Category: სლაიდერი

  • “საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს! იმედგაცრუებული ვართ, რომ  მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო” – შარლ მიშელი რუსულ კანონზე

    “მინდა ვთქვა გარკვევით: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით იქნა მიღებული – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ  მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.[…] აფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეა კანდიდატი ქვეყნებისთვის – მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება – იდეა არის, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს”,

     

    აცხადებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსულ კანონზე.

  • საქართველოში დემონსტრაცებმა ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია – ლავროვი

    საქართველოში დემონსტრაცებმა ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია – ლავროვი

    საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია, თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ევროკავშირის სხვა მრავალ ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და რაღაცას არასწორად აკეთებ. ქართველებთან, მთლიანობაში რომ ვთქვათ, უფრო მარტივია, თუ იღებ 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან საკუთარი ორგანიზაციისთვის უბრალოდ დაადეკლარირე.

    ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ქართული ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონზე.

  • “კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია! რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება” – კრამონი

    „ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”,

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

  • ოპოზიციაში რამდენიმე ქალს, ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი – პაპუაშვილი

    ოპოზიციაში რამდენიმე ქალს, ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი – პაპუაშვილი

    “სამწუხარო ფაქტი გვაქვს, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩევა და ახლაც ვნახეთ ჩვენ ქალბატონი თინა ბოკუჩავას საქციელი, რომლებიც სიტყვიერად ძალადობენ, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი, თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ ეს ადამიანები, ვხედავთ მათ ქცევას, მათ ზიზღს, რომელიც გადმოეფინება.

    მაშინ როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ეს მაუზერები ჰქონდათ, იყვნენ ამით შეიარაღებული და რასაც აკეთებდნენ ახსოვს ყველას. […] დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, იმ თავის ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და დაერევიან საზოგადოებას ისე როგორც იყვნენ დარეულები და ესენი ფიქრობენ რომ თავს აიდენტიფიცირებენ რაიმე ევროპულთან, ეს ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტური შთამომავლები ბოლშევიკებისა”.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესითაა დაბარებული შს მინისტრი.

  • უკან გადადგმული ნაბიჯია, ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – კოლომინა

    NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც თბილისში პირველი მოსმენით მიიღეს. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს კანდიდატისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

    წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.

  • ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს – გომელაური პოლიციელთა მიერ ელისაშვილის ცემაზე

    “ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა თუ ვინ გააკეთა, გამოძიება დაწყებულია, რომ მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე. კადრებში კარგად ჩანდა, ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად, გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო, კითხვები შეიძლება ბევრი იყოს ოპოზიციიდან, მე ყველაზე არ ვიძახი, რომ ყველა ძალადობდა, ოპოზიციის ლიდერები მათ შორის, იყო ნორმალურად იდგნენ და განცხადებას აკეთებდნენ, ეს ნორმალურია რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო მასე, მაგრამ იყვნენ ადამიანები რომლებიც ძალადობდნენ, მოუწოდებდნენ, თვითონ შედიოდნენ კონფლიქტში პოლიციასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ. კიდევ ვიძახი, ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემას, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას”

    განაცხადა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

  • დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში – გვარამია

    დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში – გვარამია

    “დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამორიცხულია.

    არა რუსულ მთავრობას!”.

    წერს “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია კანონზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

  • პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონი მიიღო

    პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონი მიიღო

    “ოცნების” პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო.კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “ოცნების” უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში. კენჭისყრაზე მას უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

    საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

  • ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება კანონს!- როთი კობახიძეს

    “ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ”

    გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

  • “საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ“–აშშ–ს ყოფილი ელჩი, დეგნანი

    ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოში აშშ–ს ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც მან დღეს  ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსიაზე გააკეთა. დეგნანი რუსულ კანონზე, ქართველების რეაქციებზე და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე საუბრობს, რომელსაც მისი აზრით საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავს:

    – “ქართველები ახლა, კიდევ ერთხელ დგანან ქუჩაში, იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ძალით გააქვს რუსული სტილის კანონი დასამტკიცებლად. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და არ გამიკვირდება, რომ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.
    – მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.

    – ძალიან ვღელავ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში და იმ ფაქტზე, რომ მომდევნო პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და ამით მმართველი პარტია შეძლებს კონტროლი ჰქონდეს ხელისუფლების ყველა შტოზე, ეს კი დემოკრატია არ იქნება.

    – ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება კრიზისი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამჯერად, ამ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უკეთაა ორგანიზებული ვიდრე გასულ წელს.

    – ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკრიდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ.

    – იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ რომ „საკმარისია“, არ ვიცი ამ შემთხვევაში რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, რომ თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

    – საქართველო, ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ვხედავ, ამ მხრივ, გლობალურ ტრენდს.

    – საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები.“– თქვა დეგნანმა.