Category: სლაიდერი

  • EU-ზე საუბარი ვერ დაიწყება ქვეყანასთან, რომელშიც იღებენ კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ, უცხოური აგენტების კანონს – კუბილიუსი

    ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ისეთ ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ, უცხოური აგენტების კანონს.

    წერს ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი X-ზე.

  • ჩვენი მიზანია ევროპა და ყველაფერ იმის დედა ვატირე რაც გვაახლოებს რუსეთთან! – “საეჭვო კაცი”

    “ჩვენი მიზანია ევროპა და ყველაფერ იმის დედა ვატირე რაც გვაახლოებს რუსეთთან!” – წერს ამის შესახებ,  პოპულარული იუთუბერი გიორგი მახარაშვილი („საეჭვო კაცი“).

    “საეჭვო კაცის შექმნის დღიდან ვაგინებთ რუსეთს და ყველაფერ რუსულს. ჩვენი მიზანია ევროპა და ყველაფერ იმის დედა ვატირე რაც გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროპისგან. ჩვენ შარშანაც ვიდექით ამ კანონის წინააღმდეგ და წელსაც აქციაზე ვიდგებით, ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. მახარა // აჩი” –  წერს იუთუბერი საეჭვო კაცი

  • „ოცნებამ“ შემოიტანა კანონპროექტი, რომლითაც ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული ქონება – გოცირიძე

    „ოცნებამ“ შემოიტანა კანონპროექტი, რომლითაც ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება,წილები და აქციები –  ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

    „ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

    ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

    ელოდა სანქციებს!

    გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ ქცევას.

    ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს“ , – წერს გოცირიძე.

  • თბილისში ამ აქციების უკან ყველასთვის ნაცნობი “ჰოლივუდის ხელი” ჩანს – მედვედევი

    “თბილისში ამ აქციების უკან ყველასთვის ნაცნობი “ჰოლივუდის ხელი” ჩანს” – რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებს ეხმაურება.

    “თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში ქუჩის შეტაკებებისა და ხალისიანი ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის უკან არის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი.

    მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ ის, თითქოსდა, „რუსული იდეაა“ და არა დასავლური ინიციატივა.

    ერთი თვით ადრე, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მწვავე კრიტიკის ტალღა გამოიწვია ყირგიზეთში კანონის მიღებამ, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში. უწყვეტი კვნესა, ყვირილი და მუქარა ევროპელი და ამერიკელი სამთავრობო ნაგავსაყრელის მხრიდან. და ასევე მზაკვრული, მაგრამ მტრული მიმართვები ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მისამართით. Როგორ ბედავ? ვინ მოგცა უფლება? სახელმწიფოს შიდა საქმეა? უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა? არა, ჩვენ არ გსმენიათა. ეს თქვენთვის არ არის…
    ამ ყველაფრის მიღმა იმალება ამპარტავნობა და უძლური რისხვა, მათი, ვისაც სულ უფრო ხვდებათ პირდაპირი უარი და დაუმორჩილებლობის სურვა. რჩევას ყურად არ იღებენ. ჩარევას აღკვეთენ.

    ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამად განხილვადი კანონის წინა პროექტი უკან გაიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი იყო „შეუთავსებელი ევროატლანტიკურ ღირებულებებთან“. ჰოდა, მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკა, საქართველო არ არის ჯორჯია, მიუხედავად სახელების მსგავსებისა.
    ამავდროულად, ევროკავშირი ახლა გეგმავს უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას. უფრო მკაცრი კანონისა, ვიდრე შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც ის მოქმედებს 1938 წლიდან და სერიოზულად ზღუდავს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფართო სპექტრის საქმიანობას, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს. ჯარიმები, ციხე, დეპორტაცია, „არასასურველი“ პირებისა და ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვა – მთელი არსენალი მზადაა და მყისიერად გამოიყენება. თუმცა, ეს საკმაოდ ნორმალურად ითვლება. ეს არის ამერიკული კანონი და ის საუკეთესოა. ვფიქრობ, უცხოური აგენტებისთვის სიკვდილით დასჯაც რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი იპოვნიდა გამართლებას ასეთი რეპრესიებისთვის. ასეა, რადგან ისინი სჯიან თვით ამერიკის მტრებს!

    განსხვავებით ქართული, ყირგიზული ან სრულიად ლოიალური რუსული კანონისგან, რომელიც უცხოელ აგენტებს საქმიანობის ნებას აძლევს, მაგრამ – სავსებით სამართლიანად – მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. .
    უცხოური აგენტების შესახებ კანონები არსებობს მთელ რიგ ქვეყნებში. იმავე ისრაელში. ან (ბევრად მკაცრი) უნგრეთში ან ავსტრალიაში. მაგრამ ამ შემთხვევებში ვაშინგტონი და ბრიუსელიც საკმაოდ კმაყოფილი არიან ყველაფრით. არანაირი პრეტენზია და დაგმობა.

    სხვა შემთხვევებში კი – ფასიანი მეიდანი, ჩხუბი, ზეწოლა, შანტაჟი. და უფროსი გერმანელი ძეხვის მწარმოებლის, ევროკომისიის მთავარი გინეკოლოგის და ამერიკის მსახური სხვა მსგავსი მეორეხარისხოვანი ფიგურების თვალწარმტაცი ისტერიკა.

    ატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც თავსმოხვეულია მეიდნისა და სისხლის მეშვეობით, უკიდურესად საეჭვო საჩუქრებია. ისინი იმ ქვეყნებსაც კი სულ უფრო ნაკლებად მოსწონთ, რომლებიც აქამდე ანგლო-საქსებს მთლიანად ემორჩილებოდნენ. როგორც ჩანს, მათმა მოთმინებამ და დათმობის უნარმა დღეს გარდაუვალ ზღვარს მიაღწია. ეს მხოლოდ დასაწყისია.

    P.S. ზოგადად რომ ვთქვათ, ამერიკელები თანმიმდევრული ხალხია. 1938 წლიდან ისინი შეურიგებელნი არიან თავიანთი სახელმწიფოს მტრებთან.
    ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ კანონი, საფუძვლად ავიღოთ ზოგიერთი ამერიკული წესი. მაგალითად, დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უცხოური აგენტებისთვის, როგორც ეს შტატებშია. და თანდათან გავზარდოთ უცხოური აგენტების რიცხვი მათსავით ათასობით. რატომ უნდა დავკმაყოფილდეთ საცოდავი ასეულებით? ამდენი ღირსეული კანდიდატი არსებობს. ნამდვილად არსებობს. უკეთ ეძებეთ! ” – წერს მედვედევი.

  • “ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…” – ლუკა ნაჭყებია

    “ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ… ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…

    მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ…

    მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი…

    სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ…”,

    შეფი ლუკა ნაჭყებია “რუსული კანონის” განხილვის საკითხს ეხმაურება

  • არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! – ბუდუ ზივზივაძე

    “არა რუსეთს.

    საქართველოს გზა ევროპაშია.

    პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”.

    წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

  • სახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში, თქვენ ხართ რუსეთში, ანუ ტრა*ში – ჯაფარიძე

    ევროპაში ვართ’ არის სადღეგრძელო

    ევროპა პირველ რიგში ნიშნავს იმის გააზრებას თუ რა ღირებულებაა თავისუფლება და იმის გამბედაობას რომ ამ ღირებულებისთვის იბრძოლო, სულ, მუდმივად

    კეთილდღეობა, უსაფრთხოება და სხვა სიკეთეები მოპოვებული თავისუფლების შედეგებია, და არა პირიქით

    ევროპაში ის ხალხია ვინც ეს დღეები ქუჩაშია და იბრძვის, ვისაც სცემენ, გუდავენ, აგინებენ, იჭერენ, მაგრამ ვერ ტეხენ

    სახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში. თქვენ ხართ რუსეთში ანუ ტრა*ში, იმიტომ რომ ან თავისუფლების არსს ვერ იაზრებთ და გგონიათ რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს უფრთხილდებით

    ან ტრა*ი არ გყოფნით რომ მისთვის იბრძოლოთ.

    წერს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

  • აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს – შსს

    ”აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს” – ამის შესახებ, ნათქვამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

    შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

    კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. – წერია განცხადებაში.

  • ეს კანონი საქართველოს და მისი მოქალაქეების ღალატია – გიორგი ბოჭორაშვილი რუსულ კანონზე

    “ეს კანონი თავისი შინაარსით და ხელახლა აღსრულების მცდელობით საქართველოს და მისი მოქალაქეების ღალატია”

    ამბობს მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი რუსულ კანონზე. მსახიობის კომენტარს “ქართული კინო საფრთხეშია” ავრცელებს

  • საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ – კინზინგერი

    “დღეს საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით!”

    საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება.