Category: სლაიდერი

  • პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი არ ვიცით სად ჰყავთ – ჯაფარიძე

    “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიციამ სახლიდან  წაიყვანა გირჩი ტვ-ს თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი და უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

    “პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელიარ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიანერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია”-წერს ზურა ჯაფარიძე

    პარტიის ინფორმაციით, მოსიაშვილი რუსთავიდან კრიმპოლმა თბილისში გადაიყვანა:

    “გირჩი ტვ–ს თანამშრომელს გიორგი მოსიაშვილს საკუთარი სახლში მიაკითხა თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ და რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა. ზუსტი ადგილი, სად გადაიყვანეს , ჯერჯერობით უცნობია.
    შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა გამოაქვეყნეს დამონტაჟებული ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი მოსიაშვილის საუბარი არის ფალსიფიცირებული. ამ ვიდეოს ფაბრიკაცია დადასტურდა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ ყველა პროპაგანდისტულ არხზე შესაბამისი პოსტების ცრუ ინფორმაციად მონიშვნით.” – ნათქვამია ინფორმაციაში

  • ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრდნენ, რის შემდეგადაც მან გამაფრთხილებლად გაისროლა

    “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრდნენ, რის შემდეგადაც მან გამაფრთხილებლად გაისროლა. ამის შესახებ, პარტია ფეისბუქზე წერს.

    ”ზურაბ ჯაფარიძეს გირჩი ტივის ოფისთან კვლავ დახვდა ჩასაფრებული მანქანა, მერსედესი, გერმანული ნომრებით.

    სამი ან ოთხი ადამიანი იყო შიგნით, როგორც კი ზურაბ ჯაფარიძემ მანქანას ჩაუარა, რომ საკუთართან მისულიყო, მანქანიდან გადმოვიდა ნიღბიანი ადამიანი, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ცის მიმართულებით, ნიღბიანი პიროვნება გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა.

    მანქანამ უმალ დაქოქა და მიწისქვეშა გვირაბის მიმართულებით გაიქცნენ”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ”მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში ვისროლე და დავემუქრე პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა. ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა. ქართული ოცნება, თქვენი შეშინებულის დედას შევე*ი”. – წერს სოციალურ ქსელში გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

  • “ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია-ზვიად გეთია” – “გირჩი – მეტი თავისუფლება”

    “ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლება” სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ მათთან დაკავშირებული კადრები და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი სუსს სწორედ გეთიამ მიაწოდა.

    ”ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია.

    პირველად ჩვენთან Institute For Individual Liberty-ის ბანაკში გამოჩნდა, შემდეგ აქტიურად დადიოდა ოფისში, ესწრებოდა შეხვედრებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს მასზე და ეჭვი გაგვიჩნდა, ვესაუბრეთ და ჩვენგან გაქრა.

    შემდეგ დაუახლოვდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაფრთხილეთ ყველა, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა. ახლაც შემჩნეულია სხვადასხვა ორგანიზაციის საჯარო შეკრებებზე, აქტივისტებს ეხმარება იურისტის ამპლუაში.

    ჩვენთან დაკავშირებული კადრებისა და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი მისი მიწოდებულია სუსისთვის”, – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლება”.

  • “უმეტესობას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები” – NGO-ები აქციებზე დაკავებულებზე

    არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, მათ ცხელ ხაზზე 134 დაკავებული პირის შესახებ შევიდა შეტყობინება. ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

    8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას. 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება 134 დაკავებული პირის შესახებ.  ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და განვუმარტავდით მათ უფლებებს.

    ამ დროისათვის არსებული მდგომარეობით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური ტენდენციები:

    დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა

    დაკავებულს, დაკავებისთანავე აქვს უფლება, საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობოს ოჯახს/ადვოკატს. ამის მიუხედავად, დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა. დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადვოკატებს მთელი ღამის განმავლობაში უწევდათ დაკავებულების „ძებნა“. ხშირად, დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენა მხოლოდ სხვადასხვა იზოლატორებში, მათ შორის, თბილისის გარეთ (თელავი, მცხეთა, დუშეთი, გორი, ხაშური) არსებულ იზოლატორებში, ადგილზე ვიზიტის შემდეგ ხერხდებოდა. ასევე, პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც დაზიანებების გამო იზოლატორების ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებებში იყვნენ გადაყვანილები.

    დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება 

    ადმინისტრაციული დაკავება უმეტესად მაქსიმალური, 48 საათის ვადით, შაბლონური დასაბუთების საფუძველზე გაგრძელდა. როგორც წესი, დაკავების გახანგრძლივების შაბლონური დასაბუთება მოიცავდა მითითებას მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების გახანგრძლივება საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვის ფარგლებში იკვეთებოდა, რომ არანაირი დამატებითი მტკიცებულება მოპოვებული არ ყოფილა ამ პერიოდში. უფრო მეტიც, უმეტესად 48-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ დაკავებულები სასამართლოში არც კი მიიყვანა ვადის ამოწურვის შემდეგ. ამ დრომდე საქმეთა უმეტესობა სასამართლოში არაა წარდგენილი.

    დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება

    საგანგაშოა, რომ დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებდა დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებაში მოუწია მკურნალობა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომლის განცხადებითაც დაწყებულია გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, თუმცა, მისი შედეგების თაობაზე ამ დრომდე არაფერია ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, ამ ეტაპზე 30-მდე დაზარალებულს იცავს.

    აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, რომლებიც, მათივე განმარტებით, სამართალდამცავებმა მიაყენეს დაკავების დროს.

    საქმეების განხილვა სასამართლოში

    ამ დროისთვის, თბილსის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 16-17 აპრილს დაკავებული პირების საქმეები. პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა 12 საქმის განხილვა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები წარმოადგენენ დაკავებულების ინტერესებს. არსებული შედეგების მიხედვით, სასამართლომ ყველა პირი მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და მათ მიმართ გამოიყენა საკმაოდ მკაცრი სანქციები. კერძოდ, ერთ პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა (5 დღის ვადით), რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უმკაცრეს სანქციას, ხოლო სხვა პირებს 2000 ლარიდან 2600 ლარამდე ოდენობის ჯარიმები შეეფარდათ. მხოლოდ ერთ პირს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. ჯარიმების საერთო რაოდენობა ამ დროისათვის შეადგენს – 20 700 ლარს.

    განხილული საქმეები აჩვენებს, რომ მოსამართლეები, ძირითადად, ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე იღებდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილებებს. უფრო მეტიც, გარკვეულ საქმეებში თავად დაკავებულებმა წარადგინეს ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც ნათლად ჩანდა, რომ დაკავების დროს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ მოწმედ გამოძახებული პირების განმარტებები არ შეესაბამებოდა სასამართლოში მათ მიერვე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერების შინაარსს.

    არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირების უფლებების დაცვას. 

    კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები არიან:

    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
    • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
    • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
    • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    • უფლებები საქართველო (RG)
    • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
    • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
    • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
    • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
  • მოტეხილი მაქვს თითი, ტვინის შერყევა და დაბეჟილობები – ბორის ჩელე ყურუა

    მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი მაქვს მოტეხილი, სხვადასხვა ადგილზე დაბეჟილობა და ტვინის შერყევა. ისეთი არაფერი, რაც არ მომირჩება, უბრალოდ, ამ ტკივილს, რასაც ახლა ვგრძნობ, მინელებს ის, რომ ვხვდები, ქართული ოცნების წევრებს უფრო ტკივათ და ისინი უფრო შეშინებულები არიან.

    თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა, ბორის-ჩელე ყურუამ ფორმულასთან

  • პოლიციამ გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე 11 მოქალაქე დააკავა

    9 მაისის ღამეს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე 11 ადამიანი დააკავა, მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

    9 მაისს,  პოლიციამ რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა. მოქალაქეები  მის სახლთან იყვნენ შეკრებილი,  რომლებმაც დაკავების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.

  • აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებს – ომბუდსმენი

    აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებს – ომბუდსმენი

    “ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება.

    სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც. არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

    უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”,

    სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

  • გაგვლახავენ, ავდგებით, დაგვიჭერენ – გამოვალთ!„რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით – ჩიქოვანი

    „გაგვლახავენ და ავდგებით, “რობოკოპებით” გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. მე მახსოვს, ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერაფერს დაგვიშავებენ. არავინ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. შსს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი იარაღი და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხის ნება არის ევროპა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენჯერაც საჭიროა, ამ მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი,“

    ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.

  • აქციებზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან – კობახიძე

    აქციებზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან – კობახიძე

    ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია “ნაცმოძრაობის”, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს…

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • ვგმობ, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს – წულუკიანი ელჩზე

    “როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების – ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ.

    დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ პოსტის მცხობელად რომ მუშაობს ნამდვილი სამსახურის პარალელურად).

    პირველ რიგში, არ ვთვლი საინტერესოდ და საჭიროდ, განვიხილო, თუ როგორ მოხვდა თანამდებობაზე და რატომ.

    საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან, უფრო მეტიც – ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ და, რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში (“ცუდი” მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ.

    პრიმატი არ ვიცი და, ეს გახლავთ პრიმიტიული ევროპეიზმი.

    დაე, ნუ გვაპატიებთ ამ შეფასებას, ვისაც გვაქვს სისხლი წითელი. ჩვენ ხომ გლეხები ვართ, არ გაგვიხედავს ჩვენი სოფლის იქით.

    ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

    ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა!

    ვწუხვარ. და ვგმობ ამ საქციელს. და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს.

    ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს.

    ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა (!) მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და… ამ ელჩივით მოიქცეს. რადგან შეგვაქებენ.

    ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო.

    მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მათ, ვინც შემდგომ ჩაება ამ ჯაჭვს და დღემდე მედგრად შესდგომია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების აღმავალ, რთულ გზას.

    დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა. ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს,”

    კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რუსული კანონის გამო გოჩა ჯავახიშვილის მიერ საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვებას ეხმაურება.