Category: სლაიდერი

  • არაფრის გვეშინია! – მოსამართლე მეთოფიშვილი დეკლარაციის ყოველწლიურ შემოწმებას დისკრიმინაციულს უწოდებს

    მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თბილისი საქალაქო სასამართლომ მეთოფიშვილისა და კიდევ სამი მოსამართლის, რომელთა შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.

    მსურს, გამოვეხმაურო ქართული ე.წ. არასამთავრობო სექტორისა და ზოგიერთი ანგაჟირებული მედიის მიერ მორიგ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს, რომელიც, რატომღაც, ,,სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა. არადა, საკითხი, თავისი შინაარსით, უმარტივესია და წარმოადგენს ყოველი ადამიანისთვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების რეალიზაციას იმისთვის, რათა საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. მივყვები თანმიმდევრულად.

    დღეს გავრცელდა ,,სკანდალური ინფორმაცია“, რომ ჩემი და კიდევ 3 კოლეგის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა ჩვენ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი (სარჩელები 2 კვირაზე მეტია, წარდგენილია სასამართლოში; ალბათ დამთხვევაა, რომ რატომღაც დღეს გაახსენდათ ამის შესახებ). მავანთა მტკიცებით, ეს თურმე იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების გვეშინია, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.

    დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მით უმეტეს, ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურის. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.

    უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?

    ასევე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია მავანთა ხელში ხვდება. დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა, ამ საკითხზე სიღრმისეულად სწორედ სასამართლო განხილვისას ვისაუბრებთ.

    ჩვენ ბრალი დაგვდეს, რომ მონიტორინგის პროცესს ვაფერხებთ. ეს მტკნარი სიცრუეა – როგორ უნდა შევაფერხო ჯერ კიდევ წარუდგენელი დეკლარაციის (ძირითადად, დეკლარაციების წარდგენა შემოდგომაზე გვიწევს) მონიტორინგი? ჩემ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მიზანი არის ერთადერთი: სხვაგვარად, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდით. სარჩელში კიდევ სხვა ნიუანსებიცაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში.

    და ბოლოს, უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს, ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს გავურბივართ – თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება ,,ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში – ,ევროინტეგრაციის შეფერხებად და, ალბათ, რუსულ სტანდარტად?!

    გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და მოსამართლეებისთვის ე.წ. ვეტინგის შემოღება აუცილებელია, მაშინ რაღატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ,,არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?”. – წერს მეთოფიშვილი.

  • მსოფლიო ებრძვის რუსეთის მავნე ზეგავლენას, საქართველო აკეთებს პირიქით, “ოცნება” და ევროპული განვითარების გზა არათავსებადია – გვარამია

    “ქართული ოცნება და საქართველოს ევროპული განვითარების გზა არის არათავსებადი და ქართული ოცნება ამას არა უკვე შეცდომებით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად, ყოველდღიურად გვიმტკიცებს, მისი ღია პოზიციაა, რომ ევროპა დემოკრატია არის მისთვის მიუღებელი და გასაგებია ეს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნების ერთადერთ ფორმად და შესაძლებლობად მიიჩნევს ხელისუფლების უზურპაციას. ამ ძალას ურჩევნია ქვეყანა გადაჩეხოს რუსეთის ჭაობში, ვიდრე წავიდეს ხელისუფლებიდან და საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატებული ახალგაზრდობა. გლობალური გამოწვევა არის რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა, ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი მსოფლიო ებრძვის ამას, საქართველო აკეთებს პირიქით, მისთვის მისაღებია რუსეთის ჩემოდნებით შემოტანილი ფული, რომელიც ვერ კონტროლდება და ვერც გაკონტროლდება, სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ დასავლური გრანტები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის განვითარებას, ყველა მიმართულებით განვითარებას სხვათა შორის და არა მხოლოდ დემოკრატიის, ეს მათთვის არის მიუღებელი”

    აცხადებს, “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია.

  • გავუძლებთ, გავიტანთ ბოლომდე – მდინარაძე რუსულ კანონზე

    “დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე, ჩვენ სიმართლეს, ოღონდ განსხვავება არის ერთი, შარშანდელისგან განსხვავებით, ისინი რუსულ კანონს აღარ უწოდებენ, თუ არ არიან სუბიექტური ფიზიკური პირები, ეს არის უკვე შედეგი, ასე ვთქვათ, ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ, მაგრამ კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, კრიტიკა არის ყალბი, ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა. […] ჩვენ მეგობრებს მოვუწოდებ, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელი ძალიან ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს, თუ პირთა ჯგუფებს, რომ ერთი მხრივ, თავისთან რა კანონსაც აინიცირებენ, იმ კანონს საქართველოში ეძახოს ვიღაცამ რუსული საფუძველი ჰქონდეს, კარგია რუსულ რომ აღარ ეძახიან, მაგრამ კრიტიკაც არის არასამართლიანი ამასთან დაკავშირებით”,

    ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე კრიტიკას.

  • აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ყიდდნენ – 5 ადამიანი დააკავეს

    აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უკანონოდ ხდებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთიდაიგივე პირები მართავდნენ. დაკავებულია 5 პირი.

    “აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

    გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 დააკავეს.

    დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა, – წერია განცხადებაში.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

  • თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, რატომ არის ყველაფერი გაუმჭვირვალე – პაპუაშვილი

    თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, რატომ არის ყველაფერი გაუმჭვირვალე – პაპუაშვილი

    დღეს უცხოური დაფინანსებით, ევროპული და ამერიკული ფულით დეზინფორმაცია და ყალბი კამპანია ხორციელდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ – ცდილობენ, რომ ეს კანონი კვლავ რუსულად დაბრენდონ. ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. მათ შორის, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, რატომ არის ყველაფერი გაუმჭვირვალე.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

  • სასამართლომ 4 მოსამართლის ქონების შემოწმება შეაჩერა – NGO-ები

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. მოსამართლეებს შორის აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძეც არიან.ინფორმაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

    “2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებლმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

    შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

    მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია.

    კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

    მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას”- ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ავრცელებენ:

    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • “ოცნება” ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ – მიკსერი

    “უცხოეთის აგენტების” კანონის ხელახლა ინიციირებით პარტია ქართული ოცნება ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისკენ და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაუღალავად შრომობდა.

    აცხადებს ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი

  • შეუწყდეს საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი! – კოლსი ოდიშარიაზე

    ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი “ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიწერ, ალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმაურება და ითხოვს დეპუტატს,   საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს.

    ამის შესახებ ის  სოციალურ ქსელ, X-ზე წერს.

    • “ტექსტი – ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია. ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.
      სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია”

    “დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ვნელი დედაკაცების ჯოგი […] ეს არის მოუ**ვნელი ქალების სინდრომი”. – თქვა მმართველი გუნდის  დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების პასუხოდ.

     

    რიჰარდს კოლსმა,  “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას “რეანიმირებული ზომბი” უწოდა:

    “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის მოდელით და საყოველთაოდ უარყოფილია”.

  • ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში კანონპროექტი” – სტოლტენბერგი რუსულ კანონზე

    “მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში უცხოელი აგენტების თუ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი. იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირმაც მკაფიო განცხადება გააკეთა. მე ვიყავი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ და ჩემი მთავარი გზავნილი იყო რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რადგან ხაზგასასმელია, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ამიტომ, ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად.”

    ასე ეხმაურება,  ნატოს გენერალური მდივანი უარყოფითად აფასებს, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.

  • გამჭვირვალობა არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად – საფრანგეთის ელჩი

    “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი.

    წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე.