Category: სლაიდერი

  • 20 ივნისის შტურმს და მიმდინარე აქციებს ერთმანეთს ადარებს, “ოცნება” ცრუობს – გახარია

    “ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის. დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს.

    ამასთან, ხელისუფლება აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და თავს ესხმის საქართველოს მოქალაქეებს – ძალადობს მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

    მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, მედიასაშუალებას და სხვა აქტორებს, მშვიდი, გონივრული რეაგირება გვქონდეს ოცნების პროვოკაციებზე, არ დავუშვათ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ არჩევნებამდე”

    გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს.

  • ჩემზე ძალადობიდან 20 დღეზე მეტი გავიდა, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ – ელისაშვილი

    17 აპრილს ღამით მთავრობის კანცელარიასთან ჩემს წინააღმდეგ იძალადა დაახლოებით ხუთმა პოლიციელმა, ეს ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. სახეზე ჩანს ისინი, თითოეული მათგანი და დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად, დასჯა იყო ძალიან მარტივი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ვიყავით მე და ჩემი ადვოკატი, ამის შემდეგ დაახლოებით 20 დღე გავიდა და რა მოხდა?! – არც არავინ დაუკავებიათ, არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ და კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნეს.

    სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მაგრამ ვარ პარლამენტის წევრიც – მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით, არადა ჩემს წინააღმდეგ ბანალურ და მარტივ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია – საგამოძიებო სამსახური. სინამდვილეში საქმის ჩაფარცხვაც არ არის ეს, ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არა მხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ ნებისმიერ აქციის მონაწილეზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ მოძალადე, სამარცხვინო და ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება.

    ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • ჩემი “ფარული” ჩანაწერი დადეს, სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები დედაენის ბაღში – ჯაფარიძე

    “ჩემი “ფარული” ჩანაწერი დადეს, სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები დედაენის ბაღში ” – აცხადებს ამის შესახებ, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

    “ქოცებმა დადეს ჩემი ‘ფარული’ ჩანაწერი, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი და სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები საჯაროდ, დედა ენის ბაღში

    ქართული ოცნება / Georgian Dream  მოგიტ&ანთ სუსი” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედმა For.ge-ზე დაყრდნობით გაავრცელა, 2 წლის წინა გადაღებული ჩანაწერი, რომელიც საჯარო შეხვედრის დროს, დედაენის ბაღშია გაკეთებული.

    “გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩა და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტო ხართ მოსული, ჩვენ თუ ესე გავიზრდებით, ჩვენ გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ”

  • საქართველოზე, შესაძლოა, EU-ის განცხადება გამოქვეყნდეს, კომისიის შეფასება განახლდეს – იოზვიაკი

    “ბრიუსელში საქართველოს სიტუაციაზე ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. შეშფოთება გამოთქვა 26-მა ქვეყანამ, უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევოკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს”,

    წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი.

  • აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი – ომბუდსმენი 20 ივნისზე

    აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი – ომბუდსმენი 20 ივნისზე

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო. https://shorturl.at/iuwP1 

    საგულისხმოა, რომ ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს.

    სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში გაუსვა ხაზი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, ჯერჯერობით ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა; არ მომზადებულა არც ოფიციალური ანგარიში, მოვლენების დეტალური ქრონოლოგიის, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერის შესახებ – მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის. სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ განხილულა და არ შეფასებულა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

    ევროპულმა სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე – ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. (საუბარია ნიღბიანი პოლიციელების თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებზე).

    რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ამ ეტაპზე ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან, იმ მიზეზით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

    სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით.

    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.”

    ასე ეხმაურება, სახალხო დამცველი 20 ივნისის საქმეებზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას .

  • მათ კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არსებობს -პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

    მათ კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არსებობს -პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

    რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას – ბევრი მიზეზის გამო, ამის შანსი ნულია […] როცა საუბარია ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება. ეს საკითხი მათი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. მით უმეტეს, ამ ევროპარლამენტარების მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ აკეთებს mona.ge-ს ანალოგს,ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ – თეონა აქუბარდია

    „შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, იმიტომ რომ მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას” და “გირჩის”(„გირჩი – მეტი თავისუფლება“) ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება. ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე “ქართული ოცნება”, მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც “დროას” და “გირჩის” ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ,”

    ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

  • მთავრობის პროპაგანდისტული მედიის, TV იმედის ვებგვერდი ჩვენს ხელშია – Anonymous

    მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous X-ზე წერს,  რომ მთავრობის პროპაგანდისტული მედიის, TV იმედის ვებგვერდი “მათ ხელშია”.

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, II მსოფლიო ომის მონაწილეები 9 მაისისთვის 2 000 ლარს მიიღებენ

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  “ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ”.

    • “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.  თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა” – აცხადებს მთავრობა.
  • “არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს” – კრამონი

    “ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ნათლად თქვა და ამ წერილშიც ამბობს: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, ძალადობა მომიტინგეებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე,”

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და ევროპარლამენტარების ჯოზეფ ბორელისთვის მიმართვას ეხმაურება.