რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. არა მონობას ამავედროს”.
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. არა მონობას ამავედროს”.
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად ,10 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით 15 აპრილს განიხილავს.
წუხელ ირანმა 300–მდე რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, ისრაელისა და მისი მოკავშირეების თავდაცვითმა სისტემებმა რეგიონში გაანადგურეს რაკეტების და უპილოტო დრონების დიდი უმრავლესობა. ათობით მათგანი ჯერ კიდევ მანამდე ჩამოაგდეს, სანამ ისრაელის ტერიტორიას მიაღწევდნენ.
რამდენიმე ირანულმა რაკეტამ მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის ერთ სამხედრო ობიექტს, თქვა ჰაგარიმ. რა ობიექტზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.
ამ დროისთვის ცნობილია ერთი მსხვერპლის შესახებ – 10 წლის გოგონა სამხრეთ ისრაელში, არადის რეგიონის ბედუინთა რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
შეერთებული შტატები „დაეხმარა ისრაელს გაანადგუროს თითქმის ყველა უპილოტო დრონი და რაკეტა“, რომელიც რომელიც ირანმა გაუშვა– განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ასევე გამოაცხადა დიდი შვიდეულის ლიდერების სასწრაფო მოწვევის შესახებ „ირანის თავხედურ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის კოორდინაციის მიზნით“.
დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში “გადაიჭერენ ნებისმიერ საჰაერო თავდასხმას ხელმისაწვდომი დიაპაზონის ფარგლებში”, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ. თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა, რომ რეგიონში განლაგებულია დამატებითი საჰაერო აქტივები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები.
ირანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არ განახორციელებს შემდგომ დარტყმებს, მაგრამ გააფრთხილა ისრაელი შურისძიების, ხოლო შეერთებული შტატები ყოველგვარი ინტერვენციის წინააღმდეგ.
ისრაელის ხელისუფლებამ ირანის თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები ამ დროისთვის უკვე გააუქმა.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი უპასუხებს მის ტერიტორიაზე თავდასხმას, თეირანის შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი იქნება.
ირანის გენშტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაგერიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ირანის სამხედროების პასუხი შესაძლო კონტრშეტევაზე „ბევრად ძლიერი“ იქნება.
ირანმა ასევე გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ისრაელის პასუხის მხარდაჭერა გამოიწვევს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას რეგიონში.
ირანის მისიამ გაეროში მანამდე განაცხადა, რომ ისრაელზე მასიური დარტყმის შემდეგ, თეირანი მიიჩნევს, რომ „საკითხი ამოწურულა“, ვინაიდან ირანმა უკვე გამოიყენა თავდაცვის უფლება გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით.
ირანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა „კიდევ ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას“.
ირანის წუხანდელი დარტყმა ისრაელზე იყო შურისძიება სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული შეტევის გამო. შეტევა დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა.
ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონებით თავდასხმა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერი ავიხაი ადრაი.
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს იღებენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.
სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების დასაჭერად მუშაობენ.
ირანიდან ისრაელში ბალისტიკური რაკეტების ჩაღწევის დრო 12 წუთია, ფრთოსანი რაკეტის – 2 საათი, უპილოტო საფრენი აპარატების კი – 7-9 საათი.
ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ისრაელის წინააღმდე.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმა განაცხადა, რომ “ბოროტი რეჟიმი სამაგალითოდ და მკაცრად დაისჯება“.
ირანის დედაქალაქის, თეირანის, თავზე ყველა სახის სამხედრო, საგანგებო და სპეციალური ოპერაციების ფრენები შეჩერებულია. საჰაერო სივრცე ჩაკეტა ისრაელმაც და იორდანიამაც.
იორდანიის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა მზადაა, ირანული სამიზნეების გასანადგურებლად, თუ კი ისინი, იორდანიის გავლოთ შეეცდებიან ისრაელში მოხვედრას.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან დაადასტურა სრული მზადყოფნა ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად და შემდგომი მტკივნეული პასუხის გასაცემად.
შეერთებულმა შტატებმა ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე ისრაელის მიმართულებით ატომური ავიამზიდი USS Dwight Eisenhower გადაისროლა. დამრტყმელ ჯგუფში შედის 90 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, სარაკეტო იარაღი, RIM-7 Sea Sparrow საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი.
12 აპრილს, ამერიკული გამოცემა WSJ წერდა, რომ ირანი უახლოეს 48 საათში თავს დაესხმებოდა ისრაელს, დამასკოში (სირია) ირანის საელჩოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის ირანის რევოლუციური გვარდიის 7 მაღალი თანამდებობის პირი.
ისრაელის მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა.
01:00
”ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყევტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება”.
განაცხადა ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა, პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შემდეგ.
ბოდიშს ვუხდი ქართული პოლიციის 45 000-ზე მეტ თანამშრომელს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოთრევაში! ე.წ. პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, პოლიციელის დაწვა წაახალისა! საქართველოს მებრძოლ, პატრიოტ ხალხს ზურგი აქცია. ბოდიში ბიჭებო!

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების [გადაწყვეტილება] მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც რაღაც მუქარებს, მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს.
ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე ჩემს თავთან ერთად და ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი. გადავწყვიტე ათ საათსა და რამდენიმე წუთზე.

„რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ, შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას.
რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს”,
განაცხადა ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
“საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები
ბატონი შოლცისგან გავიგეთ , რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანირი “ე.წ რუსული” არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.
პ.ს: ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული , ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენდბია სიტყვა ” აგენტი” , მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა” [სტილი დაცულია]
წერს ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატი გრეტა წიწავა კობახიძე-შოლცის პრესკონფერენციაზე, სადაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა “რუსულ კანონზე” საუბრისას, განაცხადა, რომ “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”, ამასთანავე მან, კობახიძეს უთხრა: “იმედი გვაქვს რომ ეს კანონი ისევე დაიწევს უკან, როგორც მაშინ. უნდა ვიყოთ ორიენტირებული დემოკრატიულ ღირებულებებზე და ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები”.

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, კაცი მე-4 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.