Category: სლაიდერი

  • ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ – პაპუაშვილი

    ამ აქციებმა, ამ დღეებმა დაგვანახეს საჭიროება ამ კანონის და მეორე – დაგვანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე.

    ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე.

  • პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ელისაშვილი

    პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, მას შემდეგ რაც მან საავადმყოფო დატოვა.

    “უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი”, – ამბობს ელისაშვილი.

  • ადვოკატის თქმით ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურს დღეს დატოვებს

    ადვოკატის თქმით რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, დღეს დატოვებს დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იგზავნება პენიტენციურ უწყებაში.

    სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს თქვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება.

    “როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას. დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია და გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.

  • ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა საქართველოს საკითხი წამოაყენონ – იოზვიაკი

    “ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა საქართველოს სიტუაცია ამაღამ ევროკავშირის სამიტზე წამოაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ დღის წესრიგში არაა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს საკითხი ორშაბათს განიხილონ. ასევე, ევროპარლამენტი მომავალ კვირაში ჩაატარებს კენჭისყრას უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებულ რეზოლუციას (არადამავალდებულებელს)”.

    ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.

  • მოგიწოდებთ წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – KHIDI

    ”მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’!  – ამის შესახებ,  ღამის კლუბი Khidi-ი სოციალურ ქსელში წერს. 

    ”ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი წარმოადგენს თავისუფალი, კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმს. ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან, ცდილობს, რომ საკუთარი საქმიანობა გაუმჭირვალე გახადოს. აღნიშნულ ვითარებაში, მმართველი ძალა უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დახმარებით ხელს უწყობენ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლება უცხოურ ძალად მიიჩნიოს თითქოს ყველანაირი ორგანიზაცია ან გაერთიანება, განსაკუთრებით კი დაუპირისპირდეს მედია საშუალებებს, რომელთა მთავარ მიზანსაც საზოგადოების ინფორმირება და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

    ხელისუფლების წარმომადგენელები და მათი სატელიტური საშუალებები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციული ნარატივების ქვეშ მოქცევასა და მტკიცებას, რომ მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ამერიკაში არსებული კანონის – FARA მსგავსია, რაც აბსოლუტურად დაცლილია სიმართლისაგან. FARA კონცენტრირდება სუბიექტის მიერ შესრულებული საქმის შინაარსზე, მისთვის მნიშვნელოვანია ატარებს თუ არა აშშ-ში მოქმედი სუბიექტი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, და არ კონცენტრირდება უშუალოდ სუბიექტის ვინაობაზე. აღნიშნული კანონმდებლობაში აისახა შემდეგნაირად:

    ,,პირი/ორგანიზაცია უნდა მოქმედებდეს პირდაპირ უცხო სუბიექტის შეკვეთით, პოლიტიკურ პროცესში მათი ინტერესების სასარგებლოდ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი.’’

    შესაბამისად, FARA-ში რეგისტრაციის ვალდებულება რომ დაეკისროს სუბიექტს, კონკრეტულად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება და ეს პირდაპირ კონტრაქტით უნდა იყოს განსაზღვრული. ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი კი “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნევს ნებისმიერ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი მიზნებისა და საქმიანობის სფეროსი.

    ,,კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ’’ ერთდროულად დაინიცირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველში, ყირგიზეთსა და სლოვაკეთში და მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ. კანონი, რომლის მისაღებადაც ხელისუფლება ძალოვნური მექანიზმებით ადამიანების დარბევასა და უკანონო დაჭერებს არ უშინდება, ანალოგია 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონისა, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ ორგანიზაციების უფლებათა ჩამორთმევისა და მათში შემავალი პირებისათვის, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკის კრიტიკოსებად იქნენ მიჩნეულნი, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაზღუდად გამოიყენა.

    რუსული კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს და საქართველოს მთავარ პოლიტიკურ კურსს რუსეთისაკენ მიმართავს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც უშუალოდ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს და გააღვივებს ანტიდასავლურ ნარატივებს ქვეყანაში.

    მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • იყო 3 ინციდენტი, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა – კობახიძე ამბობს რომ აქცია ევროპული სტანდარტით დაიშალა

    იყო 3 ინციდენტი, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა – კობახიძე ამბობს რომ აქცია ევროპული სტანდარტით დაიშალა

    კანონი, რომელიც არის ამჟამად არის მიღების პროცესში არის თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან, საპირისპირო არგუმენტები ვერავინ მოიყვანა.

    რაც შეეხება შეკრების დაშლას, ეს მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო 3 სამწუხრო ინციდენტი, როდესაც პოლიციას, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებებს, 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

    თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • “მოვუწოდებთ პარლამენტს, მეორე მოსმენით ჩააგდოს კანონპროექტი!” – “რა? სად? როდისის?” 500-ზე მეტი მოთამაშე

    “მოვუწოდებთ პარლამენტს, მეორე მოსმენით ჩააგდოს კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია – ევროპა!“, – ამის შესახებ კლუბის “რა? სად? როდის?” წევრების განცხადებაშია საუბარი. განცხადებას ამ დროისთვის ხელს 563 მოაზროვნე აწერს.

    “მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს გაიმეოროს შარშანდელი ქმედება და მეორე მოსმენით ჩააგდოს ხსენებული კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია – ევროპა!”. – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

  • ხელისუფლება უნდა გაქართველდეს! რადგან ქართველი ხალხი არასდროს გარუსდება! – MMA-ის მებრძოლი კონსტანტინე მაჩაბელი

    „ხელისუფლება უნდა გაქართველდეს, რადგან ქართველი ხალხი არასდროს გარუსდება. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვიცით ფასი მომავლისა, თქვენ იცით ფასი მხოლოდ კეთილდღეობისა, ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ კი საბჭოთა კავშირის გამოძახილი ხართ! სიმართლე გაიმარჯვებს ეს გარდაუვალია”

    წერს MMA-ის ქართველი მებრძოლი კონსტანტინე მაჩაბელი.

  • არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს! ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირის გზას! – ბორელი რუსულ კანონზე

    ”საქართველო: კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის “ შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მისი მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობის გამოხატვის თავისუფლებას.

    ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირის გზას”.

    ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა.

  • “მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში” – ემზადება თუ არა ივანიშვილი სანქციებისთვის და ოფშორებში არსებული ქონების საქართველოში გადმოსატანად

    ემზადება თუ არა ივანიშვილი სანქციებისთვის და ოფშორებში არსებული ქონების საქართველოში გადმოსატანად.

    პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, ანუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში ყველა შემოსავალი და სარგებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადებისგან თავისუფლდება. აქტივების საქართველოში გადმოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგანაც. გარდა ამისა, 2030 წლის იანვრამდე საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება.

    პროექტის განხილვას და მხარდაჭერას დღეს პარლამენტში სულ 5 წუთი დასჭირდა. კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებებით საქართველო ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს მოიზიდავს – თუმცა, კანონპროექტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის შეიქმნა, რომელიც ოფშორებში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას აპირებს და წინასწარ მოამზადა საკანონმდებლო ბაზა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს.

    პროექტში ნათქვამია, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოფშორში რეგისტრირებულ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის და აქციების 100%–ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი ფლობს, რაც დიდი ალბათობით პირადად ივანიშვილზე და მის კომპანიებზეა მორგებული. პარლამენტარი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ივანიშვილი სანქცირებს ელოდება და ოფშორებში გადამალული ქონების საქართველოში გადმოტანას აპირებს.

    • ”კანონპროექტის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.
      ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.
      ელოდება სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას”. – ამბობს რომან გოცირიძე.

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონებას არ უკავშირდება და ის საქართველოს რუსული შავი ფულის გათეთრების ადგილად აქცევს, რაც საქართველოს საფინანსო სისტემის სანქცირებას გამოიწვევს და საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად აქცევს.

    • ”დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია – ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…”- ამბობს გია ხუხაშვილი. 

    კანონპროექტი დღეს პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით ხმაური და კენჭისყრა დასრულდა. იმ დროისთვის დარბაზში უკვე ოპოზიციონერები აღარ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით კანონს, რომელიც ივანიშვილმა მისი ქონების გადასარჩენად და გადასახადებისგან გასათავისუფლებლად საკუთარ გუნდს მიაღებინა, პარლამენტში ოპოზიციის რეაქცია არ მოჰყოლია.