Category: სლაიდერი

  • 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი მომენტი ქართველი არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის.. ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით! – კონგრესმენი ჯო უილსონი

    ”26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი მომენტი ქართველი არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის. ქართველი ხალხის პოზიცია ცხადია. მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს განაგრძოს მჭიდრო კავშირების ძიება ევროპის დინამიკურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს, წაართვას მათ ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა მაშინ, როდესაც ის ცდილობს აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა კავშირი.

    ევროკავშირი და NATO სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობა მტკიცეა და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ერთგულებას.

    MEGOBARI-ის სულისკვეთებით, ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

    ამბობს ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ვიდეომიმართვაში.

  • „2012 წლის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა” – შალვა კეკელია

    ”ჩემს აზრს გეტყვით. მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული – 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ ბოროტებასა და სიბნელეს – მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება… ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან ეს საშინელება უნდა დამთავრებულიყო. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიეცა…წელს გადავწყვიტე, ისევ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა – მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან იგივე პროცესია, როგორიც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტი დგება – ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას… მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება… ისეთი განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან… მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი რამ ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს… უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია – არცერთ საელჩოს ამაზე არ უსაუბრია. აი, დღეს როგორი ზეწოლაა. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, არ ვესაუბრები არაეკლესიურ ადამიანებს, ვინც მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.

    აცხადებს, დეკანოზი შალვა კეკელია.

  • „პითონის სახელით ცნობილი ოლიგარქი“ – ბიძინა ივანიშვილზე ვრცელ სტატიას Dailymail-იც აქვეყნებს

    „როგორ განსაზღვრავს ოლიგარქი, რომელიც პითონის სახელით არის ცნობილი და ბონდიანას ბოროტმოქმედების ბუნაგში ცხოვრობს, სასიცოცხლო მნიშვნელობის დასავლელი მოკავშირის მომავალს“ – ამ სათაურით  ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

    „საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით“ — წერს Daily Mail-ი.

    გამოცემა წერს, რომ 26 ოქტომბერს გადაწყდება გააგრძელებს თუ არა ქვეყანა სვლას დასავლეთისკენ, თუ ის „კრემლის სისხლიანი დიქტატორის ხელებში“ დაბრუნდება. Dailymail-ის სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქონება მოსკოვში დააგროვა, ახლა კი ცდილობს ვლადიმერ პუტინის რეპრესიულ რეჟიმს მიბაძოს.

    ”ამ საარჩევნო ბრძოლის ცენტრში დგას ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელიც ხელისუფლებაში 12 წლის წინ მოვიდა და თავი დემოკრატიის მხსნელად წარმოაჩინა მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო. მისი ზედმეტსახელი პითონია, რადგან მას სტრატეგიული სიმშვიდე უყვარს – ნელა დაახრჩოს საკუთარი ოპონენტები. ახლა კითხვა იმაშია, იყენებს თუ არა ოლიგარქი ამ მიდგომას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ პუტინს უქნევს თავს და დემოკრატიას დევნის ქვეყნიდან. ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილი შეეცდება არჩევნების მოპარვას და საკუთარ თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, შემდეგ პროტესტების ძალისმიერ ჩახშობას შეეცდება, არგუმენტად კი იტყვის, რომ გადატრიალების არიდებას ცდილობდა. გასულ თვეში ივანიშვილმა მოქალაქეებში სიბრაზე გამოიწვია, როცა თქვა, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. საბოლოო ჯამში, თბილისში ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით”- წერს გამოცემა.

    Dailymail-ის სტატიაში საუბარია მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის დაანონსებაზე, რუსული კანონის მიღებასა და ივანიშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ბანერებზეც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია „კარგად დაფინანსებულია“.

  • „კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა“ – POLITICO ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

    „კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა“ – სწორედ ასე დაასათაურა გავლენიანმა გამოცემა POLITICO-მ ვრცელი სტატია ქართველი ოლიგარქის შესახებ. მასში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ პოპულისტურ პარტიადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ივანიშვილს უპირობო გავლენა აქვს ხელისუფლებაზე. სტატიაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა და 12-წლიანი მმართველობა. ნათქვამია, რომ დროთა განმავლობაში „ოცნება“ აღიქმებოდა არა პოლიტიკურ პარტიად, არამედ ივანიშვილის ღრმა ჯიბეების გაგრძელებად.

    ”კრიტიკოსების აზრით, პარტიის კანონმდებლებსა და მინისტრებს მხოლოდ ივანიშვილს ერთგულება ევალებათ. მაშინ, როცა საქართველოში 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, როგორც მკვეთრ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ივანიშვილი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც ძალა, რომელსაც მოსკოვის დასამშვიდებლად საქართველო ევროკავშირის ორბიტიდან გამოჰყავს.

    მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის დროს, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ ხელში.

    ივანიშვილის კონტროლი ქართულ ოცნებაზე აშკარა იყო, როდესაც პარტიამ თებერვალში პრემიერ-მინისტრად დასავლეთის კრიტიკოსი ირაკლი კობახიძე დანიშნა. პოდიუმზე ასვლამდე კობახიძე წინა რიგში მჯდომ ივანიშვილთან შეჩერდა და სცენაზე წასვლის ნებართვა სთხოვა”.-წერს გამოცემა.

    Politico წერს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა, სადაც ელექტრონიკას ყიდდა და საბოლოოდ საკუთარი ბანკი „როსისკი კრედიტი“ დააარსა სათავო ოფისით მოსკოვში. Politico ივანიშვილის რუსული მედიისთვის წარსულში მიცემულ ინტერვიუზეც წერს, სადაც ის ამბობს, რომ ქონების დაგროვების შემდეგ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა მისი ძმა გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, შემდეგ კი ამ საქმის მოსაგვარებლად მას რუსულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობა მოუწია.

    ”ამის საპასუხოდ, ახალგაზრდა მაგნატმა დაცვისთვის მიმართა სხვა ბანდას: რუსეთის მთავრობას და ძლევამოსილი მეგობრები შეიძინა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფში, რომლის მუშაობის მეთოდებიც არ განსხვავდებოდა მათგან, ვისაც ისინი ებრძოდნენ. როგორც Politico-სთან უსაფრთხოების სამსახურების წამყვანი ექსპერტი ირინა ბოროგანი აღნიშნავს. ამ ჯგუფში შემავალი ხალხი ქრთამზე მუშაობდა და არ ერიდებოდა წამებას, ცემას და მკვლელობას. ექსპერტი ამბობს, რომ მათ, როგორც ჩანს, ივანიშვილის საქმე გააკეთეს, მან დაიწყო ბიზნესი საფრანგეთსა და საქართველოშიც, იმავდროულად, ინარჩუნებდა თავის ფართო და გაუმჭვირვალე ბიზნესინტერესებს რუსეთში.

    როგორც 90-იან წლების რუსეთში არსებული ვითარების მცოდნე პირები ამბობენ, როგორც წესი, უშიშროების სამსახურებთან ასეთი თანამშრომლობა ნიშნავდა უწყვეტ ვალდებულებას. ბოროგანის თქმით, როდესაც თქვენ ითანამშრომლებთ მთავრობასთან ან უსაფრთხოების სამსახურებთან, ისინი არასოდეს გაგიშვებენ თვალთახედვიდან”.-წერს გამოცემა

    როგორც გამოცემა წერს, საქართველოს უმდიდრესი კაცისთვის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებაზე უარი არ იქნება მარცხი. ეს შეიძლება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მაგალითმაც დაადასტუროს, რადგან დასავლეთიდან მოსკოვისკენ შემობრუნება მომავალ ავტოკრატს აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს სრული კონტროლი.

  • წყლის ჭავლს და გაზს ერთად ვიყენებთ, რომ აქცია მოძალადე მონაწილეებმა უსაფრთხოდ დატოვონ – შს მინისტრის მოადგილე

    2021 წლის 11 ივლისს დამტკიცდა ახალი ინსტრუქცია პოლიციელებისთვის, რომლის მიხედვითაც, “შეიძლება გამოყენებული იქნას წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად და მისი მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ ადგილი, ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხოდ დატოვონ აქცია-მანიფესტაცია”. შესაბამისი განცხადება, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.

    “მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არც ერთი საერთაშორისო აქტით არ იკრძალება და მეტიც, არაერთი ევროპული ქვეყანა აქტიურად იყენებს მსგავს საშუალებებს და მათ შორის, ხდება შერევა, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი მიზეზი ამის არის ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც აქცია-მანიფესტაციის მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს გასცდნენ. სწორედ ამიტომ, პოლიციის მთავარი ფუნქცია, რომ აღადგინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მოძალადე აქციის მონაწილეების მიმართ, რათა მათ დატოვონ შეკრების ადგილი, სწორედ ამიტომ, 2021 წლის 11 ივლისს დამტკიცდა ახალი ინსტრუქცია ჩვენი პოლიციელებისთვის. […] ეს გამყარებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტით – ამნესტი ინტერნეიშენალის სახელმძღვანელო დოკუმენტი და ეუთო-ოდირის შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად და მისი მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ ადგილი, ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხოდ დატოვონ აქცია-მანიფესტაციის ადგილი”. – თქვა დარახველიძემ.

  • როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში – კრამონი

    ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში.

    წერს ყოფილი ევროპარლამენტარი ფიოლა ფონ კრამონი X-ზე.

  • ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მუქარას, პროდასავლური ოპოზიციის გაჩუმებას – იან კელი

    ორივეს მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლაში გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მუქარას და ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის გაჩუმებას.

    წერს ამის შესახებ,  აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი X-ზე.

  • ემსახურეთ საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიულ ბოსებს.. ეგ ადამიანები გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენთან პირისპირ დარჩებით! – გახარია სამართალდამცველებს მიმართავს

    “თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნებია რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ მოგიწოდოთ – ხმა მისცეთ ერთ, მეორე, ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით, მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს სახელმწიფოს დაცვა”

    გიორგი გახარია სამართალდამცველებს მიმართავს.

  • ბრძანებას ყველაფერზე მე გავცემ მარტო გაზზე არა, წყლის ჭავლის გამოყენებაზეც! – გომელაური

    რაც შეეხება სანქციებს – ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, გაუგებრობაა. ეს თემა ძალიან მალე აღმოიფხვრება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ, ეს სანქციები მოიხსნება. რა შუაშია, რატომ უნდა დასანქცირდნენ […] ბრძანებებს მე გავცემ, პირადად გეუბნებით. მარტო გაზზე არა, ბრძანებას ყველაფერზე მე გავცემ, წყლის ჭავლის გამოყენებაზეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ბრძანებას მე გავცემ, არავითარი ჭელიძე და ხარაზიშვილი.

    თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

  • შევიძინეთ ახალი წყლის ჭავლის მანქანები – გომელაური

    “აღჭურვილობა შევიძინეთ, ახალი წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც იყო შეძენილი 2006 თუ 2007 წელს წინა მთავრობისგან. უკვე დიდი ხნის მანქანები იყო და დავამატეთ, განვაახლეთ, რამდენიმე ცალი ახალი წყლის ჭავლის მანქანა შევიძინეთ. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები”

    აცხადებს, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.