Category: სლაიდერი

  • პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონს მე-3 მოსმენით კენჭს ხვალ უყრის

    პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონს მე-3 მოსმენით კენჭს ხვალ უყრის

    ხვალ საქართველოს, პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონს მესამე მოსმენით კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრის.

    საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

    კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს, 18 აპრილს მიიღეს.

    გუშინ, 17 აპრილს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, ანუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში ყველა შემოსავალი და სარგებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადებისგან თავისუფლდება. აქტივების საქართველოში გადმოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგანაც. გარდა ამისა, 2030 წლის იანვრამდე საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება.

    პროექტის განხილვას და მხარდაჭერას დღეს პარლამენტში სულ 5 წუთი დასჭირდა. კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებებით საქართველო ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს მოიზიდავს – თუმცა, კანონპროექტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის შეიქმნა, რომელიც ოფშორებში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას აპირებს და წინასწარ მოამზადა საკანონმდებლო ბაზა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს.

    პროექტში ნათქვამია, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოფშორში რეგისტრირებულ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის და აქციების 100%–ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი ფლობს, რაც დიდი ალბათობით პირადად ივანიშვილზე და მის კომპანიებზეა მორგებული. პარლამენტარი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ივანიშვილი სანქცირებს ელოდება და ოფშორებში გადამალული ქონების საქართველოში გადმოტანას აპირებს.

    • ”კანონპროექტის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.
      ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.
      ელოდება სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას”. – ამბობს რომან გოცირიძე.

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონებას არ უკავშირდება და ის საქართველოს რუსული შავი ფულის გათეთრების ადგილად აქცევს, რაც საქართველოს საფინანსო სისტემის სანქცირებას გამოიწვევს და საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად აქცევს.

    • ”დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია – ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…”- ამბობს გია ხუხაშვილი. 

    კანონპროექტი დღეს პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით ხმაური და კენჭისყრა დასრულდა. იმ დროისთვის დარბაზში უკვე ოპოზიციონერები აღარ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით კანონს, რომელიც ივანიშვილმა მისი ქონების გადასარჩენად და გადასახადებისგან გასათავისუფლებლად საკუთარ გუნდს მიაღებინა, პარლამენტში ოპოზიციის რეაქცია არ მოჰყოლია.

  • არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით – პირიქით! – მელია

    “განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
    აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანოს.
    არადა ყველას, ვინც იქ ვიდექით, გვყავს მინიმუმ ერთი მეგობარი, ვისაც სურდა იქ დგომა, მაგრამ ვერ მოვიდა, უნდა დავდგეთ ყველა და ვიყოთ მეტნი იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ერთხმად ვიტყვით – არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით!
    რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით – პირიქით!”

    წერს რუსულ კანონის საწინააღმდეგო სახალხო პროტესტზე, “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

  • საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დეპუტატი ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

    დეპუტატი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა.

    გუშინ,  კანცელარიასთან,  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში და ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა.

  • საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული – იუკნევიჩიენე

    საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული – იუკნევიჩიენე

    “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები, და არა რუსული უცხოელი აგენტების კანონი თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწმენდას კრემლის აგენტებისგან.

    მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში”.

    წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე და გუშინ, რუსთაველზე გამართული აქციის ვიდეოს აზიარებს.

  • კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ რომც იყოს რა? – კვიჟინაძე ოფშორების კანონპროექტზე

    “ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, ჯერ ერთი, რომ გადმოიტანოს რა, თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი თუ გადმოიტანს… არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება, ამიხსნას ვინმემ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანქციებთან ამას დააკავშირებს ისეთი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები… ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საერთოდ საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში, სახელმწიფოს გარდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, რაიმე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი?!”

    აცხადებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებზე.

  • “ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის” – ოპოზიციური პარტიების განცხადება

    “ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის”  – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

    “უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

    “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.
    შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.
    მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
    საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.
    კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!”

    ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

    • “ახალი”
    • “გირჩი მეტი-თავისუფლება”
    • “დროა”
    • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
    • “ლელო საქართველოსთვის”
    • “სტრატეგია აღმაშენებელი”
  • ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – გოცირიძე

    “ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! ” – განაცხადა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

    “2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! […] შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

    კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა – უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე – თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ – განაცხადა გოცირიძემ.

  • 20-მდე პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო – ელისაშვილი

    პერსონალურად, ვაჟა სირაძე ძალიან აგრესიული იყო. ასევე, მის გარშემო, უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც. ყველაზე აგრესიულები კანცელარიასთან იყვნენ, მანქანაშიც როგორ ჩამტენეს, კადრებში კი ნახეთ. თუმცა, რომ მოვდიოდი, როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო. ოღონდ, ძალიან ჩუმად მეუბნებოდნენ, ისე, რომ ვერავის გაეგო.

    განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

  • რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას – ზურაბიშვილი

    რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას – ზურაბიშვილი

    მოსახლეობის დემონსტრაციების დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენ ევროკავშირთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ, რადგან წლის ბოლოს, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთი იწყებს ჰიბრიდულ სტრატეგიას და რასაკვირველია, ხელისუფლების დახმარებით ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ეს გზა.

    ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში.

  • შსს მოქმედებდა ზეპროფესიონალურად, შეიძლება, ევროპელებსაც ბევრი ვასწავლოთ – რიჟვაძე აქციაზე

    ჩვენ გაპრავების საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ, გააპრავოთ ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ.

    რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ, მათგან წამოსულ აგრესიაზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ ამ მიმართულებით, პასუხი გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის, ზღვარგადასულ ბულინგზე.

    აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ჩვენ ყველას ვასწავლით, რომ პროპორციული ძალის ფარგლებში ხდება უწყებების მოქმედება. დაზიანდნენ ასევე სამართალდამცველები, ასე რომ, მაქსიმალური მხარდაჭერა მათ… თქვენ ნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ მოქმედებს პოლიცია. ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

    ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინდელ აქციაზე.