Category: სლაიდერი

  • მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა – 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვია.

    “გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

    აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

    ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.

  • ”ოცნების” კურსის გამო, EU-ს ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს”  – ჰერჩინსკი

    ”ოცნების” კურსის გამო, EU-ს ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს” – ჰერჩინსკი

    “ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის შეტანის შემდეგ ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო, ჩემთვის ეს პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.

    დღეს, 1 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”,

    ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს.

  • ”არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას!” – პრეზიდენტი

    “პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, რაც კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია, რომ იყოს პროკურატურას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. ასე, რომ შეუდგეს პროკურატურა თავის საქმე, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.[…]

    როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ ჩემს სამუშაოს და არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას”

    განაცხადა ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ვერავინ გაიგებდა, რომელ პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა – კალანდარიშვილი

    პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან მარტივად, მაგრამ, რა თქმა უნდა, დეტალებში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო სიღრმისეულად განვმარტავ ამ საკითხს, რომ ვერავინ, ვერცერთ ეტაპზე, ვერ გაიგებდა იმას, თუ რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა ამომრჩეველმა ხმა.

    მე მესმის წუხილი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, რომელიმე საარჩევნო ბიულეტენზე ან ბიულეტენებზე იყო მეორე მხარეს გაფერადების კვალი, გამოჟონვის კვალი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ იძლევა იმის თქმის და დადასტურების შესაძლებლობას, რომ რომელიმე სუბიექტს, კონკრეტულ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა და რატომ.

    ბიულეტენზე იღებდა მონაწილეობას და განთავსებული იყო 18 პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ინფორმაცია. სულ რომ დასტურდებოდეს ეს ინფორმაცია, სულ რომ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს და მეც მინახავს რამდენიმე ასეთი ბიულეტენი, რომელიც გავრცელდა, სადაც არის კვალი, მათ შორის, გაავრცელეს ერთ-ერთი ბიულეტენი, როდესაც პრეზიდენტს უჭირავს მისი ბიულეტენი ჩარჩო-ფორმაში და იქ ჩანს მონიშვნა და ეს რეალურად მონიშვნა ჩანს არა კონკრეტულად უბიექტის, არამედ მონიშვნა ჩანს საცდელი წრის. სულ რომ სხვა მონიშვნის ადგილი ჩანდეს, რა თქმა უნდა, ის იდენტიფიცირებადი არ არის, თუ რომელ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა.

    კონფიდენციალურობა არის, რომ არჩევანი არ იყოს იდენტიფიცირებული და არა ის, რომ სადღაც ბიულეტენზე ფიქსირდება რომელიმე მონაკვეთში რაიმე გაფერადების შემთხვევა.

    ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი TV იმედის ეთერში.

  • ”ემთხვევა მედვედევის მითითებებს” – ზურაბიშვილი პროკურატურაში დაბარებაზე

    პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემი მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა.

     

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

  • დამკვირვებლებს არ აღუნიშნავთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო! – ბორელი

    “არ შეიძლება ახლო ურთიერთობები გქონდეს რუსეთთან და ამავე დროს გაწევრიანდე ევროკავშირში. ერთი მეორესთან შეუთავსებელია. საქართველომ გამართა საპარლამენტო არ\ჩევნები, რომლებიც აღინიშნა სერიოზული დარღვევებით, ეს უნდა იქნას გამოძიებული გამჭვირვალედ და სამართლიანად. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამით გრძელდება ტენდენცია, რომელიც ვნახეთ ბოლო თვეებში, როდესაც საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.

    თუ საქართველოს ხელისუფლებისგან იქნება მზადყოფნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ვთავაზობთ მას კონკრეტულ საგზაო რუკას: გაუქმებულ იქნას კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. ასევე გაუქმდეს ე.წ. კანონი ოჯახური ფასეულობების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ჩვენი ფასეულობა. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით”,

    ამის შესახებ ბრიუსელში განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი აკეთებს.

  • 19:00 საათზე პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა

    19:00 საათზე პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა

    დღეს, 19:00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.

    ზურაბიშვილი სავარაუდოდ პროკურატურას უპასუხებს, რომელმაც ის ხვალ გამოკითხვაზე დაიბარა.

  • არავის გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია! – ნაცვლიშვილი

    არავის გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელშიც საქართველოს პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიების ეხმაურება.

    „იცოდით, რას ნიშნავს გამოთქმა – მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო? აი, ზუსტად ამას ნიშნავს.მელა რომ იპარავს და გარბის ნაქურდალით, მისი ფუმფულა კუდი ნაკვალევს შლის, რომ მდევარმა ვერ იპოვოს ნაქურდალის კვალი.აი, ეს ფუნქცია აქვს ახლა საქართველოს პროკურატურას – არამხოლოდ არგამოძიების, არამედ დანაშაულის კვალის წაშლის!

    მინდა ცესკოსაც და პროკურატურასაც შევახსენო, რომ არავის არ გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია. ან რა სანდონი არიან?! დაასახელონ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და დაადგინეს სიმართლე?! ერთი მაინც დაასახელონ! არც ერთი! საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიების დაშვება გაბედეთ, თუ მართლები ხართ!“,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

  • დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა…მათ წაართვეს ქართველებს თავისუფლება – ზელენსკი

    “დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავდაპირველად მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს საქართველოს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობა ჰყავთ, რომელსაც პრორუსული პოზიციები აქვს. სანქციებს არ უწესებენ პუტინს, უამრავი რუსია საქართველოში და ისინი ირჩევენ მეგობრობას რუსეთთან. მათი არჩევანია, რომ არ შევიდნენ ევროკავშირში, მათ წაართვეს ქართველებს თავისუფლება”

  • “ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა” – ცესკო

    “ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა” – ასე პასუხობს ცენტრალური საარცევნო კომისია,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას.

    “ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენის მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა. თითქოს, სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარგანზრახვით დარღვევისა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენების დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ გრამაჟზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენზე. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები.

    გარდა ამისა, ცესკოს მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის გაღალდისგან, რომელშიც, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული არაერთხელ იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ამ პროცესში გათვალისწინებულ იქნა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. […] შეუძლებელია რაიმე სახის ფარულობის დარღვევა ბიულეტენის ჩარჩო კონვერტში სწორად მოთავსების შემთხვევაში.

    […] ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებულ მხარეებს შეთქმულების თეორიებში, ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით” – ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.