Category: სლაიდერი

  • ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

    ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

    საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს.

    „საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.

    პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

    საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, დროდადრო გამოვარდება, დაერევა ამ თავის პრემიერ – მინისტრებს – ელისაშვილი

    „ეს არ არის საყურადღებო ცვლილებები, ეს არის ის, რომ “ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს ბიძინა ივანიშვილი და ისევ თავის გემოზე ცვლის ვიღაცებს და პარტიაში უშვებს. განსხვავებული ეკონომიკური ხედვა წარმოადგინა კობახიძემ ან წარმოადგენს თუ საგარეო პოლიტიკური ხედვა ექნება?! ერთადერთი, რასაც იზამს, არის ის, რომ კარგად გაანალიზებს, რით გაანაწყენეს წინა პრემიერებმა მათ შორის, ღარიბაშვილმა 2 -ჯერ რატომ გაანაწყენა ივანიშვილი, რა იყო მიზეზი და ეცდება ამ მიზეზების პრევენციას საკუთარ თავში. ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ-მინისტრებს. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად. ამას გაანალიზებს კობახიძე და მოიქცევა ისე, რომ ისიც თავჩაღუნული არ გამოვიდეს და არ გვითხრას ასეთი პარადოქსი, რომ თითქოს თან ძალიან წარმატებულია და ამ წარმატების პიკზე უშვებენ,”

    მის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

  • არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ – სააკაშვილი

    ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.

    მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.

    მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ “ხელფასს” და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.

    ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ.

    ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.

    რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:

    1. არც ერთი დაპირება აღარ მუშაობს, ყველა “გატრუხდა”;

    2. “აბა ნაცები გინდათ?” აღარ მუშაობს. ხალხმა თანდათან დააფასა ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და ნაცების შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს;

    3. “ომი გინდათ?” აგრეთვე აღარ მუშაობს. ევროპამაც და უკრაინამაც მტკიცე პოზიცია აჩვენეს, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი საქართველო;

    4. კორუფციასთან ბრძოლის “რაინდის” როლი – თავისიანებიც რომ დაიჭიროს, უკან უბრუნდება. ყველამ იცის, რომ თვითონ შექმნა ეგ კორუფცია, მაგასაც აღარავინ ჭამს;

    ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი – ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს.

    ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ.

    წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • 17-ჯერ მოუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს – მანჯგალაძე

    17-ჯერ მოუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.

    ქართული ოცნების დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა ხალხისთვის. დავკარგეთ მთელი 12 წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი ქოცი მინისტრები და პრემიერმინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული.

    ასე ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ქართული ოცნების დღევანდელ ყრილობას

  • რა გამოდის, კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? – გვარამია

    “ანუ, რა გამოდის, კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია?

    ანუ, რა გამოდის, პრობლემა მარტო ღარიბაშვილში იყო და ამიტომ წავიდა მარტო ის?

    ანუ, რა გამოდის, კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია (განსხვავებით ღარიბაშვილის პირველი გადაყენებისგან, როცა მთელი შემადგენლობით გამოხვეტეს ყველაფრიდან)?

    თუ ეგრე გამოდის, საინტერესო გამოდის”

    აცადებს, “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ NATO-ში ელჩად მიდის

    ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა.

    მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში თანამდებობას 3-4 თვეში დაიკავებს.

    შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კობახიძემ თავად დაადასტურა

    თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ბურჭულაძემ ამის სურვილი თავად გამოთქვა.

    “მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.” თქვა კობახიძემ, რომელიც დღეს პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. 

  • 2008 წელს რომ ყოფილიყო ივანიშვილი ხელისუფლებაში აგვისტოს ომი არ მოხდებოდა – ღარიბაშვილი

    2008 წელს რომ ყოფილიყო ივანიშვილი ხელისუფლებაში აგვისტოს ომი არ მოხდებოდა – ღარიბაშვილი

    „რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.

    მინდა მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • უკრაინით დაღლილობა EU-ში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც ხდება უფრო ორბანით დაღლილობა ქვია – ტუსკი

    “უკრაინით დაღლილობა ევროკავშირში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც აქ ხდება, ამას უფრო ორბანით დაღლილობა ქვია. მე არ მესმის და ვერ მივიღებ ვიქტორ ორბანის ამ ძალიან უცნაურ და ეგოისტურ თამაშს. მან უნდა გადაწყვიტოს, არის უნგრეთი ჩვენი საერთო ოჯახის წევრი თუ არა. ჩვენ ახლა ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ უკრაინის გარშემო და რუსეთისა და მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ.”

    განაცხადა, პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა, ბრიუსელში, სამიტის დაწყებამდე.

  • ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს

    „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

    „მინდა სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

     

  • ”ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

    „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

    “როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. […] ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა”, – თქვა კობახიძემ.

    მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე 3-წლიანი “მოღვაწეობისთვის”, რომელმაც ქვეყანას, მისი თქმით, უდიდესი წარმატებები მოუტანა.