Category: სლაიდერი

  • ვერ ვიმუშავებთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ! – შვედეთის პრემიერი

    “ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, რომ ეს არჩევნები სანდრო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ”,

    ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

  • გახარია ცესკოს მიმართავს, მოთხოვნით : ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, სად და როდის მისცა ხმა

    პარტია ” გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს,  ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: მიიღო თუ არა მან არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანსა და რომელ საათზე მისცა ხმა.

    „მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს ეს მონაცემები.[…] არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შევიდეს და გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი და მისცეს ხმა. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის, რაც ჩამოვთვალე”. – ამბობს გიორგი გახარია.

  • ვერც ქართული ოცნება და ვერც პარლამენტი სიებს ვერც გამოაქვეყნებს..ეს არის ცესკო-ს სიები – პაპუაშვილი

    ვერც ქართული ოცნება და ვერც პარლამენტი სიებს ვერც გამოაქვეყნებს..ეს არის ცესკო-ს სიები – პაპუაშვილი

    ჯერ ეს ერთი, “ქართული ოცნება” და ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს, ვერც ვერაფერი. ეს არის ცესკო-ს სიები, ასე ვთქვათ, და მათი პრეროგატივა არის. სიები მათ აქვთ, სიები მათ სინამდვილეში აქვთ, არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არანაირი პრეტენზია არცერთ სიასთან მათ არ ჰქონიათ. ახლა რა სია უნდათ, არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა ის სია უნდათ? ასეთი სია არ არსებობს. ამას ჰქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ ვინ მისცა ხმა ვის. არ ვიცი, საერთოდ რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი, გასულია

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • ყურადღებით, გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე! – ცესკო ზურაბიშვილს

    ”გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე” –  ასე ეხმაურება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ გათეთრებულიყო გაყალბება.

    “გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

    მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PROV&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

    ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას”. – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

  • ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე – სამადაშვილი

    ბიძინა ივანიშვილი, არა მხოლოდ, კეტავს ქვეყნის ეროვნულ მომავალს, საქართველოსთან აღარ დაიწყება არც მოლაპარაკებები და ალბათ დღის წესრიგში დადგება იმ ფორმატების, რაც არსებობს, არამედ თავად ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე.

    ეს არის შედეგი, იმ გადაწყვეტილების, რომელიც რუსეთის დაკვეთით შესრულდა – გაეყალბებინა ტოტალურად არჩევნები საქართველოში, მიეტაცებინა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ქართველი ხალხი გადაიხდის უზარმაზარ ფასს, მათ შორის, ჩვენს ეკონომიკაზე დარტყმით.

    განაცხადა ფორმულასთან ძლიერი საქართველოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

  • არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია! – ზურაბიშვილი CNN-თან

    “მტკიცებულება ამ ფაქტის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ყველა გამოკითხვაში ირჩევს და მხარს უჭერს ევროპულ გზასა და ევროპულ ინტეგრაციას, თუმცა უცბად, ეს ყოველივე ერთ არჩევნებში შემობრუნდა – ხალხი მზადყოფნაშია ამისთვის და გარეთ გამოდის ევროპული გზისთვის.

    ყველაფერი იქნა გამოყენებული არჩევნებზე – სხვადასხვა სახის თაღლითობა, ყველა ინსტრუმენტი და გაყალბების გზა, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის ფორმატი, რომელზეც დადასტურდა, რომ ისინი შვიდჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ იყენებდნენ მოქალაქეებისგან ჩამორთმეულ პირადობის დამადასტურბელ მოწმობებს.

    ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია.

    რაც ახლა ხდება აჩვენებს პროცესს სისტემური დარღვევებისა, რაც მოხდა.

    ამ მასშტაბისა და ასეთი სიმრავლის თაღლითობა, ვფიქრობ პირველად ხდება საქართველოში”.

    ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

  • ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები! – როთი

    თუ მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის პატიოსან გამარჯვებაში, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები.

    წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.

  • ვულოცავ მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად – ორბანი

    მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ იდეისადმი პრემიერმინისტრის ერთგულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. [..]

    მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა “ევროპული არჩევანი გააკეთა”. ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი მშვიდობის მიმართულებით გააკეთა. უნგრეთშიც ასეა. [მთავრობის სინქრონული თარგამანი].

    თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში – კორძაია

    “გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური და შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია.“

    განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით

  • ”არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან” – მილერი

    ”არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან”- განაცხადა ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აქვთ კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ორგანი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე გამოძიებას ჩაატარებს.

    “მე არ მითქვამს, რომ გამოძიება უნდა ჩაატარონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად”- თქვა მილერმა.