Category: სლაიდერი

  • ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ – სამადაშვილი

    “ბატონო სანდრო, თქვენთან, როგორც პარლამენტის წევრთან, კითხვა მაქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც ვახო მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიასგან მოვისმინეთ, იმსახურებს თუ არა, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს? რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, პარლამენტში ქართველ ქალებს ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან, თუ არაფხიზელში.

    მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიამაც და ვახო მეგრელიშვილმაც დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ. ამ მოთხოვნით ბატონ შალვა პაპუაშვილს მივმართავ”.

    აცხადებს პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

  • კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში – ზარქუა ოდიშარიაზე

    მინდა, გამოვეხმაურო, ახლა კოლეგებმა – ქალბატონო ხატია [დეკანოიძე] იყო და შემდეგ, მეორე კიდევ, ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა დიდი შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? ერთი დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ.

    კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე. გამოვიდა თქვა, რომ ხო, არასწორად მოვიქეციო და მოიხადა ბოდიში. გამოხვედით და გინდათ, რომ რეკლამა დაიწეროთ.

    ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა  დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებს.

  • დაჟინებით მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ამაზე – სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე

    “ძალიან გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა აბრუნებს უცხოეთის აგენტების კანონს. ეს კიდევ უფრო დაყოფს ქვეყანას. ის ჰგავს იმ კანონებს, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის დასახშობად იყენებს”

    აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას საერთო განცხადებით ეხმაურებიან.

  • ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება – აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე

    გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [ქართული ოცნების ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა. არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში

    განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა რადიო თავისუფლებასთან.

  • ხელისუფლება ‘’რუსული კანონის’’ დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს – KHIDI

    “ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას”, – ასე ეხმაურება,  კლუბი “ხიდი””ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

    “2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან ‘’რუსული კანონის’’ დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა
    ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიაა და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია

    დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება ‘’რუსული კანონის’’ დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს

    ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

  • გასულ წელს ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ამ კანონზე უარის სათქმელად – სახ. დეპი.

    “ჩვენ მივიღეთ ცნობები ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტში. გეტყვით, რომ გასულ წელს, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი ევროპული ამბიციების გაცხადებისთვის და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა”,

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინცირებას ეხმაურება.

  • ის ბიჭია, რომელიც GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული – კრამონი ოდიშარიაზე

    ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია GIZ-ს [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილია!

    ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების გადაწყვეტილებას და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებს.

  • “ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად…” – წილოსანი ოდიშარიაზე

    ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად. [ჟურნალისტი: ეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით] არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით. ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის… რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო

    ამბობს მთავარ არხთან პარლამენტის ვიცესპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე.

  • ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ რუსული კანონის ინიცირებით, ოცნებამ ევროპას უთხრა არა – ზურაბიშვილი

    “ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან,რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ – რუსული კანონის ინიცირება,  31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ.
    ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი – 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია.

    ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს, ოცნება არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა. “

    აცხადებს  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  და  “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება

  • “ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ!” – ზურაბიშვილი რუსულ კანონზე

    “ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ!” – ზურაბიშვილი რუსულ კანონზე

    პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით, სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო და სწორედ არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება. მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ. რამოდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც არ ნიშნავს პარტიების, მაინც და მაინც, გაერთიანება, მაგრამ ნიშნავს მათი გამსხვილება და, რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანება, ეროვნული თანხმობა ევროპაზე. და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე,

    აცხადებს  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  და  “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება