Category: სლაიდერი

  • როგორ მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ მოგაყენეს შეურაცხყოფა

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ  როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაურეკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გაუკრეს.

    გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

    “ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე.

    თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ:

    • მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე წვდომა ვის ჰქონდა და საიდან გამჟღავნდა თქვენი პერსონალური მონაცემები;
    • მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის/პროკურატურას. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. ამ ნაწილში არის რისკი, რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას.

    თუ თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები:

    • დაუკავშირდით თბილისის მერიას. თბილისის ქუჩებში ასეთი პლაკატების გაკვრა, სამართალდარღვევაა, რომლის აღკვეთა, მათ შორის, პლაკატების ჩამოხსნა, თბილისის მერიის ვალდებულებაა. ამ ფაქტების შესახებ დამატებით საგამოძიებო ორგანოსაც შეგიძლიათ აცნობოთ, რადგან დევნის ერთ-ერთი ფორმაა ეს.

    მალე მოვამზადებთ შესაბამისი უწყებებისათვის მიმართვებისთვის განცხადების შაბლონებსაც და გაგიზიარებთ”, – წერს ის.

  • საით მიდიხარ, საქართველო? – ტოივო კლაარი

    “დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებსა და ანონიმურ სატელეფონო ზარებს ადგილი არ აქვს. საით მიდიხარ, საქართველო?”

    წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი.

  • დროა ივანიშვილი დასანქცირდეს – ანა ფოტიგა

    ”დროა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი”

    წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე და რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს, სადაც ოლიგარქის დასანქცირებაზეა საუბარი.

  • სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ – არასამთავრობოები

    ” სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ ” -50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

    “ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას – წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა – აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას.

    თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ”.

    ხელს აწერენ:

    1. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
    2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
    3. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
    4. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    5. გერგარტი
    6. დემოკრატიის ინსტიტუტი
    7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
    8. დემოკრატიის მცველები
    9. ევროპის ფონდი
    10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
    11. ეკო ცენტრი
    12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
    13. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
    14. თბილისი პრაიდი
    15. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
    16. კომლი
    17. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD
    18. მწვანე ალტერნატივა
    19. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
    20. პლატფორმა სალამი
    21. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
    22. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
    23. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
    24. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
    25. საზოგადოება და ბანკები
    26. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
    27. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED
    28. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
    29. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
    30. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
    31. სასამართლოს გუშაგი
    32. საფარი
    33. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    34. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
    35. საქართველოს ევროპული ორბიტა
    36. საქართველოს მომავლის აკადემია
    37. საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASS
    38. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
    39. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
    40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
    41. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    42. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
    43. უფლებები საქართველო
    44. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
    45. ყვარელის ევროკლუბი
    46. შშმ ქალთა ალიანსი
    47. ცოდნის კაფე
    48. წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
    49. GrlzWave
    50. Promote Georgia
  • მე გაძლევთ გარანტიას, ვერც ენმ მართავს ქვეყანას ერთპარტიულად და ვერც ოცნება – აქუბარდია

    სააკაშვილის დამცველი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ეს ფაქტია.

    ქართული ოცნება“კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი მთელ იმ პროცესებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და რაც არ უნდა წარმოაჩინონ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბუად და დაერიონ კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ადამიანს იმ მოტივით, რომ ისინი არიან ნაცები, ეს ქართულ ოცნებას ვერ უშველის. ა

    მით ისინი ფაქტობრივად აძლიერებენ ნაციონალურ მოძრაობას. რაც, როგორც ჩანს, ასევე ივანიშვილის არასწორი ტაქტიკაა. იმიტომ, რომ საქართველოში არც ნაციონალური მოძრაობა მობრუნდება ერთპარტიულად და ვეღარც ქართული ოცნება ვერ გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას ერთპარტიულად, ამის გარანტიას მე გაძლევთ.

    თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსზე.

  • [რუსული კანონის] მიღება ევროკავშირის კარს სამუდამოდ ბოქლომს დაადებს – ოქრიაშვილი

    [რუსული კანონის] მიღება ევროკავშირის კარს სამუდამოდ ბოქლომს დაადებს – ოქრიაშვილი

    პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“.

    2012 წელს “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ძალადობასთან მებრძოლი და ზედმიწევნით სამართლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. გასულმა დღეებმა კი დაამტკიცა, რომ „ოცნება“ არის ძალადობრივი, უსამართლო პოლიტიკური გაერთიანება. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს. ასევე, თუ ოცნება „გაიფორმებს“ გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვიუქმდება, ქვეყანა რუსეთის და ირანის სატელიტად იქცევა და დაკარგავს პერსპექტივას და სუვერენიტეტს.

    და რა არის გამოსავალი? 1. მშვიდობიანი, არაძალადობრივი სამოქალაქო პროტესტი დღევანდელი დღიდან არჩევნების დღემდე. 2. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ოჯახის წევრები და ხმა მივცეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ ნებისმიერ ძალას, “ოცნების” გარდა!”

    წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი.

  • თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, არიან ის ადამიანები, ვინც დგანან მიტინგების უკან – ბრეგაძე

    “ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში მე მგონი ორი განსხვავებული აზრი არ არსებობს ხომ? ხოდა ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ გალახა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ, რაზე ამბობთ ასე ხელაღებით.  [ამ ადამიანებმა თავიანთი თავი იცემეს ამას ამბობთ?] მე გითხარით, რომ ვინმემ თავის თავი იცემათქო? არც ის ვიცი ვინმემ თავის თავი იცემა თუ ვინმე სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ კი ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა, არის ის ადამიანები, ვინც დგანან ამ მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა”.

    ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

  • უვიზოს შეჩერება გამორიცხული არაა, EU-ის ელჩებმა ისევ იმსჯელეს – იოზვიაკი

    “ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები “უცხოური აგენტების” კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაგიდაზეა”,

    აცხადებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი.

  • გამოძიება გუშინ თავდასხმის ყველა ფაქტზე დავიწყეთ, ვნახავთ, რა მოხდა – გომელაური

    გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძებას, ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, თუ რა მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები და გამოძიება დაწყებულია.

    ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

  • გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს – გომელაური

    გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს – გომელაური

    გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ…

    არც იოცნებონ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს.

    აცხადებს შს მინისტრი ვახტან გომელაური.