Category: სლაიდერი

  • “რუსულ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები.. მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება” – ბრაჭველი

    “რუსულ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – წერს “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში და ხელისუფლებას მორიგ ტყუილში ამხელს.

    რუსულ კანონზე ხელისუფლების უდიდესი ტყუილი გემახსოვრებათ – კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებაო. სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.

    მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

    • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
    • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
    • ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
    • ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას.

    ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.

    ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა – ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს – ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

    ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

    თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

    ქვემოთ დავდებ კანონის ლინკსაც და შეგიძლიათ თავადაც გადაიკითხოთ. სანამ ღალატსა და ორგიებში გამოჭერილი ჩინოსნები გარეთ ვითომ-მეოჯახეობანას თამაშობენ, უნდა იცოდეთ, კანონის სახელით, დაუფარავად, რამხელა ვერაგობას გიმზადებენ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს.
    #კიევროპას
    #არარუსულკანონს”, – წერს ბრაჭველი.

  • საქართველოს სტატუსი ხალხის ნების გამო მიენიჭა! ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რა მიმართულებით წავა ქვეყანა – ლინკევიჩუსი

    “საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ამის მიუხედავად და ქართველი ხალხის ნების გამო. ახლა საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუ რა მიმართულებით წავა მათი ქვეყანა,”

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, საქართელოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელსი ეხმაურება.

  • არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის – ზურაბიშვილი

    არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის – ზურაბიშვილი

    „ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე – ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება.

    ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“,

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

  • საქართველოზე საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, კანდიდატის სტატუსზე, ვიზალიბერალიზაციაზე ნაჩუქარი არაა – ცაჰკნა

    “ჩვენ გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან , საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასში არაფერია განსახილველი და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და ყველამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ნაჩუქარი არ არის და პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. […]

    ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ 14 დღის განმავლობაში, რაც დარჩენილი გვაქვს პრეზიდენტის ვეტომდე, საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას”.

    ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა DW-სთან ინტერვიუში. 

  • დღეს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება – მერია

    დღეს, 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

    “რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ რუსთაველის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.

    რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში”, – აცხადებენ მერიაში.

    ამასთან, მერიაში ამბობენ, რომ ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.

    “მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ”, – აცხადებენ მერიაში.

    რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერიაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ.

    “თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ 300 არაგველთან მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით’, – ნათქვამია განცხადებაში.

  • მანქანით განზრახ დაეჯახა – გარდაბანში დის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ძმა დააკავეს

    სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ნ.ი., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. – ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გარდაბანში ძმამ და გუშინ, 16 მაისს მოკლა.

  • მდინარაძე, ხვალ,  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება

    მდინარაძე, ხვალ, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება

    “ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!

    პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები!

    ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა!

    სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!

    #მამულიენასარწმუნოება. #ღირსებითევროპისკენ”

    წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, წერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

  • “ოცნება” ხვდება, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კრახამდე მიიყვანს – დუგინი

    “ოცნება” ხვდება, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კრახამდე მიიყვანს – დუგინი

    აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში სიტუაციის მორყევას, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის რეაქციული ქმედებებისთვის მობილიზებას, იმ ხელისუფლების, რომელიც ლიბერალურ, დასავლეთურ და ანტისახალხო რეფორმებს ეწინააღმდეგება. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველო მოლდოვისა და სომხეთის გზას დაადგეს, რომლებიც ევროინტეგრაციის გამო დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და დასავლური ლიბერალური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ხალხების წინააღმდეგ განაწყობს, ქვეყანას კრახამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირების მიზნით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირი მნიშვნელობით ერევა ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში.

    ამის შესახებ, წერს კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.

  • სიამოვნებით დავუჭერდი მხარს სანქციებს ივანიშვილისთვის, შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც – კრამონი

    “მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის და ვთვლი, რომ ასევე შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, კიდევ არის წერტილოვანი ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი მიდის სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ. ასე რომ, დიახ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფინანსური დახმარებები, მაგრამ ასევე უნდა დავაკვირდეთ, ვის დააზიანებს ეს, რათა არ დაზარალდეს სასარგებლო პროექტები. ჩვენ უნდა შევხედოთ, რამდენად დააზიანებენ ისინი არასამთავრობოებს ოქტომბრამდე. ჩვენ ვიცით, რომ მათ უმეტესობას არ სურს დარეგისტრირება უცხოელ აგენტებად, ამიტომ ჩვენ უნდა დავფაროთ ის ჯარიმები, რომლებიც მათ დაუწესდებათ. ასე რომ, მე მომხრე ვარ ფინანსური დახმარების შეჩერების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დაზარალდნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონის მიღებაზე.”

    აცხადებს, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

  • “კიდე შენ ხარო? მირტყამდნენ, მაგინებდნენ ” – ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

    რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია.  მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.

    “საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.

    პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში…

    კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ  ” – ამბობს გრიგორიადისი.