Category: სლაიდერი

  • ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია – სააკაშვილი

    ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია – სააკაშვილი

    “ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.
    ჩვენ ახლა, როგორც არასდროს,  ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!
    არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!”

    ასე ეხმარება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას

  • პროექტის ხელახლა შემოტანა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო რუსულ კანონზე

    “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა გადასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსით.

    ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას.”

    ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ჩვენი შეცდომა იყო, რომ შარშან ხალხს სწორად ვერ ავუხსენით – კალაძე რუსულ კანონზე

    ჩვენი შეცდომა იყო, რომ შარშან ხალხს სწორად ვერ ავუხსენით – კალაძე რუსულ კანონზე

    კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით – გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება
    ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან.

    რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი,
    რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული.

    განაცხადა  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსულ კანონზე დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

  • ცესკო-მ პრორუსული დაჯგუფება “ალტ ინფო” დაარეგისტრირა

    პრორუსული დაჯგუფება “ალტ ინფო” 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ძალადობრივი დაჯგუფების, ლიდერი კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ძალადობრივი მოძრაობა ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა:

    • “კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და  2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება.” –  წერს ფეისბუქზე კონსტანტინე მორგოშია.
  • შეშფოთებული ვარ საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით – გრეგოროვა “რუსულ კანონზე”

    “როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა.

    ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას – ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, – მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს “ქართული ოცნება”, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით”.

    განაცხადა  “რადიო თავისუფლებასთან” ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” პარლამენტში ხელახლა ინიცირებაზე.

  • პერსონალური მადლობა ქალბატონ დანიგანს, ვნახეთ მოზომილი განცხადება აშშ-დან – მდინარაძე

    პერსონალური მადლობა ქალბატონ დანიგანს, ვნახეთ მოზომილი განცხადება აშშ-დან – მდინარაძე

    “მე მინდა პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, იმიტომ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თქვენ ნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან”

    განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

  • მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის! – ბუნდესტაგის წევრი რუსულ კანონზე

    ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას ახლა სურს, აგენტების კანონი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღოს, დასაგმობია. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და მასზე კონტროლის დამყარების ეს მცდელობა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის და აუცილებელია, შედეგები მოჰყვეს.

    წერს ამის შესახებ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, და ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე რენატა ალტი.

  • წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცეს, მაშინ მე პასუხს ვაგებ – ოდიშარია სამადაშვილს

    დღეს რამდენიმე წელია მომსახურების ზონიდან გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა. სალომე,10 წელია, არავის ესალმები. ბატონ რომან გოცირიძეს ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან, აქ რომ ხარ? თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცეს, მაშინ მე პასუხს ვაგებ. ვინც შენ აქამდე ფსიქო მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

    როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა. ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ. ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ, ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არ ამომივა ყელში – ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს ამოუვათ ყელში და მერე ნახავ შენ, ვინ და რისი ღირსია […] ეს ადამიანი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს გადამოწმებაზე. როცა გინდა, სადაც გინდა, აი, ახლაც და თუ შენ რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფსიქო მოგცა, მაშინ, რაც გინდა, ის მითხარი.

    ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს.

  • აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები, ამ ფუნქციას შეასრულებს – წულუკიანი რუსულ კანონზე

    საქართველო ისეთ მდგომარეობაშია ბოლო რამდენიმე წელი, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და მას ცუდი ამინდი აბურთავებს ჰაერში. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი.

    კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა, მიღებული გარედან.

    ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. შესაბამისად, ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე – ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს უფლება მათ შესახებ ოფიციალურად ვიცოდეთ.

    თქვა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

  • ოცნებამ ახალი ინსტრუქცია მიიღო კრემლიდან – კრამონი რუსულ კანონზე

    ქართულმა ოცნებამ მიიღო ახალი ინსტრუქცია თავისი პარტნიორისგან კრემლში. ისინი ისეთი არაკრეატიულები არიან, რომ აინიცირებენ იგივე კანონს, რომელსაც ქართველმა ხალხმა შარშან უთხრა – არა. ამ კანონს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველო რუსეთის ჭაობში დატოვოს. ცუდი იდეაა.

    წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.