Category: სლაიდერი

  • დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

    დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ინფორმაციას თავისუფალი საზოგადოება ავრცელებს.

    “უცვლელი მიზანი, დრო და ადგილი! მოდი აქციაზე. არა რუსულ კანონს! ერთობით ევროპისკენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    პარალელურად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება თელავშიც. აქციის მონაწილეები შეკრებას 19:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.

  • თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას,ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე! – Anonymous კობახიძეს

    “ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

    საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!”

    ასე მიმართავს, ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს X-ზე.

  • მოუხმეთ სინდისს, ნუ ესვრით ბავშვებს რეზინის ტყვიებს – კალაძის და ღარიბაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი “ოცნებას” მიმართავს

    მინდა, მივმართო ბატონ კახი კალაძეს, რომლის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი, ასევე ვიყავი ბატონი ღარიბაშვილის ფოტოგრაფი, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული ბატონი კახისთვის, საფინალო საფეხბურთო გაცილებაც ჩემი გადაღებულია. შესაბამისად მე მათ ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ. თავად ღარიბაშვილი მიკავშირდებოდა და მთხოვდა, მისთვის პორტრეტები გადამეღო. იცოდა, რომ პროფესიონალი ვარ და მოსწონდა ჩემი გადაღებული. მინდა მათ პირადად მიმართო – იქნებ, როგორმე მოუხმონ სინდისის ხმას და ბავშვებს აღარ ესროლონ რეზინის ტყვიები. მაშინ, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტში მე წამოვედი და აღარ ვიყავი მათი ფოტოგრაფი. ჩემთვის მომგებიანი იქნებოდა ვყოფიულიყავი ანუკის, კახის ფოტოგრაფი, მაგრამ ჩემი პატრიაოტული სულისკვეთება არ მაძლევდა ამის საშუალებას როგორც კი შევნიშნე რსუული პოლიტიკის გატარება ჩემი ფეხით წამოვედი”

    ეს განცხადება “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში თბილისის მერის და ყოფილი პრემიერის პირადმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა გააკეთა.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 7 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაინის II, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების,   ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • რუსეთმა ე.წ. “უცხოელ აგენტებს” არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

    რუსეთის სახელმწიფო დუმის  დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად მიიღეს ცვლილებები კანონში, რომელიც ე.წ. „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს.

    “უცხოელ აგენტებს” ჩამოერთმევათ როგორც ფედერალურ, ისე რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასევე, საარჩევნო კომისიებში ყოფნის შესაძლებლობა. კანონპროექტს ემატება ახალი ნორმა – კანდიდატთა სიაში რეგისტრაციისთვის “უცხოელი აგენტი” ვალდებულია მოიხსნას ასეთი სტატუსი რეესტრში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე.

    დამტკიცებული კანონის მიხედვით, რეესტრში დარეგისტრირებამდე უცხოელი აგენტი ვალდებულია რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ამ ერთეულის “უცხოელ აგენტთა” სიიდან ამოღება ან სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

    მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, რომ “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოაცხადოს ის, “ვინც უცხოური გავლენის ქვეშაა”.

    რუსეთში არსებობს “უცხო ქვეყნის აგენტების” რეესტრი, სადაც ამჟამად 400-ზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი.

  • ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს – ოხანაშვილი

    “ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს.

    შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას”

    ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

  • აფხაზავაზე თავდასხმა არის ღირსეული პედაგოგების დაშინების მცდელობა – ვაშაძე

    აფხაზავაზე თავდასხმა არის ღირსეული პედაგოგების დაშინების მცდელობა – ვაშაძე

    კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

    ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე ლადო აფხაზავაზე თავდასხმით, რომელიც აქტიური მოქალაქე და გამორჩეული მასწავლებელია. ეს თავდასხმა დაემთხვა ლადოს გააქტიურებას და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას. ლადოზე თავდასხმა არის ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან.

    ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან. კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

    ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს არჩევანია ევროკავშირი და მსგავსი ქმედებებით ქართველ ხალხს, ქუჩაში გამოსულ საამაყო ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

    ასე ეხმაურება, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე  მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას.

  • ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და შანტაჟს აზრი არ აქვს – რატი იონათამიშვილი

    „რაც შეეხება სანქციების თემას – ერთის მხრივ ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება“,

    ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

  • “ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!” – 20:00-ზე მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან

    “ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!”  – დღეს, 20:00 საათზე, მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი საზოგადოება” ავრცელებს.

    “შევიკრიბოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემკვიდრეობასა და ღირსებას

    ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღსდგება!

    ერთობით ყველაფერს შევძლებთ!

    6 მაისი, 20:00 საათი, გმირთა მემორიალი,” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

  • ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა – “ლელო”

    ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა – “ლელო”

    “ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა” – პარტია ლელო ლადო აფხაზავასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე ძალადობრივ თავდასხმებს ეხმაურება.

    “პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმაფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებითსამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

    დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიებამიუხედავად იმისარომ სავარაუდო დამნაშავეები იდენიტიფიცირებულნი არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.