Category: სლაიდერი

  • ”ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიაშარიამ დეპუტატებს “მოუტ*ვნელი ქალები” უწოდა [ვიდეო]

    “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გენდერული კვოტირების განხილვისას დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია და მათ “მოტ*ვნელი ქალები” უწოდა.

    • “დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის”, – განაცხადა ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტში. 

    შესაბამის კადრებს, ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 15-მა მისცა ხმა.  საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. პროექტის თანახმად,  პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.

  • ”ოცნების” განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით.. ადასტურებენ რომ ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები”- კუბილიუსი რუსულ კანონზე

    “ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ  ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის  ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ “

    აცხადებს, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • საქართველოს ხელისუფლება, რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს აბრუნებს – POLITICO

    საქართველოს ხელისუფლება, რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს აბრუნებს – ამ სათაურით აქვეყნებს, საერთაშორისო გამოცემა POLITICO სტატიას. გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პარალელს, სწორედ რუსეთთან ავლებს და წერს, რომ რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად.

    “საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას საქველმოქმედო ორგანიზაციების, ზეწოლის ჯგუფებისა და ოპოზიციური მედიის აგენტებად მონათვლის შესახებ…

    რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია “შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან” და “ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”…

    …გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების მხარდაჭერის კრიმინალიზებას მოახდენს, რაც მსგავსია “LGBTQ+ პროპაგანდაზე” რუსეთის მკაცრი კანონების”. – წერს POLITICO.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ 21:00 საათზე, მმართველი გუნდის პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კი განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავიდან დაინიცირდება. კანონპროექტის, ტექსტი, წინა ტექსტის იდენტური იქნება, მხოლოდ ერთადერთი, განსხვავებით,  “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.

  • სტატუსის მიღების შემდეგ “ოცნება” კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს” – ბუნდესტაგის დეპუტატი თომას ჰაკერი

    “საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, “ქართული ოცნება” ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ  “ქართული ოცნება”  კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს”

    გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი  “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • “ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის – ლექსმანი

    “ქართული ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის”.

    წერს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • “პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირებაა ოცნებაში” – პავილიონისი რუსული კანონზე

    “პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება ქართულ ოცნებაში. იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება”

    ასე ეხმაურება, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

  • მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. არ ასვენებთ გამჩენი, ეს არ უნდა გავატანინოთ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

    არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ბნელ ფულებს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური, ამას არ აქვს. არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი, ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ”

    ასე ეხმაურება, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

  • “ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი!” – რებეკა ჰარმსი

    “ქართული ოცნება თუ კოშმარი?

    უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი და მოწამლავს მთელ დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას.”

    ასე ეხმაურება, ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმს  “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

  • ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მიღება, რომ არ იყოს პროტესტები – გვარამია რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

    ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მიღება, რომ არ იყოს პროტესტები – გვარამია რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

    დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც – ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

    ჩვენი პარტია, ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი – ის რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში.

    დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო – ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ პერიოდში და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში.

    განაცხადა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

  • ამ კანონს ჰქვია EU-ზე უარის თქმის მცდელობა, მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი – მელია რუსულ კანონზე

    ‘ამ კანონს ჰქვია EU-ზე უარის თქმის მცდელობა, მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი” – აცხადებს პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა მელია “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე.

    “ქართული ოცნება უკანასკნელი, განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ყოველ დღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ღიად და დაუფარავად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირისგან. ეს ნაბიჯი წინ გადადგმული მათ მიერ ამას ისახავს მიზნად. […] დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, მეტი არაფერი ხალხო, რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსება, არსებობა მოვლენას, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო, ამ ყველაფერს, ცდილობს ახლა ქართული ოცნება რომ შემოგვიტრიალოს რაღაც ყბადაღებული საკითხით, რომელსაც რუსული კანონი ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია და რომელსაც სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა.[…]

    ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს პერსპექტივას იაროსლავში და ტომსკში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი, გვჯერა, არა თუ მიგვაჩნია. მდინარაძე ივანიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა და ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღვნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე და როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის არ გასვლია, ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი, ამიტომ სიტყვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე მჯერა ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური, გვჯერა ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ყველაფერს”, – თქვა ნიკა მელიამ.