Category: სლაიდერი

  • არ უნდა ისარგებლო ბოროტად აკრედიტაციით, პროტესტისთვის – პაპუაშვილი ონლაინმედიებზე

    პარლამენტის შენობაში მედიის ყოფნის და აქ მუშაობის მიზანი არის გაშუქება პარლამენტის საქმიანობის ანუ ჟურნალისტური საქმიანობა, იმისთვის რომ საზოგადოებამ გაიგოს რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ განიხილება და ა.შ. სწორედ ამისთვის არსებობს აკრედიტაცია. 340 ჟურნალისტი არის აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის 17 ტელევიზიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც არსებობს დღესაც, 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში.

    რაც შეეხება ონლაინმედიებეს, ბიუროს სხდომაზე ვნახეთ, რომ ონლაინგამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა – გაშალა პლაკატი. გუშინაც ვნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა, გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ, არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შეხვიდე შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

  • საქართველოს სჭირდება სტალინი. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა – “ოცნებას” რუსული კანონისთვის, კრემლის პროპაგანდისტი დუგინი აქებს

    პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას, აქტიურად ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმაც ეს გზა გაიარა და ახლა დადებითი ეფექტი აქვთ. დუგინი აცხადებს, რომ საქართველოს ”საქართველოს სჭირდება სტალინი”.

    “საქართველოს პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ჯერ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რის შემდეგაც მას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრის. მოსმენებში ოპოზიციაც მონაწილეობს. ამასობაში, პარლამენტის წინ კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეების აქცია იმართება.

    თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მწვერვალზე ვართ. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. რამდენი ლიბერალური სააგენტო რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. ნამდვილი ავგიას თავლები. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ განვწმენდთ მათ…

    საქართველოს სჭირდება სტალინი. თორემ გლობალისტი ნაძირლები და სირცხვილი დაანგრევს ამ ლამაზ ქვეყანას. აწიეთ ხელი, გაშალეთ ფეხები.“ – წერს დუგინი.

  • როგორ დაუგეგმავადაც დაიწყო პროტესტი ასე უნდა გაგრძელდეს.. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, იდეის გამო არიან გამოსულები – მელია

    როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, აქ ხელოვნური ჩართულობა არ არის აუცილებელი და არც სასურველია. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, ეს ხალხი იდეის გამოა გამოსული, ეს ხალხი არის ევროპული და ეროვნული იდეის განსახორციელებლად გამოსული. წინაპრებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ახლა გვაქვს ვალდებულება განვახორციელოთ იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, უპირატესი ყველასთვიც, ეს არის ეროვნული და ევროპული იდეა,“ 

    აცხადებს  “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

  • პარლამენტთან რუსული კანონის საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

    პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა.

    აქციის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

    საპროტესტო “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დღეს, 15 აპრილს ჩანიშნა. მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს დილიდან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

    კანონის საკომიტეტო განხილვა ამ დრომდე გრძელება.

  • ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ! ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა – ზარქუა რუსულ კანონზე

    “ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა.” – აცხადებს ამის შესახებ, ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს.

    “კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც არის აშშ-ში, ევროპაში, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. საქართველოს მიმართ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის უდიდესი ინტერესი.

    თქვენ ნახეთ, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში თავისი გავლენებით ბევრ სახელმწიფოს სურს თავისი გავლენები, როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან. ეს ვერ გავაგებინეთ ამ უსამშობლოებს. ამათ მარტო ის ესმით, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგნენ და რასაც დაუკვეთავენ, ის აკეთონ, გამორიცხულია.

    ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა. 85 მლნ-დან 70 მლნ სად წავიდა, რაში დაიხარჯა, კაციშვილმა არ იცის. სამაგიეროდ, ვხედავთ, ექსტრემისტულ, „მოლოტოვის კოქტეილების“ დაფინანსებას, ლგბტ პროპაგანდას. არ გავუტარებთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა გვიყვარს თავისი რელიგიით, კულტურით, ტრადიციით. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენი ხალხის უმრავლესობა მხარს გვიჭერს და ბოლომდე გავიტანთ”, – თქვა ზარქუამ.

  • ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.

  • სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო – რაქვიაშვილი ელისაშვილზე

    ერთმანეთის ცემის რომ გვიხარია, იმიტომაა, რომ 30 წელი სიძულვილში ვცხოვრობთ. არადა, ბევრად მეტი გამბედაობაა საჭირო, რომ ჩხუბი დაასრულო, ხოლო სულელი უნდა იყო, რომ ჩხუბის წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო.

    ამბობს გირჩის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი, ალეკო ელისაშვილზე, რომელმაც რუსული კანონის კომიტეტზე განხილვისას მამუკა მდინარაძეს თავში ჩაარტყა.

  • “ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ! უწი-პუწის დრო არ არის! ” – ალეკო ელისაშვილი

    იურიდიულ კომიტეტზე, რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

    “ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ. […] რა არგუმენტები, რის არგუმენტები. ქუდზე კაცი, ეს ძონძები უნდა გავყაროთ. ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან. მიშა რომ გრგვინავდა, კი იცით, ახლა სად არის. ესეც ეგრე დაამთავრებს და ბოლომდე ნუ გადაეფარებით. სულ თავში მირტყეს იმ შობელძაღლებმა […] ყელში ამოვიდა და იმ რუსის აგენტს, მდინარაძეს ცხვირ-პირში მივეცი. ვიცემე, მაგრამ მეტად ვიცემები, არა უშავს. საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. არაფერი მომხდარა, ყელში ამომივიდა და ჩავცხე. რაღაც სისულელეებზე ვუცემივარ და საქართველოსთვის რომ გავილახე, პატივია.

  • გერმანიის საელჩომ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

    გერმანიის საელჩომ ოლაფ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

    “გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

    მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]

    ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა”, – წერია თარგმანში.

    12 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციისას თარჯიმანმა კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის სიტყვები გააყალბა.

  • ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

    ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ხვდებიან.

    მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  შეხვედრა უკვე 1 კვირაა ჩანიშნულია და დაუგეგმავად არ გამართულა.

    ცოტა ხნის წინ, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ელჩებს დემარშის გამოცხადება სურთ, თუმცა ოფიციალურად აღნიშნულზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

    ცნობისთვის გუშინ,  პრემიერმინისტრმა  რუსული კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩი საჯარო დისკუსიაში გამოიწვია.