Category: სლაიდერი

  • ლაზარეს საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო -TI

    მოსამართლე, ზვიად შარაძემ, რომელმაც დღეს, ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო  და მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში დამალა. ამის შესახებ, ინფორმაციას,  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

    აღსანიშნავია, რომ ზვიად შარაძე 2020 წელს კარტოგრაფების საქმესაც განიხილავდა. სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ  4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

    საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო.

    დამალული უძრავი ქონება: ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს:

    დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას. მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით. ასევე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ზვიად შარაძის დეკლარაცია.

  • ლაზარეს დაშინებით, ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდები დააშინოს – ხაზარაძე

    დღეს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ, სანამ ეს სხდომა გაიმართებოდა, ეს განაჩენი 1 წლით ადრე მოვისმინეთ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართულმა ოცნებამ ლაზარეს, პრაქტიკულად, პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს და მისი გასამართლება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა იმ სასამართლოსა და მოსამართლეების მიერ, რომლებიც კორუმპირებულები, პოლიტიკურად მართულები და მმართველი გუნდისა და ივანიშვილის მხრიდან დამორჩილებულები არიან.

    ამიტომ, პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას ველოდებით. იმიტომ, რომ ლაზარეს დაშინებით, ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდები დააშინოს. ეს არ გამოვა, რადგან ახალგაზრდები თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. მათ ვერაფერი გააჩერებთ, თავისუფლებას ვერ შეუზღუდავენ და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ვერ შეაშინებენ.

    თქვა პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

  • “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა​​​​​​​” – ოლაფ შოლცი იმედის ჟურნალისტს

    ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,

    ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა TV იმედის ჟურნალისტის პროპაგანდისტულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, “ევროპაშიც ამ სფეროს რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ან მსგავსი კანონი. რატომ არის ამ ფონზე არის ასე შეშფოთებული ჩვენი ევროპელი პარტნიორი”.

  • იმედია კანონს ისევ უკან გაიწვევთ, საქართველოს არ სჭირდება ასეთი კანონები – შოლცი კობახიძეს

    ჩვენ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, იმ კანონთან მიმართებაში, რომელიც უცხოური გავლენის სფეროებს შეეხება. მას შემდეგ რაც ის შეჩერდა. და იმედი რომ აღარ დაიწყებოდა მისი წამოწევა წინა პლანზე და ჩვენი კრიტიკაც ამჯერად ისეთივეა, როგორიც წინა შემთხვევაში. იმედი გვაქვს რომ ეს კანონი ისევე დაიწევს უკან, როგორც მაშინ. უნდა ვიყოთ ორიენტირებული დემოკრატიულ ღირებულებებზე და ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები,

    ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კობახიძესთან ერთად გამართულ პესკონფერენციაზე საუბრობს

  • ხანმოკლე წვიმა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

    თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია

  • საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას! – ნანა ბუთხუზი

    საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას!

    წერს ამის შესახებ, მსახიობი, ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში.

  • ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

    რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით ოჯახმა და ადვოკატმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოფიციალურად მიმართა.

    განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა პირდად ჩაიბარა.

    “ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს. მიმანიშნებელი არაფერი, ჩვენ პირადი კომუნიკაცი არ გვქონია, ახალგაზრდებმა ეს საკითხი მიაწოდეს და ლაზარეზე იგი ინფორმირებულია”, – ამბობს დედა, თამთა კალანდაძე.

    გრიგორიადისს დღეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

  • სენსაცია ის იქნებოდა, ამ რეჟიმისგან სხვა რამე რომ გვენახა – ბოკერია გრიგორიადისის განაჩენზ

    სენსაცია ის იქნებოდა, ამ რეჟიმისგან სხვა რამე რომ გვენახა – ბოკერია გრიგორიადისის განაჩენზ

    სენსაცია იქნებოდა, ამ რეჟიმისგან, რომელმაც ასე ცინიკურად შეარჩია მსხვერპლად ლაზარე და მათი მოსამსახურე სასამართლოსგან, სხვა რამე რომ გვენახა.

    უბრალოდ, ეს ამბავი შეგვახსენებს იმას, როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა შეყვანილი, და რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ შეცვლასთან ერთად, აუცილებელია იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას, არამარტო ამ სამარცხვინოს, შეიძლება, ასე მოემსახუროს.

    ასევე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ყველას, ვინც ნახა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მომზადებული ფილმი – ლაზარეს 12 მსაჯული, იმათმა იციან და სხვებმაც უნდა იცოდნენ – საქმე ის კი არაა, რომ “ლაზარე სწორ საქმეს ემსახურებოდა, მაგრამ კონკრეტული ქმედება, რაშიც ბრალი ედებოდა, ჩადენილი აქვს”, არა, ეს ბრალდება არის ფაბრიკაცია, მტკიცებულებები იაფფასიანად, ზედაპირულად არის გაყალბებული, მას არ ჩაუდენია, ის წინასწარ შეარჩიეს მსხვერპლად.

    განაცხადა, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლაზარე გრიგორიადისისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთაზე.

  • სამეგრელოში 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

    სამეგრელოში 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

    სამეგრელოში 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. როგორც ცნობილია  დაკავებული მე-11 კლასის მოსწავლეა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

  • სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

    აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.