Category: სლაიდერი

  • პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია – იოსელიანი რუსულ კანონზე

    “როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს”,

    სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე.

  • “კრემლი ხედავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები” – პესკოვი

    „ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელმძღვანელობის ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარაც, თუ ისინი მიიღებენ ამა თუ იმ კანონს, აბა, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა”.

    აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსულ კანონთან დაკავშირებით.

  • ‘სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია” – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

    სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

    “აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

    სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.

    ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

    უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია”, – წერია განცხადებაში.

  • პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს – 38 რექტორის რეჟიმის მხარდამჭერი განცხადება

    “პოლიტიკა აკადემიის მიღმა უნდა დარჩეს” – საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორები საერთო, რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ.

    “საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

    ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.

    მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო  პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

    თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

    თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

    თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ”ოცნებას” საქართველო გადაჰყავს ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის სურვილია – ბასი

    საქართველოს მთავრობას საქართველო გადაჰყავს ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის სურვილია. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად და ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ გამოიძიონ ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ მუდამ იდგება ქართველ ხალხთან.

    წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დამხმარე პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში ელჩი იყო.

  • საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში – პატრიოტები – დუგინი

    “სახალხო მღელვარება საქართველოსა და სომხეთში ურთიერთსაპირისპიროა. საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში პატრიოტები”.

    წერს ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.

  • კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა

    პრემიერ, ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა  სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა.

    თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ მიიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად. ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. მინდა გითხრათ ასევე, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც  სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება. მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში, უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე – ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, იმას, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს რეალურად მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხები… ეს თანხა, საბოლოო ჯამში, დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე-ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, – ამბობს კობახიძე.

  • დღეს, 20:00-ზე ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

    დღეს, 20:00-ზე ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

    დღეს, 13 მაისს, 20:00 საათზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო – სხდომის გახსნიდან ერთ წუთში. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე ხვალ, 14 მაისს განიხილავენ.

  • ივანიშვილი სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უკან არ დაიხევს – იონათამიშვილი

    ცხადია, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

    ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი

  • “სანამ კანონს არ გაიწვევენ, ვერ დავბრუნდებით აუდიტორიებში!” – GIPA-ს სტუდენტებიც გაიფიცნენ

    “სანამ კანონს არ გაიწვევენ, ვერ დავბრუნდებით აუდიტორიებში!” –  გაფიცვას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებიც უერთდებიან.

    “ჩვენ, ჯიპას სტუდენტები ვუერთდებით ინიციატივას სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ვთვლით, რომ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების გარშემო, არის არაბუნებრივი. ვიწყებთ გაფიცვას – არ დავბრუნდებით და ვერ დავბრუნდებით აუდიტორიებში მანამ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ და ქვეყანას არ დააბრუნებენ იმ კალაპოტში, რომლითაც მივუახლოვდეთ ევროპულ მომავალს, ჩვენი გზის ბოლო არის ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველო. ჩვენი მომავალი არის ევროპა, წინ ევროპისკენ. ახლა მთავარ გამოცდას ვატარებთ რუსთაველზე”- აცხადებენ სტუდენტები.