Category: სლაიდერი

  • მიმდინარე მოვლენების გამო, POSTV-ზე ჩემი გადაცემა დროებით შეჩერდა, არ არის ახლა ამის დრო – ირმა სოხაძე

    “გადაცემა გაჩერდა, იმიტომ რომ მეც მიმაჩნია… პირველ რიგში მე ვთქვი, რომ არ არის ახლა ამის დრო და ყველა დამეთანხმა. ისეთი გადაცემაა, ძალიან მხიარული, სულ სხვაგან არის… რასაკვირველია [უკავშირდება] მიმდინარე მოვლენებს და ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, ეს გადაცემა არის სრულიად ამოვარდნილი და საერთო გადაწყვეტილებით დროებით გაჩერდა, შეიძლება დავხუროთ, შეიძლება გავაგრძელოთ, არ ვიცი შემოდგომაზე რა იქნება”.

    აცხადებს პროპაგანდისტული არხის POSTV-ის გადაცემის წამყვანი ირმა სოხაძე ”ტაბულასთან”.

  • საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია – ეროვნული ბანკი

    საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  სტაბილიზაციის მიზნით, ბაზარს  60 მილიონი დოლარი მიაწოდეს. ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ “აჟიოტაჟურ პროცესებთან” დაკავშირებით მიიღო.

    ”საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, “სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მოკლევადიანია”. სებ-ის განცხადებით, “სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელეს”. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება “ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით” მიიღეს.

    “ამას თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

    ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.

    ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.

    ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” – აცხადებს ეროვნული ბანკი.

  • რუსეთის რბილი ძალა ხართ – ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს

    რუსეთის რბილი ძალა ხართ – ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს

    რა თქმა უნდა, წლებია, რუსეთი [საქართველოში მიმდინარე პროცესებში] ერევა. ერევა იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, დანარჩენ ტერიტორიებზე ახორციელებს გარკვეულ სამხედრო ზემოქმედებასა და შანტაჟს. გარდა ამისა, ერევა იმით, რომ საქართველოს სანქციებს უწესებდა და გავლენის მოხდენას ამით ცდილობდა […] აგრეთვე, ერევა იმით, რომ სხვადასხვა ჰიბრიდული თუ რბილი ძალის გამოყენებით თავისი დღის წესრიგის გატარებას ცდილობს.

    მე თუ მკითხავთ, რუსეთი საქართველოს საკითხებში ყველაზე ძლიერად ოპოზიციური პარტიებისა და მათი კუთვნილი მედიების საშუალებით ერევა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია ზუსტად რუსეთს აწყობს. ამას კი სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია აკეთებს. ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ.

    უთხრა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს – ვანიშვილის ცოლის პასუხი მამის მეგობარს

    “გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს” – ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რითიც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

    “შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ.

    სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.

    უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას!

    მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!

    თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი!

    თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები!

    ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ!

    ამდენი ტკივილის და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს!

    ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა!

    სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ – გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.

    ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი.

    დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!

    მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!

    დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!

    ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობის და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არა მარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის!

    ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკით და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან.

    დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ!

    კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულით და პატივისცემით“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის,13 მაისს როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის ცოლს ფორმულას ეთერიდან მიმართა:

    “ეკა, მე მაქვს უფლება, ასე მოგმართო, მოგმართავ ასე, იმიტომ, რომ ხელში აყვანილი მყავხარ ბავშვობაში ნატარები, შენც და ირმაც, შენი უფროსი და […] მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე, იმიტომ, რომ ფედია ხვედელიძის პირველი მანქანის ნომერი მახსოვს […] ახლობელი ვარ შენი, შვილო. შეიძლება თქვა, რატომ არ მოხვედიო, იმიტომ არ მოვედი, რომ არ მჭირდებოდა, მათხოვარი არასდროს ვყოფილვარ. დღეს კი, საისტორიო ფორტუნამ, ეკა, შვილო, შენ მოგანიჭა საშუალება, მოგცა უფლება, რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი, როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა […] მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე  მეტად. ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე […] გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები”.

  • ეს ადრე უკვე ვიხილეთ პუტინის რუსეთში, დემოკრატიული სამყარო ქართველი დემონსტრანტების გვერდით უნდა დადგეს – რასმუსენი

    “ვფიქრობ, ყველა ჩვენგანზე იმოქმედა იმან, რაც ხდება თბილისში და რაც ახლა იქ ხდება, არის შემაშფოთებელი. ჩვენ ეს ადრე უკვე ვიხილეთ პუტინის რუსეთში, ამიტომ დემოკრატიული სამყარო ქართველი დემონსტრანტების გვერდით უნდა დადგეს. ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იქნება შესაბამისი შედეგები, თუ მთავრობა ამ კანონს ბოლომდე გაიტანს. ჩვენ ძალიან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ მათ, ვინც ცდილობს საქართველო ავტოკრატიის გზას გაუყენოს.”

    აცხადებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი და საქართველოში, რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე.

  • ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს! – 120 ორგანიზაციის განცხადება

    ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს! – 120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

    “საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის.

    მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.

    კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ.

    სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას.

    კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ.

    სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.

    ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! “- ნათქვამია განცხადებაში.

    ხელმომწერი ორგანიზაციები:

    1. ა(ა) იპ “ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”
    2. ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
    3. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განივითარების ფონდი
    4. ა(ა)იპ ფარდაგები რაჭიდან
    5. ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი
    6. ააიპ ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    7. ააიპ სოციალური საწარმო თავისუფალი სივრცე
    8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    9. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო განათლების ქსელი
    10. ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი – ახალი თაობა
    11. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
    12. ახალგაზრდილი პლატფორმა – WETALK
    13. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
    14. ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
    15. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
    16. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    17. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
    18. დემოკრატიის ინსტიტუტი
    19. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
    20. დემოკრატიის მცველები
    21. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
    22. ევროპის ფონდი
    23. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
    24. ეკო ცენტრი
    25. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
    26. ვი2თექ ჯორგია
    27. ვინტილატორი / Vintylator
    28. ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
    29. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
    30. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
    31. თემი ქედელი
    32. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    33. კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA)
    34. კომლი
    35. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
    36. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
    37. მედია აპრილი
    38. მედიაომბუდსმენი
    39. მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება
    40. მზიანი
    41. მთისა – მთის განვითარებისთვის
    42. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
    43. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
    44. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი
    45. მწვანე ალტერნატივა
    46. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
    47. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
    48. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
    49. პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის
    50. პლატფორმა სალამ
    51. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
    52. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
    53. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
    54. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
    55. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო
    56. საზოგადოება და ბანკები
    57. სათემო ფონდი ლელი
    58. საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
    59. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    60. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” – RICDOG
    61. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
    62. სამოქალაქო იდეა
    63. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
    64. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
    65. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
    66. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
    67. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
    68. საფარი
    69. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
    70. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
    71. საქართველოს გაეროს ასოციაცია
    72. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოცისცია
    73. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    74. საქართველოს ევროპული ორბიტა
    75. საქართველოს მომავლის აკადემია
    76. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    77. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
    78. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
    79. საქართველოს სასოფლო დარბაზი
    80. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
    81. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
    82. სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი”
    83. სოლიდარობის თემი
    84. სოციალურ საწარმოთა ალიანსი
    85. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    86. სოციალური საწარმო იკორთა
    87. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
    88. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    89. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
    90. უფლებები საქართველო – Rights Georgia
    91. ფემეა
    92. ფემინა
    93. ფონდი აურეს
    94. ქალები საქართველოდან
    95. ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად”
    96. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
    97. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
    98. ქალთა სათემო რადიო WW
    99. ქალთა ფონდი “სოხუმი”
    100. ქვემო ქართლის მედია
    101. ღია სივრცე კავკასია
    102. ყვარლის ევროკლუბი
    103. შშმ ქალთა ალიანსი
    104. ჩემი იმერეთი
    105. ჩემი ხარაგაული
    106. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
    107. ცოდნის კაფე
    108. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
    109. წერტილი
    110. ჭკვიანი სოფელი საქართველო
    111. Act 4 transformation’s Caucasus Office
    112. CENN
    113. HEKS+EPER Georgia
    114. International Business Development and Investment Promotion Center
    115. Mestia Lag
    116. Potteria
    117. ProActive Group Georgia
    118. Promote Georgia
    119. ProYouth Sakartvelo/პროიუზ საქართველო
    120. Start now
  • უცხოეთიდან რასაც გეტყვიან, არ დაუჯეროთ, თავისი ინტერესი აქვთ – კალაძე ახალგაზრდებს მიმართავს

    მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ განეკუთვნება, რომლებიც დღეს აქციებზე ავანგარდში არიან. როგორ შეიძლება, ჩვენ რუსეთი გვინდოდეს? […] მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს – კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო. მათგან ხშირად მოვისმინე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აი, უცხოელებმა თქვესო. მერწმუნეთ, არც აშშ-სა და ევროპაში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესს გაატარებს.

    საქართველოს ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვინმე უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია […] მინდა, ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვუთხრა – არავის დაუჯეროთ. თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც და შესაძლებლობაც, რომ ეს კანონპროექტი და სხვა ქვეყნებში მიღებული კანონები თავადვე წაიკითხოთ და მარტივი შედარება გააკეთოთ. უცხოეთიდან რას გეტყვიან, არ დაუჯეროთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. ჩვენ საქართველოს ინტერესი, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი უნდა დავიცვათ.

    განაცხადა ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

  • “ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს” – აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა

    ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირის და 14 ქვეყნის (ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ავრცელებს განცხადებას საქართველოში რუსული კანონის მიღების შესახებ.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა “საგანგაშო და რეპრესიული” ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ:

    “მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან შეშფოთების არაერთი გამოხატვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოცხადებულ დასავლურ ინტეგრაციის მიზანთან. როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლია თავისი ხალხის სურვილი ასახოს, ქართველებმა ერთმნიშვნელოვნად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. ‘უცხოური აგენტების’ კანონი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ასახავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს.

    პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI Georgia), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია (GYLA), ცენტრალურ როლებს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ გზაზე. ეს კანონი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევებს და სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე – ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე – პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინაიდან მათი ლიდერობა და საქართველოს ხედვა ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითია, რაც მკვეთრად განსხვავდება  პარლამენტის 84 წევრმსგან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის დროს რუსეთის მოკავშირეები გახდნენ.

    არასდროს არ მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობით მამაცად აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ურყევი ერთგულება, ასევე არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია ამ რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის. ქართველ ხალხს ჩვენ ვეუბნებით: მარტონი არ ხართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

    საერთო განცხადება ინიცირებულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის მიერ. ხელმომწერებს შორის არიან ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

     

  • საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია! – საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

    ”საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია” – ასე ეხმაურება, ქართული ბანკების აქციების ვარდნასა და ლარის მკვეთრ გაუფასურებას,  საქართველოს საბანკო ასოციაცია.

    “საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საბანკო ასოციაციის სახელით დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი.

    ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას” – ნათქვამია  განცხადებაში.

  • ჩემმა შვილმა რა დააშავა, რომ სანქცია დაუწესონ? ეგეთი დემოკრატია არ მომწონს – ვიქტორ ჯაფარიძე

    ეს არის დემოკრატია? რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით. ვთქვათ, მე დავაშავე. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს.

    აცხადებს ამის შესახებ, რუსული კანონის მხარდამჭერი ვიქტორ ჯაფარიძე.