Category: სლაიდერი

  • განცხადება გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია! – საპატრიარქო  მიხაილ როთს პასუხობს

    განცხადება გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია! – საპატრიარქო მიხაილ როთს პასუხობს

    განცხადება გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია – ასე ეხმაურება, საქართველოს საპატრიარქო, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა : ”როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.

    “გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“

    ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში.

    გვსურს, ვუპასუხოთ ბატონ მიხეილს, რომ ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

    ამდენად, ბატონი მიხეილის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • არ წავალ ამერიკაში, ისედაც არ მიყვარს ფრენა – დავითულიანი სანქციებზე

    არ წავალ ამერიკაში, ისედაც არ მიყვარს ფრენა – დავითულიანი სანქციებზე

    მე რისი უნდა მეშინოდეს, არ წავალ ამერიკაში და მორჩება, თუ დაგვასანქცირებენ, არ მაქვს პრობლემა, ისედაც არ მიყვარს ფრენა.

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი, რომელმაც რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

  • ზარქუა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას საპროტესტო აქციები აფერხებს

    რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. როგორც კი რაღაც ფსევდოლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, ეს კომპანიების აქციებზეც აისახა […]

    მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ. იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები ვინც არიან: გიჟი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარია და ასევე, დანარჩენი ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ, რადიკალიზმი და აქციები საქართველოს აზარალებს.

    განაცხადა  ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

    შეგახსენებთ, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა.

  • ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა

    ლარი დოლართან 4.67 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 5.72 თეთრით.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0572 ლარი შეადგინა.

    რუსული კანონის მესამე მოსმენის შემდეგ ანუ 24 საათში, ლარი დოლართან 5.29 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 6.85 თეთრით.

    „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა.

  • “ნაბიჯი არასწორი მიმართულებით! მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი – კოლომინა

    “ახლახან დამტკიცებული კანონმდებლობა ე.წ. “უცხოური აგენტების” შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან, ქართველებისთვის მთავარ მიზანს, რომელსაც NATO მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას “

    ასე აფასებს სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა “ოცნების” ხელისუფლების მიერ, რუსული კანონის მიღებას.

  • “კანონპროექტის მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას”- ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

    “კანონპროექტის მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას” – აცხადებს ამის შესახებ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია ბურიჩი რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.

    „ვინაიდან ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება, მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად.

    ღრმად შეშფოთებული ვარ მრავალი მოხსენებით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელებისა და სტიგმატიზებული ოფიციალური ნარატივების გამოყენების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

    მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუთავსებელი ნორმები, უზრუნველყოს უფლებათა სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევის სათანადო და ეფექტური გამოძიება. ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რათა განამტკიცოს დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“- ამბობს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

  • “არ შევთანხმებულვართ!” – ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილს ტყუილში ამხელენ

    ” არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო” – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო მართალი იყო, როცა არ მოუსმინა ევროკავშირს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ასევე არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.

    ”ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა “გარკვეული შეშფოთება”. – დაწერა  ლანდსბერგისმა.

    “შეთანხმებას” უარყოფს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც:

    ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით” – წერს მარგუს ცაჰკნას

  • “ჩვენი მომავალი ევროპაშია!” – ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • კანონის მიღებას EU-სკენ საქართველოს სვლაზე უარყოფითი გავლენა აქვს – ბორელი და ვარჰეი

    საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

    “ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მათი არჩევნის გვერდზე. დაშინება, მუქარა და ფიზიკური გასწორება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე, მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოიძიონ ეს დადასტურებული შემთხვევები.

    ევროპულმა კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული 9 საჭირო ნაბიჯის გათვალისწინებით. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მუშაობას. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის საჭიროებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

    დიდი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ცხადი მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მმართველმა უმრავლესობამ მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მესამე მოსმენით. ევროკავშირმა ცხადად და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირეულ ნორმებსა და ღირებულებებს. ის ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც საქართველოს მისწრაფებების ცენტრში დგას ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

    ამ კანონის მიღებას ნეგატიური გავლენა აქვს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. წინსვლის გადაწყვეტილება საქართველოს ხელშია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონი და შეასრულონ ევროკავშირისკენ სვლის დადებული პირობა და დაწინაურდნენ რეფორმებში, რომლებიც დეტალურადაა მოცემული 9 ნაბიჯში.

    ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველთა დახმარება ევროკავშირისკენ მიმავალი მომავლისთვის მუშაობაში.” – წერია განცხადებაში.

  • თუ დამასანქცირებენ, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები – სამხარაძე

    ჩემს პირად მოკრძალებულ აზრს გაგანდობთ:

    თუ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველები ოდესმე მოვესწრებით, რომ შეერთებულ შტატებში უვიზოდ ვივლით, ნამდვილად მივესალმები, მაგრამ ამ მოცემულობაში, მე თუ ვინმე დამასანქცირებს და ამერიკის ვიზას არ ჩამირტყამს, ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.

    თუ ამერიკის ნახვა მომინდება, როგორც ქართველი ვიზიტორების 99.9 %-ია “დასანქცირებული” და სურვილის მიუხედავად არ აძლევენ ვიზას, მეც მათსავით მოვიქცევი, როგორც ეს ხალხი იქცევა ძირითად შემთხვევაში, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები, ისე რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, თუ არ “გავსთორე”.

    ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე.