ეს ერთპიროვნული უფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მას აღარ აქვს ფუფუნება ჩრდილიდან იმ ფორმით მართოს ქვეყანა, რა ფორმითაც მართავდა მიუხედავად იმისა, რომ საპატიო თავმჯდომარეობაც ჩრდილია და დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება ქვეყანაში თუ ის არ დაიკავებს პოლიტიკურ თანამდებობას და არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

  • ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს – პაატა იმნაძე

    ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს – პაატა იმნაძე

    ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია.

    კორონას პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასობრივად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ.

    ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

  • “ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?” – ზარქუა ივანიშვილის ახალ უფლებამოსილებებზე

    “ის, რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, პლუს ჩვენს საპატიო თავმჯდომარის პოზიციით, ხო. ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? ძალიან აქტიურია. უყვარს ეს ქვეყანა და, შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან მას ჰქონდეს უფლებამოსილება პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს. ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ,”

    ასე პასუხობს “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა პარტიის განახლებულ წესდებისა და ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილების შესახებ დასმულ კითხვას.

  • თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

    თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა  – ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქალი შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

    ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.

  • რუსეთის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად – კულება

    „ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი.[…]ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება“,

    განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება El Pais-თან ინტერვიუში.

  • არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კანდიდატურა, რომელსაც ივანიშვილი პრემიერის პოსტისთვის ინახავს, სუს-ის უფროსი ლილუაშვილია – მანჯგალაძე

    „ივანიშვილი კულისებიდან მართავდა და ახლა გადაწყვიტა გააფორმალუროს ეს ყველაფერი. სახელმწიფო მეთაურს წარადგენს არა თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე, ანუ “სულიერი ლიდერი”. ეს იგივეა დაახლოებით, ირანში რომ ჰყავთ აიათოლა, სულიერი ლიდერი, ისეთივე ფუნქციები აქვს მათ საპატიო თავმჯდომარეს. ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ ივანიშვილმა კარგად დაინახა „ქართული ოცნების“ „კლანებს“ შორის ხალხის ძარცვის ხარჯზე დაგროვილი ქონება და ერთ დღესაც შეიძლება ივანიშვილისთვის კი არა, საკუთარი ქონების გადასარჩენად იბრძოლოს. ეს უფლება იმიტომ დასჭირდა ივანიშვილს, რომ „ქართული ოცნება“ გახრწნის ისეთ ეტაპზეა მისული, რომ ივანიშვილი კი არ არის სულიერი ავტორიტეტი, არამედ მათ მიერ ხალხის ძარცვის ხარჯზე დაგროვებული ქონება. ეს არის მსგავსი ხელისუფლების ჩამოშლის მთავარი წინაპირობა, როცა იბრძვიან არა სულიერი ლიდერის, არამედ საკუთარი ქონების გადარჩენისთვის.

    „ქართულ ოცნებაში” არჩევნების წინ დიდი სათადარიგო სკამი არ აქვთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კანდიდატურა, რომელსაც ინახავს ივანიშვილი, რაზეც არავინ საუბრობს და არის კულუარებში, ეს არის სუს- ის უფროსი ლილუაშვილი. ამის გარდა „ქართულ ოცნებაში” არანაირი რესურსი არ არის, რომ ვინმემ ღარიბაშვილზე უკეთ გააკეთოს საქმე „ქართული ოცნებისთვის“. ორი ჯგუფია, ერთი კალაძის დაჯგუფებაა და ისინი ცდილობენ კალაძის გამოყვანას, მეორე ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილის შემდეგ მოვიდეს ლილუაშვილი,”

    ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” წესდებაში შეტანილ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პრემიერ- მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.

  • პუტინს არც კონფლიქტის გაყინვა სურს და არც მშვიდობა – კულება

    ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, რადგან დემოკრატია, უსაფრთხოება და მსოფლიოს კეთილდღეობა საფრთხეშია. უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიაზე – თუნდაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან [უკრაინისადმი] მხარდაჭერა შეწყდეს. თუნდაც რაციონალური თვალსაზრისით, წმინდა რეალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია დახმარების გაწევა ახლა, რათა მომავალში კრიზისი თავიდან ავიცილოთ.

    განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. 

  • 23 წლის, ცნობილი უკრაინელი მფრინავი “ლურჯი ჩაფხუტი” დაიღუპა 

    უკრაინაში,საბრძოლო დავალების შესრულებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 114-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის 23 წლის პილოტი, ვლადისლავ ზალისტოვსკი, მეტსახელად  “ლუჯი  ჩაფხუტი” (Blue Helmet) დაიღუპა. ის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სასწავლებელმა ასევე დაადასტურა მისი დაღუპვა.

    ვლადისლავ ზალისტკოვსკი MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი იყო.

    • “ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ  იხილავს ახალ ლურჯი_ჩაფხუტის ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა, თუმცა ის მხოლოდ 23 წლის იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე 23 წელი, და ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი და უკვე ჰქონდა ათობით საბრძოლო გაფრენა შესრულებული. ქედს ვიხრი მის წინაშე და პატივს ვცემ, როგორც ნამდვილ მებრძოლ პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!” – წერს მისი თანამებრძოლი მეტსახელად Air Fighter “ინსტაგრამზე”.
  • პოლიციამ მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის 1 პირი დააკავა

    შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.

    გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. შემთხვევა სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით. არსებული ინფორმაციით, ცხოველი მოკვდა.

    უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ გუშინ ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია აღნიშნული პირის მხრიდან, წარსულში, ბავშვის მიმართ, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების ფაქტზეც.

  • ბოლნისში მანქანა 2 მოზარდს დაეჯახა – ორივე ძმა ადგილზე გარდაიცვალა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვანებს დაეჯახა. ისინი ძმები იყვნენ.

    როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.